„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №14 დადგენილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.134.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110606009, 08/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წლის 27 მაისი

დაბა ქედი

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 10 წლის 24 აგვისტოს № 19 დადგენილებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენ ს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის24 აგვისტოს№19დადგენილებ აში (სსმ V,№21,03.09 .2010,მუხ .600)შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის:

ა.ა)  მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნ ე ს;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად სხვა თვითმართველ ერთეულებთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების მიზნით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება;“

ა.გ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ა.დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად , გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“

ა.ე) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწაზე ქონების გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;“;

ა.ვ) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალური არქივის შექმნა, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე -11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს;“;

გ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  37-ე, 38-ე, 42-ე და 43-ე მუხლებში მითითებული ტერმინი „პირველი მორიგი სხდომა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პირველი სხდომა“;

დ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.“

ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 92-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საკრებულომ კენჭისყრის შედეგად ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენება ან თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა კ ვორუმის არარსებობის გამო, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.“

ვ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად , საკრებულოს თანხმობით , საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს.“

ზ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება

1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდზე „www. keda. ge“ და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში , თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და გამგეობის რწმუნებულებთან.

3. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე „www.matsne.gov.ge.“, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდზე „www. keda. ge“ და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე.

4. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე „www. keda. ge“ და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში , თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

თ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 123-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს და თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდზე „www. keda. ge“ და თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო დაფაზე.“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ბ . დიასამიძე