⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.05.2009)
გაუქმებულია:

„ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების შედგენისა და წარდგენის წესის” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.01.2005
ძალის დაკარგვა 27.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010220020.12.005.007013
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 17/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,252 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2005 მიღება
27.05.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების შედგენისა და წარდგენის წესის” დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; line-height:120%; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:94.5pt; text-align:justify; text-indent:-9.0pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.75in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 52.05pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.12.005.007.013 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №54 2005 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი „ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების შედგენისა და წარდგენის წესის” დამტკიცების შესახებ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად, ანგარიშვალდებული საწარმო(ები)ს მიერ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგებების (ანგარიშის) ფორმის, შინაარსისა და პერიოდულობის განსაზღვრის მიზნით, კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული “ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების შედგენისა და წარდგენის წესი”, დანართითურთ. 2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარე                   მ. ჯიბუტი ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების შედგენისა და წარდგენის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად, ანგარიშვალდებული საწარმო(ები)ს მიერ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის (შემდგომში – კომისია) წარსადგენი ფინანსური ანგარიშგებების (ანგარიშის) ფორმის, შინაარსისა და პერიოდულობის განსაზღვრის მიზნით.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. დამატებით, ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) სამეურნეო წელი – დროის პერიოდი, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ბ) ბასს – „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები; გ) წლიური ანგარიში – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული “ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ წლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესით (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III, №8, 08.02.2000წ.) განსაზღვრული ანგარიში; დ) ნახევარწლიური ანგარიში – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული “ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ ნახევარწლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესით (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III, №8, 08.02.2000 წ.) განსაზღვრული ანგარიში; ე) ბასს-1 – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 1: “ფინანსური ანგარიშგების წარდგენა”; ვ) ბასს-30 – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 30: “ბანკებისა და ანალოგიური საფინანსო დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნები”; ზ) ბასს-34 – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 34: “შუალედური ფინანსური ანგარიშგება”; თ) წლიური ფინანსური ანგარიშგება – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული “ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ წლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესით (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III, №8, 08.02.2000 წ.) განსაზღვრული ანგარიშის მე-10 მუხლის შესაბამისად წარსადგენი ფინანსური ანგარიშგება; ი) ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული “ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ ნახევარწლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესის (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III, №8, 08.02.2000 წ.) მე-2 მუხლის შესაბამისად წარსადგენი ფინანსური ანგარიშგება; კ) აუდიტორი – აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილი წესით ლიცენზირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; ლ) ბანკები – ყველა საფინანსო დაწესებულება ბასს-30-ის, – “ბანკებისა და ანალოგიური საფინანსო დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგებების ახსნა-განმარტებითი შენიშვნები”, – შესაბამისად. მ) საწარმოს ხელმძღვანელი – სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს მიერ რეგისტრირებული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე საწარმოს დირექტორ(ებ)ი.     მუხლი 3🔗. წლიური და ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგებების შემადგენლობა წლიური და ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგებები მოიცავს: ა) ბალანსს; ბ) მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას (საწარმოს ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ ხარჯების კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს ეკონომიკური შინაარსის ან ფუნქციების მიხედვით); გ) ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას (პირდაპირი ან არაპირდაპირი მეთოდით); დ) საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას; ე) სააღრიცხვო პოლიტიკასა და ახსნა-განმარტებით შენიშვნებს კომისიის მიერ შემუშავებული ფორმების მიხედვით (ფინანსურ ანგარიშგებას თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოდგენილ მონაცემებთან დაკავშირებით ისე, როგორც განსაზღვრულია ბასს-ის მიხედვით); ვ) ახსნა-განმარტებას საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესახებ.     მუხლი 4🔗. წლიური ფინანსური ანგარიშგება 1. ანგარიშვალდებული საწარმოები სამეურნეო წლის დამთავრებიდან 90 დღის ვადაში წლიურ ანგარიშთან ერთად კომისიას წარუდგენენ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას. 2. ანგარიშვალდებული საწარმოები (გარდა ბანკებისა) კომისიას წარუდგენენ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ამ წესის დანართში მოცემული ფორმების შესაბამისად. 3. საწარმო არ არის შეზღუდული, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომისიას წარუდგინოს ამ წესის დანართში მოცემული მოთხოვნებით განსაზღვრულზე ვრცელი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია შედგენილ უნდა იქნეს ბასს-ის შესაბამისად და კომისიას უნდა წარედგინოს ამ წესის დანართთან ერთად. 4. წლიური ფინანსური ანგარიშგების ყველა ფორმა (დადასტურებული და აკინძული აუდიტორულ დასკვნასთან ერთად) ხელმოწერილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. 5. ბანკები, როგორც ანგარიშვალდებული საწარმოები, ფინანსურ ანგარიშგებას წარმოადგენენ ბასს-1-ისა და ბასს-30-ის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტი 1. ამ წესით მოთხოვნილი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. აუდიტორული დასკვნა კომისიისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე მომზადებული აუდიტორული დასკვნის დედანს საჭიროა თან დაერთოს აუთენტიკური (სარწმუნო, დედნის შესაბამისი) თარგმანი ქართულ ენაზე და ამ თარგმანის სიზუსტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ წლიური ფინანსური ანგარიშგების კომისიისათვის წარდგენის შემდეგ რაიმე მიზეზით შეიცვალა აუდიტორული დასკვნა კომისიისათვის უკვე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით, საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია აუდიტორული დასკვნის ცვლილებისთანავე კომისიას წარუდგინოს შესწორებული წლიური ფინანსური ანგარიშგება, ამ წესით დადგენილი ფორმით და სრული მოცულობით.     მუხლი 6🔗. ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება 1. ანგარიშვალდებული საწარმოები სამეურნეო წლის პირველი 6-თვიანი პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის ვადაში კომისიას ნახევარწლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენენ ბასს-34-ით მომზადებულ ნახევარწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, ამ წესის დანართში მოცემული ფორმების შესაბამისად. 2. საწარმო არ არის შეზღუდული, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომისიას წარუდგინოს ამ წესის დანართში მოცემული მოთხოვნებით განსაზღვრულზე ვრცელი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია შედგენილ უნდა იქნეს ბასს-ის შესაბამისად და კომისიას უნდა წარედგინოს ამ წესის დანართთან ერთად. 3. ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგების ყველა ფორმა ხელმოწერილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. 4. ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება აუდიტს არ საჭიროებს. დანართი