საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.09.2004
ძალის დაკარგვა 27.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №605
სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.117.006687
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 23/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,026 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2004 მიღება
27.02.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
საწარმოს დასახელება, მისამართი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო №
ბრძანების № თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo-English;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo-English","sans-serif";} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:-.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.25in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.006.687 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №605 2004 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე „მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი”; ბ) „საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესი”. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) იწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის (შემდგომში – საგადასახადო დეპარტამენტი) მიერ. 2. სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელებისა და მათი მონაცემების ჩამონათვალის ერთობლიობას (დანართი №1). 3. სახელმწიფო რეესტრი იწარმოება საკონტროლო-სალარო აპარატის ყოველი მოდელის შესახებ მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემებისა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება აპარატის კონკრეტული მოდელის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 4. სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საკონტროლო-სალარო აპარატის ყოველ მოდელზე დგება საინფორმაციო ბარათი, რომელშიც შეიტანება მონაცემები მოდელისა და მისი გამოყენების სფეროზე, ინფორმაციები მწარმოებელებზე, მიმწოდებლებზე (დანართი №2). 5. სახელმწიფო რეესტრიდან საკონტროლო-სალარო აპარატების ამოღების შემთხვევაში რეესტრში შეიტანება სათანადო ცვლილებები და იხურება საინფორმაციო ბარათი, ამასთან ერთად მინიჭებული კოდი გაუქმებას ან შეცვლას არ ექვემდებარება.     მუხლი 2🔗. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის პირობები 1. სახელმწიფო რეესტრში შეტანისათვის საკონტროლო-სალარო აპარატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეს: ა) პროგრამული პაროლი და/ან მარკირებული გასაღები; საკონტროლო-სალარო ჩეკი და/ან საკონტროლო ლენტი; მოლარის ინდიკატორი; მყიდველის ინდიკატორი (გარდა პორტატიული აპარატებისა); ბ) შესაძლებლობა, განახორციელოს სიტყვიერი ან ციფრული ჩანაწერები ჩეკებსა და საკონტროლო ლენტებზე, აგრეთვე გამოიტანოს ციფრული ჩანაწერები როგორც მოლარის, ასევე მყიდველის ინდიკატორზე; გ) შესაძლებლობა, განახორციელოს ჩეკზე ობიექტის დასახელების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის, საკონტროლო-სალარო აპარატის საქარხნო და სარეგისტრაციო ნომრების, ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების) ოპერაციების მონაცემების, ნაღდი ფულის მიღების თარიღის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა; დ) ფისკალური მეხსიერება, რომელშიც აპარატი უზრუნველყოფს ყოველდღიური ანგარიშების ფიქსირებას და მათ შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში; ე) ავტომატური ბლოკირება, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან დღიური ანგარიში; ვ) ავტომატური ბლოკირება ჩეკის ან საკონტროლო ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში; ზ) ავტომატური ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ მოლარე არასწორად ახორციელებს ოპერაციებს; თ) ავტომატური ბლოკირება აპარატის გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის, ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული დაშვების შემთხვევაში; ი) ავტონომიური კვების ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 24-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს; კ) სავაჭრო (მომსახურების) ოპერაციების ძირითადი პარამეტრებისა და მუშაობის პირობების დაპროგრამების საშუალება; ლ) მარკირება, აპარატის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის მწარმოებლის საფირმო ნიშნის ჩვენებით; მ) ჩეკზე ბიუჯეტის გადასახადების აღნიშვნის შესაძლებლობა; ნ) საკონტროლო-სალარო აპარატი უნდა იყოს ქართულენოვანი. 2. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის საკითხის განხილვისას საგადასახადო დეპარტამენტი ითვალისწინებს: ა) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის ადაპტაციის შესაძლებლობას ფულადი ამონაგებისა და გადასახადების გამოანგარიშების ცვლად მოთხოვნებთან; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საკონტროლო-სალარო აპარატების კონკრეტული ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დონეს.     მუხლი 3🔗. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატების შეტანის წესი 1. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატების კონკრეტული მოდელის შეტანის საფუძველს წარმოადგენს საქსტანდარტის მიერ გაცემული წერილობითი დასკვნა წარმოდგენილი მოდელის მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის გამოყენების დაშვების თაობაზე. 2. საგადასახდო დეპარტამენტი საქსტანდარტთან შეთანხმებით უფლებამოსილია ამოიღოს რეესტრიდან ან შეცვალოს მასში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და საბაზრო კონიუნქტურის შეცვლის შემთხვევაში. 3. სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის და მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო რეესტრიდან შეიძლება ამოღებულ იქნეს საკონტროლო-სალარო აპარატის ის მოდელი, რომლიდანაც მასობრივად ადგილი აქვს (ჰქონდა) აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ფულადი ამონაგების მონაცემების შეცვლის ფაქტებს, ხოლო საგადასახადო ორგანოებს არ გააჩნიათ ასეთი აპარატის მიმართ სათანადო კონტროლის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა და/ან მათზე სრულყოფილი კონტროლის განხორციელება დაკავშირებულია დიდ ორგანიზაციულ ძალისხმევასთან. 4. სახელმწიფო რეესტრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის ამოღების შემთხვევაში დგინდება ამ მოდელის აპარატის გამოყენების ზღვრული ვადა, რომლის შემდეგაც იგი უნდა შეიცვალოს სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატის სხვა მოდელით. 5. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის ინიციატორებად შეიძლება გამოვიდნენ: ა) საკონტროლო-სალარო აპარატების სამამულო და საზღვარგარეთელი მწარმოებლები; ბ) პირები, რომლებიც ეწევიან ან აპირებენ საკონტროლო-სალარო აპარატების იმპორტს საქართველოში და ამ მიზნით საკონტროლო-სალარო აპარატის მწარმოებელთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლის ვალდებულებას გადახდის შემთხვევაში მიაწოდოს მეორე მხარეს როგორც აპარატი, ასევე მისი მაკომპლექტებელი ნაწილები. 6. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანისათვის განმცხადებელმა წერილობით უნდა მიმართოს საგადასახადო დეპარტამენტს, რომელშიც საჭიროა მითითებულ იქნეს შემდგომი მონაცემები: ა) მომწოდებლის დასახელება, მისამართი და ტელეფონი; ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის დასახელება; გ) საკონტროლო-სალარო აპარატის მწარმოებელი ქარხნის დასახელება, მისამართი და ტელეფონი. 7. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი და მისი სარეკლამო პროსპექტი; ბ) ფორმირებადი ჩეკების ნიმუშები; გ) ტექნიკური პასპორტი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც შეიცავს საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების აღწერასა და საგარანტიო ვალდებულებებს; დ) საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (მომხმარებლის სახელმძღვანელო); ე) დოკუმენტაცია (ხელშეკრულება), რომელიც ადასტურებს საკონტროლო-სალარო აპარატის მოცემული მოდელის, აგრეთვე მისი მაკომპლექტებელი ნაწილების წარმოების ან მიწოდების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (კონტრაქტი და წარმოების ტექნიკური მონაცემები); ვ) საქატანდარტის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი საკონტროლო-სალარო აპარატის ამ კონკრეტული მოდელის გამოყენებისათვის დაშვების თაობაზე. 8. ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო არაქართული დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულად გადათარგმნილი და დამოწმებული სათანადო წესით. 9. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის საკითხის განხილვა ხორციელდება შემდეგი წესით: ა) განცხადებები საგადასახადო დეპარტამენტის მიერ განიხილება მათი შემოსვლის რიგითობის მიხედვით, მაგრამ არა უგვიანეს კვარტალში ერთხელ; ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელები, რომლებიც ადრე იყო განხილული და არ იქნა შეტანილი სახელმწიფო რეესტრში, თავიდან აღარ განიხილება, თუ მათში არ აღმოიფხვრება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გამოვლენილ იქნა წინა განხილვის დროს; გ) საგადასახადო დეპარტამენტი წარდგენილი მასალების განხილვის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე, რომელიც განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში; დ) იმ შემთხვევაში, თუ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია ან არასრულყოფილია, მაშინ საგადასახადო დეპარტამენტი განცხადების მიღების დღიდან 10 დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, რომ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენამდე ან ხარვეზის გამოსწორებამდე საკონტროლო-სალარო აპარატის კონკრეტული მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის საკითხი საგადასახადო დეპარტამენტის მიერ არ განიხილება; ე) საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. 10. სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატების ეტალონური ნიმუშები, საინფორმაციო ბარათები და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება საგადასახადო დეპარტამენტში. დანართი №1 საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი № საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების დასახელება გამოყენების სფეროები ფუნქციონალური შესაძლებლობანი განმცხადებელი ქარხანა დამამზადებელი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 2 3 4 5 6 7 8 დანართი №2 სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატის საინფორმაციო ბარათი № საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი რეესტრში შეტანის თარიღი ვის მიერ იქნა განაცხადი შემოტანილი ქარხანა მწარმოებელი ხელშეკრულება № ფუნქციონი-რების სფერო შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრაციაში ტარდება საკონტროლო-სალარო აპარატის მხოლოდ ის მოდელი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში. 2. პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის გამოყენებით, უნდა მოახდინოს ამ საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის რეგისტრაცია შესაბამის საგადასახადო ორგანოში ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით.     მუხლი 2🔗. საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი 1. პირი, რომელიც ახდენს მის მფლობელობაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციას, ამ აპარატის ექსპლუატაციის ადგილის მიხედვით არსებულ საგადასახადო ინსპექციაში წარადგენს განცხადებას (დანართი №1), რომელშიც მითითებული უნდა იყოს გადამხდელის სრული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი, ადგილი, სადაც იდგმება რეგისტრაციაში გასატარებელი აპარატი), გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, რეგისტრაციაში გასატარებელი საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელი, საქარხნო ნომერი და გამოშვების წელი. 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) რეგისტრაციაში გასატარებელი საკონტროლო-სალარო აპარატის პასპორტი ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტი; ბ) იმ დოკუმენტების ასლები (საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, იჯარის ხელშეკრულება და ა. შ.), რომლითაც დასტურდება რეგისტრაციაში გასატარებელ საკონტროლო-სალარო აპარატზე განმცხადებლის მფლობელობის ფაქტი. 3. განცხადების და თანდართული დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, სამი სამუშაო დღის განმავლობაში პირმა საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციას, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ის საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში.     მუხლი 3🔗. საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია 1. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებენ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის (ვინც პასუხისმგებელია საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის პროცესზე) მიერ ხდება მისთვის წარდგენილი საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების იდენტიფიცირება განცხადებაში მითითებულ მონაცემებთან. ამის შემდგომ, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ხდება იმის დადგენა, შეუძლია თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ აპარატს ჩეკზე ყველა სიტყვიერი ჩანაწერის ფორმირება და იგი ხდება თუ არა მხოლოდ ქართულ ენაზე, რის შემდეგაც აპარატი დაუყოვნებლივ უბრუნდება მფლობელს. მონაცემების დამთხვევის, დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენისა და აპარატის ჩეკებზე ქართულენოვანი ჩანაწერის ფორმირების შესაძლებლობებში დარწმუნების შემდგომ ხდება ამ კონკრეტული აპარატის რეგისტრაცია. 2. რეგისტრაცია ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატების მონაცემების შეტანის გზით სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელიც ზონარგაყრილი და დალუქულია სათანადო წესით (დანართი №2). 3. საგადასახადო ორგანო საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის შემდეგ მეურნე სუბიექტზე გასცემს სარეგისტრაციო ბარათს თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №3). 4. საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც აღარ გამოიყენება ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ მეურნე სუბიექტი განცხადებით აცნობებს საგადასახადო ორგანოს, ხოლო ეს უკანასკნელი ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატის აღრიცხვიდან მოხსნას, რაზედაც კეთდება აღნიშვნა სარეგისტრაციო ჟურნალში. 5. საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი ინახება მეურნე სუბიექტთან მისი ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში და უბრუნდება საგადასახადო ორგანოს აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის დროს. აღრიცხვიდან მოხსნილი საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი ინახება საგადასახადო ორგანოში. დანართი №1 საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (საგადასახადო ინსპექციის დასახელება) ------------------------------------------------------------------------- (ორგანიზაციის დასახელება) განცხადება გთხოვთ საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციას --------------------- ცალის ოდენობით. საკონტროლო-სალარო აპარატების აღრიცხვაზე აყვანისათვის გიდგენთ შემდეგ მონაცემებს: 1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (გადამხდელის სრული დასახელება მისი საკუთრების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და მისამართის ჩვენებით. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- საიდენტიფიკაციო №, ტელეფონი, ფაქსი) 2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (საწარმოს (მეწარმე ფიზიკური პირი) 3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელები, საქარხნო ნომერი, გამოშვების წესი) ​  4. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აპარატების დადგმის ადგილების, სათავო ფილიალების, სექციებისა და სხვა მისამართების ჩვენებით) 5. დანართები: – საკონტროლო-სალარო აპარატების პასპორტები; – ტექ.მომსახურების ცენტრთან დადებული ხელშეკრულების ასლი; – გადამხდელის მიერ აპარატზე საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებული  დოკუმენტის ასლი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, იჯარის ხელშეკრულება და ა.შ.) ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ---------------------------------------------------------------  (ხელმოწერა) დანართი №2 საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო- სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის ჟურნალი № საწარმოს დასახელება, მისამართი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო № სსა მოდელი, საქარხნო ნომერი, გამოშვების წელი, მწარმოებელი ქვეყანა, დამამზადებელი ფორმა, პასპორტის № დადგმის ადგილი აღნიშვნა სახ. რეესტრში შეტანის შესახებ (№, პაროლი, კოდი) აღნიშვნა სარეგისტრაციო ბარათის გაცემის შესახებ ბრძანების № თარიღი ხელმოწერა მიღების შესახებ 1 2 3 4 5 6 7 8 ​  დანართი №3 საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის საკონტროლო-სალარო აპატარის სარეგისტრაციო ბარათი №------------------------------ საკონტროლო-სალარო აპარატი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (მოდელის დასახელება) ​  საქარხნო ნომერი ------------------------------------- კუთვნილება ---------------------------------------------------------------------------------                                                                                                                      (საწარმოს (მეწარმე ფიზიკური პირი)) ​  რეგისტრირებულია -------------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო ინსპექციაში                                                          (ინსპექციის სრული დასახელება) რეგისტრაციის ჟურნალში საკონტროლო-სალარო № ---------------------------------------------------------------------------- დადგმულია მისამართზე --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო ინსპექციის უფროსი: ---------------------------------------------- /ხელმოწერა, თარიღი, ბეჭედი/ ​--------------------------------------------------------------------​---------------------------------------------------------​------------------------------------------------------------ აღნიშვნა აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ საკონტროლო-სალარო აპარატი მოხსნილია აღრიცხვიდან -------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თარიღი, საგადასახადო ინსპექციის უფროსის ხელმოწერა, ბეჭედი)