საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 17.02.2005
ძალის დაკარგვა 02.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.007092
გამოქვეყნების წყარო სსმ, 177, 17/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,491 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2005 მიღება
02.07.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListBullet, li.MsoListBullet, div.MsoListBullet {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.007.092 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №308 2005 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის თანდართული დებულება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადვოკატთა შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით. 3. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. თავი II მიზნები და ამოცანები     მუხლი 2🔗. სამსახურის მიზანია: ა) საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებამდე უზრუნველყოს საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურება (შემდგომში – მომსახურება) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის თავისი ტერიტორიული ბიუროების ფარგლებში ამ დებულებით დადგენილი წესით; ბ) შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.     მუხლი 3🔗. 1. სამსახური თავისი მიზნების მისაღწევად მომსახურებას უწევს: ა) საქართველოს მოქალაქეებს; ბ) მოქალაქეობის არმქონე პირებს; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. 2. მომსახურება ხორციელდება სისხლის სამართალწარმოების ყველა სტადიაზე. 3. მომსახურება მოიცავს: ა) იურიდიულ კონსულტაციებს სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; ბ) წარმომადგენლობას სისხლის სამართლის საქმეებზე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების სტადიაზე; გ) სასამართლო წარმომადგენლობას.  4. მომსახურება წარმოებს ამ დებულებით დადგენილი წესით. 5. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წინადადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) თანხმობით დაიშვება მომსახურების ფარგლებისა და ტერიტორიული ბიუროების რაოდენობის გაზრდა. თავი III სამსახურის მართვა     მუხლი 4🔗. 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმოადგენს სამსახურს; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის ტერიტორიული ბიუროების საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას; გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის აპარატისა და ტერიტორიული ბიუროების საშტატო ნუსხას; დ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციითა და მასალებით; ე) საჭიროების შემთხვევაში იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს; ვ) ყოველკვირეულად იბარებს ანგარიშს სამსახურის ტერიტორიული ბიუროების ადმინისტრატორებისაგან გაწეული საქმიანობის შესახებ, აძლევს მათ სათანადო მითითებებს; ზ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; თ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, ხელშეკრულებისა და განცხადების ფორმებს, სხვა დოკუმენტებს; ი) ხელმძღვანელობს სამსახურის აპარატს; კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის აპარატისა და ტერიტორიული ბიუროების თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ლ) საბჭოს წინადადებების საფუძველზე ზრდის ადვოკატთა რაოდენობას სამსახურის ტერიტორიულ ბიუროებში; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს სამსახურის საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას; ნ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. 1. სამსახურის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება საბჭო არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. 2. საბჭოს წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. საბჭოს წევრი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისათვის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.     მუხლი 6🔗. საბჭო: ა) კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სამსახურის საქმიანობას; ბ) განაზოგადებს სამსახურის უფროსის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაწეული მომსახურების შესახებ; გ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მომსახურების ფარგლებისა და ტერიტორიული ბიუროების რაოდენობის გაზრდის შესახებ; დ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; ე) ყოველკვირეულად იბარებს სამსახურის უფროსის ანგარიშს გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის ფინანსურ ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ტერიტორიულ ბიუროებში დასაქმებულ ადვოკატთა რაოდენობის გაზრდის მიზნით; ზ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის შინაგანაწესს, ხელშეკრულებისა და განცხადების ფორმებს, სხვა დოკუმენტებს; თ) შეიმუშავებს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის კონცეფციას; ი) ახდენს სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციას, ატარებს საინფორმაციო კამპანიას.     მუხლი 7🔗. 1. საბჭოს სხდომა მოიწვევა კვირაში არანაკლებ ერთხელ. 2. საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის საფუძველზე. 3. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.     მუხლი 8🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის აპარატი.     მუხლი 9🔗. 1. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტით განასაზღვრული პირების სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გზით. 2. სამსახურში კონკურსის ჩატარების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი IV სამსახურის ტერიტორიული ბიუროების ორგანიზაცია და ფუნქციონირება     მუხლი 10🔗. 1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს ტერიტორიული ბიუროების მეშვეობით. 2. სამსახურის ტერიტორიული ბიურო შედგება ადვოკატებისა და ბიუროს ადმინისტრატორისაგან.     მუხლი 11🔗. 1. ტერიტორიული ბიუროს ადმინისტრატორი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურის ტერიტორიულ ბიუროს; ბ) ანაწილებს საქმეებს ტერიტორიული ბიუროს ადვოკატებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებს და დავალებებს, აკონტროლებს ადვოკატთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; გ) იხილავს ადვოკატთა მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საჩივრებს. 2. ტერიტორიული ბიუროს ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.     მუხლი 12🔗. 1. სამსახურის ტერიტორიული ბიუროს ფილიალის ადვოკატი მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ფიზიკური პირების მიმართ ახორციელებს შემდეგი ხასიათის მომსახურებას: ა) იურიდიულ კონსულტაციას უწევს ბიუროს ტერიტორიის ფარგლებში რეგისტრირებულ პირებს; ბ) იცავს ეჭვმიტანილს/ბრალდებულს სისხლის სამართლის საქმეებზე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების სტადიაზე; გ) იცავს პირთა ინტერესებს შესაბამის რაიონულ სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში საოლქო სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში.     მუხლი 13🔗. 1. სამსახურის ტერიტორიული ბიუროებიდან ადვოკატის დანიშვნა ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 80-81-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. 2. სამსახურის ტერიტორიული ბიურო მასში დასაქმებულ ადვოკატთა სიას წარუდგენს მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პროცესის მწარმოებელ ორგანოებსა და სასამართლოს. 3. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე პირადად, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის მეშვეობით მიმართოს სამსახურის ტერიტორიულ ბიუროს მომსახურების გაწევის შესახებ განცხადებით. მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი სასურველ დამცველს ირჩევს მისთვის წარდგენილი ტერიტორიული ბიუროს ადვოკატთა სიიდან. საქმეზე ადვოკატის დანიშვნა ხორციელდება ადვოკატთა დატვირთულობის გათვალისწინებით. 5. ბიუროსა და დასაცავ პირს შორის იდება ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს მომსახურების განხორციელებას სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში.     მუხლი 14🔗. 1. პირს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ: ა) ტერიტორიული ბიუროს ადვოკატი იმავე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარმოადგენს საწინააღმდეგო ინტერესების მქონე ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს; ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს ჰყავს ადვოკატი. 2. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი გასაჩივრდება სამსახურის უფროსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V სამსახურის ქონება     მუხლი 15🔗. სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VI სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 16🔗. 1. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამსახურის კონტროლი მოიცავს განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. სამსახურის უფროსი ყოველთვიურად მინისტრს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ. 5. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. თავი VII სამსახურის დაფინანსება     მუხლი 17🔗. სამსახურის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. თავი VIII სამსახურის ლიკვიდაცია     მუხლი 18🔗. 1. სამსახური საქმიანობას წყვეტს, „საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. 2. სამსახურის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 19🔗. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.