⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.04.2004)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №39 „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ„ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.01.2004
ძალის დაკარგვა 02.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 190010000.11.117.006334
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 09/02/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,667 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2004 მიღება
02.04.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №39 „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ„ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Geo-English;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo-English","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.85pt 62.95pt 62.95pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.334 საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ბრძანება №39 2004 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი  „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ„ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ„ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებით და 2001 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებულების ”საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე„ გათვალისწინებული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე, 134-ე და 273-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ„; 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ„ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს №248 ბრძანება. 3. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ„ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ„ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის დამტკიცებისთანავე. ზ. ნოღაიდელი საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოში შემოტანილ თავისუფალ მიმოქცევაში გაცხადების მიზნით და საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესს. 2. საქართველოში აქციზური მარკების რეალიზაცია ხორციელდება ცენტრალიზებული წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ. 3. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი და მათზე აქციზის გადასახადის ფიქსირებული განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. 4. აქციზური მარკების არსებობა აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ტარაზე (ბოთლზე, ქილაზე, კოლოფზე და სხვა) ითვლება მათი რეალიზაციის სავალდებულო პირობად. 5. მეწარმე სუბიექტების მიერ დაუშვებელია აქციზური მარკების სხვა მეწარმე სუბიექტზე გადაცემა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს. 6. აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით, იმპორტიორის მხრიდან განიხილება შესაბამისი ოდენობის საქონლის იმპორტად და/ან მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან საქონლის მიწოდებად და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან ექვს თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, აქციზური მარკები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. ექვსთვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე, აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ჩაითვლება აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტად და ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება გადასახადებით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით მარკირებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.     მუხლი 2🔗. აქციზური მარკების რეალიზაცია 1. აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება ამ მარკების შეძენის შესახებ მეწარმე სუბიექტის განცხადების საფუძველზე დადგენილი ფორმის შესაბამისად. 2. განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამ ეგზემპლარად შედგენილი განაცხადი აქციზური მარკების მოთხოვნის შესახებ, ამ დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურს. განცხადებაზე თანდართული განაცხადებიდან ერთი ეგზემპლიარი უბრუნდება მეწარმე სუბიექტს თარიღის დასმისა და აღნიშვნის „განაცხადი მიღებულია” გაკეთების შემდეგ. აღნიშვნას ხელს აწერს განაცხადის მიმღები პირი. მეორე ეგზემპლარი რჩება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა გადაეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. განცხადებისა და თანდართული განაცხადების მიღების დღიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგად გამოიცემა ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციული აქტი განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აქციზური მარკების გაცემა აქციზური მარკების სამსახურის მომსახურე ბანკის მიერ ხორციელდება მხოლოდ ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, 3. განაცხადს აქციზური მარკების შეძენაზე თან უნდა ერთვოდეს: ა) მათ შესაძენად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე აქციზის და/ან ფიქსირებული გადასახადის გადახდის შესახებ საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი წერილობითი დადასტურება; ბ) აქციზის და/ან ფიქსირებული გადასახადის გადახდის საგადასახადო დავალების ორიგინალი, ხოლო ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში, საგადასახადო დავალების ორიგინალის ნაცვლად, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი (წარმოდგენილი ორიგინალი გადამოწმების დადასტურების შემდგომ უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო მისი ასლი დაიტოვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ); გ) აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების ორიგინალი, ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში კი _ საგადასახადო დავალების ორიგინალის ნაცვლად, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი (წარმოდგენილი ორიგინალი გადამოწმების დადასტურების შემდგომ უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო მისი ასლი დაიტოვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ); 4. თამბაქოს ნაწარმზე აქციზური მარკების მიღებისას გადაიხდევინება, ფიქსირებული გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება. 5. განაცხადის ფორმები და განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი მოცემულია ამ დებულების №1, №2, №3, №4, №5, №6 დანართებში. 6. ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და აქციზური მარკების სამსახურის გაცემაზე პასუხისმგებელი მუშაკი ადგენენ აქტს აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ (დანართი №7). 7. თამბაქოს ნაწარმის იმპორტის შემთხვევაში მეწარმე-სუბიექტი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ყოველი ცალკეული თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლისათვის გასაგზავნი აქციზური მარკების ზუსტი რაოდენობა. ამასთან განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) თამბაქოს ნაწარმის ნასყიდობის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი და მისი მწარმოებელი ერთი და იგივე პირია. ხელშეკრულებაში მითითებული იქნება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის სრული იურიდიული მისამართი, სადაც იგზავნება აქციზური მარკები; ბ) ხელშეკრულება საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან; გ) ფიქსირებული გადასახადის გადახდის საგადასახადო დავალების ორიგინალი, ხოლო ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში, საგადასახადო დავალების ორიგინალის ნაცვლად, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი (წარმოდგენილი ორიგინალი გადამოწმების დადასტურების შემდგომ უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო მისი ასლი დაიტოვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ); დ) აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების ორიგინალი, ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში კი _ საგადასახადო დავალების ორიგინალის ნაცვლად, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი (წარმოდგენილი ორიგინალი გადამოწმების დადასტურების შემდგომ უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო მისი ასლი დაიტოვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ); 8. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლისათვის აქციზური მარკების გადაგზავნის უზრუნველსაყოფად მეწარმე-სუბიექტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აფორმებს ხელშეკრულებას საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან. 9. აქციზური მარკების სამსახური, მეწარმე-სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, სამი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს აქციზური მარკების თამბაქოს მწარმოებელთან შეუფერხებლად გაგზავნის ორგანიზებას შეფუთული სახით, მათი რაოდენობის, სერიებისა და ნომრების ჩვენებით. 10. აქციზური მარკების შეფუთვა ხდება უშუალოდ აქციზური მარკების შენახვის ადგილას, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე-სუბიექტისა და აქციზური მარკების სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით და გადაეცემა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 11. აქციზური მარკების გადაცემა საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისათვის მათი მწარმოებლისათვის გადასაგზავნად ხორციელდება აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, №8 დანართის შესაბამისად, მარკების რაოდენობის, სერიებისა და ნომრების ჩვენებით. მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებული უნდა იყოს აქციზური მარკების სამსახურის, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისა და მეწარმე-სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებული პირის ხელმოწერებითა და შესაბამისი ბეჭდებით. 12. აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების აქტი შევსებული უნდა იქნეს 4 ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა აქციზური მარკების სამსახურს, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციას, საბაჟო ორგანოსა და მეწარმე-სუბიექტს. 13. აქციზური მარკების გასაგზავნი საერთო რაოდენობისათვის შევსებული მიღება-ჩაბარების აქტის გარდა აქციზური მარკების ყოველ შეფუთვაზე უნდა იყოს აღნიშვნა მასში მოთავსებული აქციზური მარკების რაოდენობის, სერიებისა და ნომრების შესახებ. შეფუთვებზე არსებული მონაცემები საერთო ჯამში უნდა ემთხვეოდეს გასაგზავნი აქციზური მარკების პარტიისათვის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემებს.     მუხლი 3🔗. აქციზური მარკების უკან დაბრუნება 1. იმპორტის შემთხვევაში მეწარმე-სუბიექტებმა, გამოუყენებელი აქციზური მარკები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურში უნდა დააბრუნოს მათი მიღების დღიდან ექვსი თვის ვადაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებიან. 2. გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები: ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მარკების დაბრუნების მიზეზების თაობაზე, კონკრეტულად გამოუყენებელი აქციზური მარკების ტიპების, სერიებისა და ნომრების მითითებით; ბ) აქციზური მარკების სამსახურისა და აქციზური მარკების მიმღები მეწარმე-სუბიექტის მიერ შედგენილი პირველადი აქტის ორიგინალი აქციზური მარკების გაცემისა და მიღების შესახებ. 3. უკან დაბრუნებული აქციზური მარკების მდგომარეობის გამომხატველი გარეგნული ნიშნები სრულად უნდა შეესაბამებოდეს მარკების გაცემისას არსებულ ნიშნებს. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კმაყოფილდება მეწარმე-სუბიექტის განცხადება აქციზური მარკების უკან დაბრუნების შესახებ, შესაბამისად ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება (დანართი №9), რომელსაც ხელს აწერენ დაინტერესებული მხარეები. 5. თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას მეწარმე სუბიექტს უბრუნდება აქციზური მარკების შეძენისას გადახდილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება. 6. დაზიანებული აქციზური მარკები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.     მუხლი 4🔗. აქციზური მარკების აღრიცხვა და კონტროლი 1. მეწარმე სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელს ან ანხორციელებენ მის იმპორტს, ვალდებულნი არიან ამ დებულების შესაბამისად წარადგინონ ანგარიში (დანართი №10, №11) აქციზური მარკების გამოყენების შესახებ. 2. აქციზური მარკების გამოყენების შესახებ ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ანგარიშები წარედგინება ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურს, ადგილობრივი აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის მწარმოებლების მიერ შესაბამის საგადასახადო ორგანოში, ხოლო იმპორტიორების შემთხვევაში შესაბამის საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში წარდგენისა და დამოწმების შემდეგ. 3. იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც არ წარადგენენ ანგარიშს აქციზური მარკების გამოყენების შესახებ ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, აქციზური მარკები არ გაიცემა.