,,საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.09.2004
ძალის დაკარგვა 02.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 040170280.17.014.006672
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 20/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | ემიტენტის სახელწოდება: |
| 2 | ემიტენტის იურიდიული მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები: |
| 3 | ემიტენტის ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები |
| 4 | ემისიის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი: |
| 5 | განთავსების დაწყების თარიღი: |
| 6 | განთავსების დასრულების თარიღი: |
| 7 | განთავსებული ობლიგაციების რაოდენობა: |
| 8 | მთლიანი თანხა, რომლითაც განთავსდა ობლიგაციები: |
| 9 | შემძენთა რაოდენობა: |
| 10 | მომსახურე რეგისტრატორის სახელწოდება ან რეესტრის წარმოების ატესტატის მფლობელის სახელი და გვარი: |
| 11 | ემიტენტის ხელმძღვანელ(ებ)ის მიერ შეძენილი ობლიგაციები: |
| 12 | ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ შეძენილი ობლიგაციები: |
| 13 | ემიტენტის სხვა მუშა-მოსამსახურეების მიერ შეძენილი ობლიგაციები: |
დოკუმენტის ტექსტი
,,საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.006.672
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №41
2004 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე
,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4-7 და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოსაშვები ან/და გამოშვებული ობლიგაციების ემისიის პროსპექტის შემცველობის, პროსპექტში ცვლილების შეტანისა და ობლიგაციების განთავსების ანგარიშების განსაზღვრის მიზნით, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე მ. ჯიბუტი
,,საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ”
წესი
მუხლი 1🔗. წესის საფუძველი, მიზანი და გავრცელების სფერო
1. ეს წესი შემუშავებულია ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგ – კანონი) მე-4 მუხლის მე-4-7 და მე-15 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და მისი მიზანია განსაზღვროს მოთხოვნები გამოსაშვები ან/და გამოშვებული ობლიგაციების ემისიის პროსპექტის შემცველობასთან, პროსპექტში ცვლილების შეტანასა და ობლიგაციების განთავსების ანგარიშთან დაკავშირებით.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საწარმოებზე (შემდეგ – ,,ემიტენტები”).
3. თუ ემიტენტი რამდენიმე კლასის ობლიგაციებს უშვებს, მაშინ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე უნდა დაკმაყოფილდეს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობანი გააჩნია. მათ დამატებით, ქვემოთ მოცემული ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით გამოიყენება:
ა) ანდერაიტერი – საბროკერო კომპანია, რომელთანაც ემიტენტს დადებული აქვს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება;
ბ) განთავსება – ფასიანი ქაღალდ(ებ)ის გასხვისება ემიტენტისა ან ანდერაიტერ(ებ)ის მიერ საჯარო ან კერძო შეთავაზებით. ამასთან, განთავსებად მიიჩნევა ის შემთხვევაც, როცა შეთავაზებაში შეიტანება ემიტენტის მიერ მეორად ბაზარზე შეძენილი ან კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის ფასიანი ქაღალდები, გამოშვებული ამავე ემიტენტის მიერ;
გ) დამატებითი უზრუნველყოფა – ნომინალური ღირებულებისა და სარგებლის საემისიო პირობებით განსაზღვრული ოდენობით განაღდებაზე არანაკლებ განაღდების ვადის ბოლომდე გაფორმებული საბანკო გარანტია. ამასთან, საბანკო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს თავისივე ემისიის გარანტი;
დ) დისკონტიანი ობლიგაცია – ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასით განსათავსებელი ობლიგაცია;
ე) კერძო შეთავაზება – ფასიანი ქაღალდების ანაზღაურებით შეძენის შეთავაზება იმ 100-ზე ნაკლები პირისათვის, რომელთა ჩამონათვალი ემიტენტის მიერ წინასწარაა განსაზღვრული შეთავაზებისას;
ვ) კონვერსიული ობლიგაცია – ობლიგაცია, რომლის საემისიო პირობებით განსაზღვრულია მისი გადაცვლა ამავე ობლიგაციის ემიტენტის მიერ გამოშვებულ (ან გამოსაშვებ) სხვა კლასის ფასიან ქაღალდ(ებ)ზე;
ზ) საკუთარი კაპიტალი – აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები და გადაფასების რეზერვები;
თ) ობლიგაცია – სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოშვებულია (ან უნდა გამოიშვეს) ემიტენტის მიერ და რომელიც ადასტურებს ამ ემიტენტის ფინანსურ ვალდებულებას საემისიო პირობების შესაბამისად გაუნაღდოს ობლიგაციონერს ნომინალური ღირებულება, სარგებლით ან მის გარეშე;
ი) ობლიგაციის განაღდება (განაღდება) – ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის ნომინალური ღირებულების გადახდა საემისიო პირობებით განსაზღვრულ ვადაში (განაღდების ვადა) და ამ პირობების შესაბამისად;
კ) ობლიგაციის ნომინალური ღირებულება (ნომინალური ღირებულება) – ის ფიქსირებული თანხა, რომლითაც ემიტენტმა ობლიგაცია განაღდების ვადის დადგომისას უნდა გაანაღდოს. ნომინალურ ღირებულებაში სარგებელი არ შედის;
ლ) ობლიგაციის სარგებელი (სარგებელი) – ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის შესაბამისი ემისიით გათვალისწინებული ოდენობით და ვადაში, პერიოდულად ან ერთჯერადად გადასახდელი ფულადი თანხა (პროცენტი, დისკონტი) ან/და შესასრულებელი სხვა ვალდებულება;
მ) ობლიგაციის საკლასო თვისებები – სახეობა (კონვერსიული, დისკონტიანი და სხვ.), ვადიანობა, ნომინალური ღირებულებისა და სარგებელის ოდენობანი, გაანგარიშების მეთოდი, გადახდის პერიოდულობა და ვადები, ასევე ობლიგაციის ყოველი ის მახასიათებელი, რაც განსაზღვრავს მოცემული კლასის ობლიგაციის მფლობელის უფლება-მოვალეობებსა და მათი რეალიზაციისა და გარანტირებულების სპეციფიკას;
ნ) ობლიგაციონერი – ობლიგაციის რეგისტრირებული მფლობელი.
მუხლი 3🔗. ობლიგაციების შეთავაზების ზოგადი წესები
1. ემიტენტს შეუძლია გამოუშვას, შესთავაზოს და განათავსოს პროცენტიანი, დისკონტიანი, კონვერსიული ან/და სხვა კლასის ობლიგაცია. ობლიგაციის საკლასო თვისებები წესდება მისი საემისიო პირობებით, რომელთაც განსაზღვრავს ემიტენტი და რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. თუ შეთავაზება კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნის დარღვევით განხორციელდა, შემძენთა განცხადებით, შეთავაზება შეიძლება გაუქმდეს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია ამავე ემიტენტის მიერ შეთავაზების განხორციელება ყველა იმ შემძენის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, რომელთაც შეთავაზების გაუქმების საფუძვლით ან ამის შედეგად ზიანი მიადგათ.
მუხლი 4🔗. ობლიგაციების ემისიის პროსპექტი, საჯარო შეთავაზების განაცხადი
1. ობლიგაციების საჯარო შეთავაზება ხორციელდება ემიტენტის ან/და ანდერაიტერ(ებ)ის მიერ, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის მიერ დამტკიცებული და რეგისტრირებული ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ, ამ პროსპექტის მოქმედების ვადის გათვალისწინებით.
2. საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად ემიტენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს საჯარო შეთავაზების განაცხადი, რომელშიც შეიტანება სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) განაცხადი – ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმით;
ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლი – კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამასთან:
ბ.ა)პროსპექტში შეტანილი ფინანსური ანგარიშები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს;
ბ.ბ) აუცილებელი არაა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეტანა, რომელიც ემიტენტს კომისიაში მანამდე უკვე წარდგენილი აქვს, მაგრამ უნდა მიეთითოს მისი წარდგენის თარიღი, დასახელება და, საჭიროების შემთხვევაში, გვერდი და აბზაცი;
ბ.გ)პროსპექტში უნდა შევიდეს საკუთარი კაპიტალის ოდენობისა და ბრუნვაში არსებული ობლიგაციების გაუნაღდებელი ნომინალური ღირებულებისა და გადასახდელი სარგებლის შესახებ აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნა;
ბ.დ) პროსპექტში უნდა შევიდეს დამატებითი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც შესათავაზებელი ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისა და სარგებლის, ისე ამავე ემიტენტის მიერ გამოშვებული და ბრუნვაში არსებული ობლიგაციების გაუნაღდებელი ნომინალური ღირებულებისა და გადასახდელი სარგებლის მთლიანი ოდენობის არანაკლებ იმ ნაწილისათვის, რომელიც ემიტენტის საკუთარი კაპიტალის 50%-ს აღემატება;
ბ.ე) საემისიო ობლიგაციებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს მათი ყოველი საკლასო თვისება, განთავსების პროცედურა და წესები, მიმოქცევის პირობები, განაღდებისა (მათ შორის ვადამდელი, თუ ასეთი პირობა განისაზღვრება) და სარგებლის გადახდის წესები და ადგილ(ებ)ი, აგრეთვე, თუ არსებობს, დამატებითი ან სხვაგვარი უზრუნველყოფის სახე, პირობები და მისი რეალიზაციის პირობები;
გ) ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტები და მათში შეტანილი ცვლილებები (კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად), გარდა ამ პუნქტის ,,ბ.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ობლიგაციების ემისიის შესახებ ემიტენტის პარტნიორთა (აქციონერთა) კრებისა და, მის საფუძველზე, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების ასლები (კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით). ამასთან, თუ კანონმდებლობით ან ემიტენტის წესდებით ემიტენტის ხელმძღვანელობას შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა მოეთხოვება, მაშინ ეს თანხმობა მის გადაწყვეტილებას წერილობით უნდა დაერთოს;
ე) რეორგანიზაციის ამსახველი დოკუმენტები, თუ რეორგანიზაცია გახდა ემისიის მიზეზი (ამ მიზეზის დასაბუთებით);
ვ) იმ ექსპერტთა დასკვნების ხელმოწერილი ასლები, რომლებმაც მოამზადეს, შეამოწმეს ან დაადასტურეს ემისიის პროსპექტში შეტანილი ესა თუ ის ინფორმაცია;
ზ) თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა, რომელსაც წარდგენილი არ აქვს ან არასრულად (არაზუსტად) აქვს წარდგენილი წლიური, ნახევარწლიური ან მიმდინარე ანგარიში უკანასკნელი 2 სამეურნეო წლისა და იმ წლის შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხდება პროსპექტის კომისიისადმი წარდგენა, მაშინ მან ეს ხარვეზი პროსპექტის წარდგენისას უნდა გამოასწოროს. ამასთან, ეს მოთხოვნა აღნიშნული პერიოდის იმ მონაკვეთზე არ ვრცელდება, როცა კანონით ემიტენტი ანგარიშვალდებულ საწარმოდ არ ითვლებოდა;
თ) ემიტენტის ვალდებულება, რომ განთავსებიდან მოზიდული სახსრები ზარალის ან ვალის, მათ შორის მანამდე გამოშვებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულების ან სარგებლის დასაფარავად არ გამოიყენოს;
ი) ყოველი წინა ემისიის ჩამონათვალი, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საკლასო თვისებების, აგრეთვე განთავსებული და განაღდებული (გამოსყიდული) რაოდენობების მითითებით;
კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საექსპერტო შეფასების ანგარიში, თუ ემიტენტი საბანკო დაწესებულებაა.
3. ემისიის საბოლოო პროსპექტში შეტანილი ფინანსური ინფორმაციისა და ტექსტში მოყვანილი აღწერების ვადიანობა კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით განისაზღვრება.
მუხლი 5🔗. ემისიის პროსპექტში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება საჯარო შეთავაზების პერიოდში
1. საჯარო შეთავაზების პერიოდში საემისიო ობლიგაციების ოდენობის, ფასის, შეთავაზების დასრულების ვადისა ან სხვა არსებითი ფაქტის ცვლილების შემთხვევაში ემიტენტმა კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს უნდა მიმართოს.
2. საჯარო შეთავაზების პერიოდში არაარსებითი ფაქტის (მოვლენის) შესახებ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ემიტენტმა ამ ცვლილების პროსპექტში შეტანამდე:
ა) კომისიას უნდა წარუდგინოს ცვლილების შესახებ განცხადება (ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმით) და 3 ასლად ცვლილების ამსახველი დოკუმენტი;
ბ) ყველა ანდერაიტერს ცვლილების შესახებ წერილობით უნდა აცნობოს;
გ) ცვლილების შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ყველა იმ ინვესტორსა და პოტენციურ ინვესტორს, რომლებთანაც მას მოლაპარაკება ჰქონდა ობლიგაციების შეძენაზე.
მუხლი 6🔗. ობლიგაციების ემისიის რეგისტრაცია
ემისია რეგისტრირდება კომისიის 2003 წლის 30 ივნისის №34 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭებისა და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის შესახებ” წესის (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III, №73, 2003 წლის 21 ივლისი) მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ემისიის პროსპექტის დამტკიცების შემდეგ წარსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია
ემისიის პროსპექტის დამტკიცებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ემიტენტმა კომისიას კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.
მუხლი 8🔗. ობლიგაციების ემისიის განთავსების ანგარიში
1. ობლიგაციების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის ვადაში ემიტენტმა კომისიას ობლიგაციების ემისიის განთავსების ანგარიში უნდა წარუდგინოს. საჯარო შეთავაზების დასრულებად ჩაითვლება შემდეგიდან ყველაზე ადრე დამდგარი ფაქტი:
ა) ემისიის პროსპექტის მოქმედების ვადის გასვლა;
ბ) საჯაროდ შეთავაზებული ობლიგაციების სრულად ვადამდე განთავსება;
გ) საჯარო შეთავაზების შეწყვეტა.
2. თუ ემიტენტი საბანკო დაწესებულებაა, მან ემისიის განთავსების ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკსაც უნდა წარუდგინოს.
3. განთავსების ანგარიში ამ წესის დანართი 3-ით გათვალისწინებული ფორმით უნდა შედგეს და თან დაერთოს იმ ბეჭდვითი გამოცემის ეგზემპლარი, რომელშიც გამოქვეყნდა განცხადება საჯარო შეთავაზების (აგრეთვე მისი ცვლილებების – მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ, თუ განცხადება გამოქვეყნებული იყო.
4. განთავსების ანგარიშს ხელს უნდა აწერდნენ:
ა) ემიტენტის ხელმძღვანელი პირ(ებ)ი;
ბ) განთავსებულ ობლიგაციებთან დაკავშირებით ემიტენტისათვის რეგისტრატორული მომსახურების გამწევი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ხელმძღვანელ(ებ)ი, ხოლო თუ ემიტენტს რეესტრის წარმოება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით არ ევალება, მაშინ – რეესტრის წარმოების საკვალიფიკაციო ატესტატის მფლობელი პირი;
გ) ყოველი ანდერაიტერის ხელმძღვანელ(ებ)ი.
5. განთავსების ანგარიში ექვემდებარება კომისიის მიერ განხილვასა და დამტკიცებას.
დანართი 1
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას
განაცხადი
ობლიგაციების ემისიის სარეგისტრაციოდ წარდგენის შესახებ
-------------------------------- 200----- წ.
გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ შემდეგი მონაცემების ობლიგაციების ემისია:
1
ემიტენტის სახელწოდება:
2
ემიტენტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა:
3
ემიტენტის იურიდიული მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:
4
ემიტენტის ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:
5
საკუთარი კაპიტალის ოდენობა:
6
საემისიო ობლიგაციების საკლასო თვისებები:
ა.
ბ.
გ.
დ.
ე.
ვ.
ზ.
7
საემისიო ობლიგაციების რაოდენობა:
8
საემისიო ობლიგაციების მთლიანი ნომინალური ღირებულება:
9
ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება:
განაცხადს თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასლებისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით):
ხელმოწერა:-------------------------------------
თანამდებობა: -----------------------------------------
დანართი 2
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას
განაცხადი
საჯარო შეთავაზებაში ცვლილების შეტანის შესახებ
------------------------------- 200-------წ.
1
ემიტენტის სახელწოდება:
2
ემიტენტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა:
3
ემიტენტის იურიდიული მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:
4
ემიტენტის ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
5
რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღი:
6
ცვლილების შინაარსი:
7
ცვლილების მიზეზი (საფუძველი):
8
ცვლილების სავარაუდო შედეგები:
განაცხადს თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასლებისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით):
ხელმოწერა:---------------------------------------------
თანამდებობა: ---------------------------------------------
დანართი 3
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას
ანგარიში
ობლიგაციების ემისიის განთავსების შესახებ
------------------------------------ 200-------- წ.
1
ემიტენტის სახელწოდება:
2
ემიტენტის იურიდიული მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:
3
ემიტენტის ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
4
ემისიის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:
5
განთავსების დაწყების თარიღი:
6
განთავსების დასრულების თარიღი:
7
განთავსებული ობლიგაციების რაოდენობა:
8
მთლიანი თანხა, რომლითაც განთავსდა ობლიგაციები:
9
შემძენთა რაოდენობა:
10
მომსახურე რეგისტრატორის სახელწოდება ან რეესტრის წარმოების ატესტატის მფლობელის სახელი და გვარი:
11
ემიტენტის ხელმძღვანელ(ებ)ის მიერ შეძენილი ობლიგაციები:
რაოდენობა:
გადახდილი
თანხა:
12
ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ შეძენილი ობლიგაციები:
რაოდენობა:
გადახდილი
თანხა:
13
ემიტენტის სხვა მუშა-მოსამსახურეების მიერ შეძენილი ობლიგაციები:
რაოდენობა:
გადახდილი
თანხა:
ხელმოწერები:
1. ემიტენტის მხრიდან:
ხელმოწერა: -----------------------------------------
თანამდებობა: ----------------------------------------------
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მხრიდან:
ხელმოწერა:-----------------------------------------
თანამდებობა: ----------------------------------------------
3. ანდერაიტერის მხრიდან:
ხელმოწერა: ----------------------------------------
თანამდებობა: -----------------------------------------------