სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.09.2004
ძალის დაკარგვა 26.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/102
სარეგისტრაციო კოდი 040230000.11.104.006692
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 21/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,162 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2004 მიღება
26.09.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 53.0pt .5in 56.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.11.104.006.692 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/102 2004 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის 13.08.2004 წლის დადგენილება №371-რს), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15.09.04წ. №01/23/07-6489 წერილის შესაბამისად და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება. 2. განხორციელდეს აღნიშნული დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დაევალოს პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტს დებულების რეგისტრაციის შემდეგ მისი გამოქვეყნება საქართველოს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში – “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, გაზეთ “მესაკუთრეში” და სამინისტროს საიტზე ინტერნეტში. 4. “სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება” ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/153 ბრძანება “სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”. 6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. თურნავას. კ. ბენდუქიძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება შემუშავებულია “საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს. 2. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. 3. პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობებს. 4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 5. პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებოდ განკუთვნილი სახელმწიფო ქონების მიმართ მოთხოვნები ითვალისწინებს: ა) სახელმწიფო ქონების გასაყიდ ფასს, თანხის გადახდის გრაფიკს; ბ) გასაყიდი ქონების თავისებურებიდან გამომდინარე სხვა პირობებს.     მუხლი 2🔗. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება 1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შესყიდვის მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში _ “სამინისტრო”) და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს; გ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იხილავს შემოსულ განცხადებას ერთი თვის ვადაში, რის შემდეგაც სათანადო წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი მიყიდვის წესით გასაყიდი ქონების პირობებს. 3. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, “სამინისტრო” “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას.     მუხლი 3🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი 20 კალენდარული დღის განმავლობაში გამოსცემს შესაბამის ბრძანებას შემდგომში განსახორციელებელი ქმედებების შესახებ. 2. “სამინისტრო” “მყიდველთან” აფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 3. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პირივატიზებისას “მყიდველი” თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში. 4. “სამინისტროსა” და “მყიდველს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. 5. ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ; ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები; გ) შეძენილი ქონების დასახელება; დ) შეძენილი ქონების შემადგენლობა; ე) შეძენის ფასი და გადახდის გრაფიკი: ვ) შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ასეთები დადგენილია პირდაპირი მიყიდვის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით; ზ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით; ი) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. 6. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება “მყიდველს” გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან.     მუხლი 4🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა 1. “მყიდველი” ვალდებულია პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეძენილი ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მის შესრულებაზე წარუდგინოს “სამინისტროს” ინფორმაცია. ინფორმაციის წარდგენის ვადები, ასევე მითითებას იმის თაობაზე, თუ რომელი პირობის შესრულების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი ინფორმაცია განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, რაც ასახულ უნდა იქნეს ხელშეკრულებაში. 2. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით “მყიდველს” “სამინისტროსთან” შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაყიდოს, გაცვალოს, გააქირაოს, იჯარით გასცეს, გირაოში ჩადოს გადაცემული ქონება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება “სამინისტროს” მიერ დადასტურების მომენტიდან; საკუთრების დადასტურების შემდგომ მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გაყიდვის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია სამინისტროსთან შეთანხმებით ქონება გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებით. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი განაცხადოს უარი პრივატიზებული ქონების გასხვისებაზე, თუ გასხვისება ხდება იმავე პირობით, რაც გათვალისწინებულია პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებაში. 3. “ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში “მყიდველი” იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი გადაუხდელი თანხის და/ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით, თუ ასეთს ითვალისწინებს ხელშეკრულება, ან სხვა სახის პასუხისმგებლობით, რომელიც შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულებით. 4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად “სამინისტროს” მიერ.     მუხლი 5🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.