საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №39 „საბროკერო კომპანიისა და ბროკერის ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გამოთხოვის (გაუქმების) წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2004
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010220020.17(0).14.006362
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 19/02/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №39 „საბროკერო კომპანიისა და ბროკერის ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გამოთხოვის (გაუქმების) წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 28.4pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.17.014.006.362
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №39
2004 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საბროკერო კომპანიისა და ბროკერის ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გამოთხოვის (გაუქმების) წესის დამტკიცების შესახებ
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ა), დ), ე), და მ) ქვეპუნქტებით კომისიისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს „საბროკერო კომპანიისა და ბროკერის ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გამოთხოვის (გაუქმების) წესი”.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი
საბროკერო კომპანიისა და ბროკერის ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების და გამოთხოვის (გაუქმების)
წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი”) 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „დ”, „ე”, და “მ” ქვეპუნქტებით კომისიისათვის განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების შესაბამისად, 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომისია”) მიერ გაცემულ საბროკერო კომპანიისა და ბროკერის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გამოთხოვის (გაუქმების) ფორმასა და პროცედურას.
2. ამ წესის მიზანია საბროკერო კომპანიებისა და ბროკერების მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ცვლილებები საბროკერო კომპანიისა და ბროკერის ლიცენზიებში
1. ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს შეუძლიათ ნებისმიერ დროს განცხადებით მიმართონ კომისიას ამ წესის დანართი 1 და დანართი 2-ით განსაზღვრული წერილობითი ფორმით, რათა კომისიამ ცვლილებები შეიტანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობების სახეების ოდენობის გაზრდისა თუ შემცირების მიზნით.
2. ასეთი განცხადების მიღებისას კომისიამ უნდა განიხილოს იგი და თუ საჭიროდ მიიჩნევს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დაზუსტება და შეატყობინოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში.
3. კომისია უფლებამოსილია კაპიტალთან ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შეუსაბამობიდან გამომდინარე, ცვლილებები შეიტანოს საბროკერო კომპანიის ლიცენზიაში, საბროკერო კომპანიის გარკვეულ საქმიანობათა განხორციელების უფლების შეზღუდვის მიზნით.
4. კომისიას შეუძლია კლიენტის საჩივრების საფუძველზე, ან თუ ბროკერი ვერ ჩააბარებს შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდას, შეიტანოს ცვლილებები ბროკერის ლიცენზიაში, ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლების მიხედვით და შეუზღუდოს ბროკერს გარკვეული საქმიანობების განხორციელების უფლება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბროკერო კომპანიის ან ბროკერის ლიცენზიაში გარკვეული საქმიანობების განხორციელების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიამ საბროკერო კომპანიას ან ბროკერს უნდა მისცეს სათანადო წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენის შესაძლებლობა.
6. საბროკერო კომპანიის ან ბროკერის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე, კომისია 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რასაც 3 დღის განმავლობაში აცნობებს ბროკერს ან/და საბროკერო კომპანიას, ასევე იმ თვითრეგულირებად ორგანიზაციას, რომლის წევრიცაა ეს საბროკერო კომპანია.
7. კომისიის მიერ, კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა, რომელშიც გარკვევით უნდა მიეთითოს საქმიანობები, რომლებისთვისაც ლიცენზია მიეცა საბროკერო კომპანიასა თუ ბროკერს.
8. საბროკერო კომპანია და ბროკერი, კომისიის მიერ ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ვალდებულია დაუბრუნოს კომისიას ძველი სალიცენზიო მოწმობა.
9. მემკვიდრეობითობის ნიშნის შენარჩუნებისათვის, ახალი სალიცენზიო მოწმობა არის იგივე ნომრის, რაც ძველი სალიცენზიო მოწმობა.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბროკერო კომპანია და ბროკერი, ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის დროს სალიცენზიო მოსაკრებელს იხდის სრულად „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით.
მუხლი 3🔗. ბროკერის კვალიფიკაციის გადასინჯვა
1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბროკერის კვალიფიკაციის გადასინჯვის შესახებ კლიენტის მიერ დასაბუთებული საჩივრის, საფონდო ბირჟის ან/და სხვა თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ანგარიშების, მოკვლევების, სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებითაც შეიძლება დადასტურდეს ბროკერის კვალიფიკაციის არაადექვეტურობა.
2. ბროკერის კვალიფიკაციის გადასინჯვის შესახებ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ბროკერს დროებით, მაგრამ არაუმეტეს 1 თვის ვადისა, უნდა შეუჩერდეს ლიცენზიის მოქმედება.
3. ბროკერის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს:
ა) იმ საბროკერო კომპანიას, რომელშიც ეს ბროკერია დასაქმებული;
ბ) იმ თვითრეგულირებად ორგანიზაციას, რომლის წევრსაც წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მითითებული საბროკერო კომპანია.
4. ბროკერის ლიცენზიის მოქმედების შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 კვირის განმავლობაში კომისია აწყობს გამოცდას ბროკერის ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით, კომისიის 2002 წლის 19 სექტემბრის №22 დადგენილებით დამტკიცებული “ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ” წესით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
5. საგამოცდო კომისიის დასკვნას კომისია განიხილავს უახლოეს სხდომაზე, მაგრამ არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების თარიღიდან 1 კვირის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული დასკვნის საფუძველზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბროკერის ცოდნა შეესაბამება ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის განახლების თაობაზე.
7. ბროკერის კვალიფიკაციის გადასინჯვის შედეგად კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამციროს ბროკერის ლიცენზირებულ საქმიანობათა რაოდენობა;
ბ) გამოითხოვოს (გააუქმოს) ბროკერის ლიცენზია კანონისა და ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, თუ დადასტურდება, რომ ბროკერი ვეღარ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 4🔗. ბროკერისათვის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გამოთხოვა (გაუქმება)
1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ბროკერის ლიცენზია, თუ ის აღარ მუშაობს საბროკერო კომპანიაში 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. თუ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ბროკერი არ დაიწყებს მუშაობას საბროკერო კომპანიაში, კომისია უფლებამოსილია:
ა) გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადა;
ბ) გამოითხოვოს (გააუქმოს) ლიცენზია.
2. ბროკერი, ასევე ის საბროკერო კომპანია, რომელშიც ბროკერი იწყებს (წყვეტს) მუშაობას, ვალდებულია კომისიას შეატყობინოს საბროკერო კომპანიაში მუშაობის დაწყების (შეწყვეტის) თარიღი.
3. თუ ბროკერი ვერ (არ) დაიწყებს მუშაობას ლიცენზიის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, ან შეწყვეტს მუშაობას 6 თვეზე მეტი პერიოდით, იგი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს კომისიას.
4. თუ ბროკერი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ დაიწყებს მუშაობას, მან ამის შესახებ წერილობით კვლავ უნდა აცნობოს კომისიას, რის შემდეგაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს ბროკერის ლიცენზიის შეჩერების ვადა თუ გამოითხოვოს (გააუქმოს) ლიცენზია.
5. თუ ბროკერი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების პერიოდში გადაწყვეტს მუშაობის დაწყებას საბროკერო კომპანიაში, მუშაობის დაწყების თარიღისა და საბროკერო კომპანიის დასახელების მითითებით წერილობით მიმართავს კომისიას ლიცენზიის შეჩერების გაუქმების თხოვნით. განცხადების კომისიაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში კომისია განიხილავს ბროკერის თხოვნას ლიცენზიის მოქმედების განახლების თაობაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 3 დღის ვადაში აცნობებს მას.
6. თუ ლიცენზიის ზედიზედ (უწყვეტად) შეჩერების ვადა აღემატება მთლიანობაში 12 თვეს პირველი შეჩერებიდან და ამის შემდეგ ბროკერი მუშაობის დაწყების შესახებ შეტყობინებას წარმოადგენს კომისიაში, კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, თავისი შეხედულებისამებრ, გადაამოწმოს ბროკერის კვალიფიკაცია ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად და თუ მისი კვალიფიკაცია აღარ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუმციროს საქმიანობათა რაოდენობა ან გამოითხოვოს (გააუქმოს) ლიცენზია.
7. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ბროკერის ლიცენზია 3 თვემდე ვადით, თუ მას პასუხისმგებლობა დაეკისრა კანონის მე-2 მუხლის 31-ე პუნქტით განსაზღვრული უხეში დარღვევისათვის. სხვა დარღვევების შემთხვევაში კომისიას შეუძლია ნება დართოს ბროკერს, გამოასწოროს დარღვევით გამოწვეული ზიანი იმ გზით, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, კანონისა და კომისიის წესებთან შესაბამისობაში მოყვანის ან უბრალოდ ამ დარღვევათა შეწყვეტის ჩათვლით.
8. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბროკერის ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიის მფლობელი:
ა) წერილობით მოითხოვს მისი ლიცენზიის შეჩერებას ან გაუქმებას (ამ წესის დანართი 4-ის შესაბამისად);
ბ) ვერ შეძლებს ლიცენზირებული საქმიანობის დაწყებას 12 თვის განმავლობაში ან შეაჩერებს საქმიანობას 12 თვეზე მეტი ვადით;
გ) მიიღებს ლიცენზიას ყალბი ინფორმაციის წარდგენით ან სხვა უკანონო საშუალებებით;
დ) აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
ე) არღვევს კანონს ან კომისიის წესებს.
9. ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის (გაუქმების) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კომისიამ ბროკერს უნდა მისცეს სათანადო წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენის შესაძლებლობა.
10. ბროკერის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე, კომისია 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის (გაუქმების) შესახებ, რასაც 3 დღის განმავლობაში აცნობებს ბროკერს, ასევე იმ საბროკერო კომპანიას, რომელშიც ეს ბროკერი მუშაობს, და იმ თვითრეგულირებად ორგანიზაციას, რომლის წევრიცაა ეს საბროკერო კომპანია.
11. ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დააკმაყოფილოს ბროკერის წერილობითი თხოვნა, განაცხადის წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
12. ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის (გაუქმების) შედეგად ბროკერი კარგავს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უფლებას, იმ შემთხვევებშიც კი, თუ საფუძველი სადავოა, სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ბროკერის ლიცენზიის შეჩერება ან გამოთხოვა გამოიწვევს იმ საბროკერო კომპანიის ლიცენზიის შეჩერებას ან გამოთხოვას, რომელშიც ბროკერი მუშაობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბროკერო კომპანია აღარ აკმაყოფილებს მიღებული ლიცენზიის მოთხოვნებს.
13. ლიცენზიის გამოთხოვის (გაუქმების) შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ბროკერი ვალდებულია დაუბრუნოს კომისიას ბროკერის სალიცენზიო მოწმობა.
მუხლი 5🔗. საბროკერო კომპანიისათვის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გამოთხოვა (გაუქმება)
1. კომისიას შეუძლია შეაჩეროს საბროკერო კომპანიის ლიცენზია 3 თვემდე ვადით, თუ მის ბროკერს ან სხვა თანამშრომელს პასუხისმგებლობა დაეკისრა კანონის მე-2 მუხლის 31-ე პუნქტით განსაზღვრული უხეში დარღვევისათვის. სხვა დარღვევების შემთხვევაში კომისიას შეუძლია ნება დართოს საბროკერო კომპანიას, გამოასწოროს დარღვევით გამოწვეული ზიანი იმ საშუალებებით, რომელთაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს, კანონისა და კომისიის წესებთან შესაბამისობაში მოყვანის ან უბრალოდ ამ დარღვევათა შეწყვეტის ჩათვლით.
2. საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე ლიცენზიის შეჩერების პერიოდში კომისია იღებს გადაწყვეტილებას გააუქმოს თუ განაახლოს ლიცენზია. საბროკერო კომპანიის მიერ პერიოდული ანგარიშების წარმოდგენა შეჩერებულია ლიცენზიის შეჩერების პერიოდში.
3. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს (გამოითხოვოს) საბროკერო კომპანიის ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიის მფლობელი:
ა) წერილობით მოითხოვს მისი ლიცენზიის შეჩერებას ან გაუქმებას (ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად);
ბ) ვერ შეძლებს ლიცენზირებული საქმიანობის დაწყებას 12 თვის განმავლობაში ან შეაჩერებს საქმიანობას 12 თვეზე მეტი ვადით;
გ) მიიღებს ლიცენზიას ყალბი ინფორმაციის წარდგენით ან სხვა უკანონო საშუალებებით;
დ) აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
ე) არის საბროკერო კომპანია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკუთარ კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ან არ შეუძლია კრედიტორებისადმი საკუთარ ვალდებულებათა შესრულება, განსაკუთრებით, მინდობილი ქონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
ვ) თუ ლიცენზია შეჩერებულია და საბროკერო კომპანია ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შეჩერების მოსახსნელად საჭირო პირობებს 3 თვის განმავლობაში;
ზ) არღვევს კანონს ან კომისიის წესებს.
4. ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის (გაუქმების) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კომისიამ საბროკერო კომპანიას უნდა მისცეს სათანადო წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენის შესაძლებლობა.
5. საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე, კომისია 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის (გაუქმების) შესახებ, რასაც 3 დღის განმავლობაში აცნობებს საბროკერო კომპანიას, ასევე იმ თვითრეგულირებად ორგანიზაციას, რომლის წევრიცაა ეს საბროკერო კომპანია.
6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დააკმაყოფილოს საბროკერო კომპანიის წერილობითი თხოვნა, განაცხადის წარდგენიდან 7 დღის განმავლობაში.
7. საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის შეჩერების პერიოდში სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი დანიშნოს ადმინისტრატორად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საწარმოს საქმიანობას. ადმინისტრატორის დანიშვნის შემდეგ საწარმოს მენეჯერები და ბროკერები საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებენ ადმინისტრატორთან შეთანხმებით.
8. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გამოთხოვა ძალაში შედის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, იმ შემთხვევაშიც, თუ საფუძველი სადავოა, სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
9. ლიცენზიის გამოთხოვის (გაუქმების) შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში საბროკერო კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს კომისიას საბროკერო კომპანიის სალიცენზიო მოწმობა.
10. ლიცენზიის გამოთხოვის შემთხვევაში საბროკერო კომპანია ლიკვიდირებული იქნება ან მოხდება მისი რეორგანიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. საბროკერო კომპანიის და ბროკერის ლიცენზიის მოქმედების განახლება
1. კომისია უფლებამოსილია განაახლოს საბროკერო კომპანიის ან ბროკერის ლიცენზიის მოქმედება, თუ საბროკერო კომპანია ან ბროკერი აღმოფხვრის ლიცენზიის შეჩერების მიზეზებს და წერილობით მოითხოვს ლიცენზიის მოქმედების განახლებას ლიცენზიის შეჩერების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.
2. განცხადებას ლიცენზიის მოქმედების განახლების თაობაზე თან უნდა ერთვოდეს ლიცენზიის შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო საბროკერო კომპანიამ ამასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი თარიღისათვის “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების შესახებ” კომისიის წესის მოთხოვნების მიხედვით შედგენილი აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებები.
3. კომისია განცხადების წარდგენიდან 1 კვირის ვადაში განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტებს და უახლოეს სხდომაზე, მაგრამ ლიცენზიის შეჩერების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების განახლების მიზანშეწონილობის თაობაზე.
4. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია ან არასრულად ასახავს ლიცენზიის შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის ფაქტებს, კომისიას შეუძლია საბროკერო კომპანიას ან ბროკერს კიდევ ერთხელ, გონივრული ვადით გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, რათა სრულად იქნეს აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების მიზეზები, რის შემდეგაც კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცედურისა და ვადების შესაბამისად.
5. თუ საბროკერო კომპანიის ან ბროკერის ლიცენზიის შეჩერების/განახლების თაობაზე კომისია გადაწყვეტილებებს არ მიიღებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში, მაშინ ლიცენზია განახლებულად ჩაითვლება.
6. იმ შემთხვევაში, თუ საბროკერო კომპანია ან ბროკერი ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს (გააუქმოს) ლიცენზია ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად.
დანართი 1
(იბეჭდება განმცხადებლის საფირმო ბლანკზე)
საქართველოს ფასიანი ქაღალდების
ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს
--------------------------------------------
განცხადება
საბროკერო კომპანიის ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის
(საქმიანობათა რაოდენობის გაზრდა/შემცირება) თაობაზე
საბროკერო კომპანიის დასახელება და იურიდიული მისამართი:
__________________________________________________________
საბროკერო კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (შპს, სს):
__________________________________________________________
საბროკერო კომპანიის ლიცენზიის № და გაცემის თარიღი: ________________
ნებადართული საქმიანობები, რომელთაც კომპანია ახორციელებს
ა) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ბ) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
გ) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
დ) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ე) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ვ) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ზ) ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
თ) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ი) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ნებადართული საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც სურს კომპანიას ლიცენზიაში
ცვლილების შეტანის შემდგომ
ა) ------------------------------------------------------------------------------------------------- ;
ბ) ------------------------------------------------------------------------------------------------- ;
გ)------------------------------------------------------------------------------------------------ ;
დ)------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ე)------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ვ) ------------------------------------------------------------------------------------------------ ;
ზ)------------------------------------------------------------------------------------------------ ;
თ) ------------------------------------------------------------------------------------------------- ;
ი) ------------------------------------------------------------------------------------------------- ;
6. საბროკერო კომპანიის საწყისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა (ციფრებით და სიტყვებით):
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
7. სალიცენზიო მოსაკრებელი გადახდილია (ქვითარი თან ერთვის)
საბროკერო კომპანიის დირექტორის
სახელი, გვარი:
ხელმოწერა:
თარიღი:
წესის დანართი 2
საქართველოს ფასიანი ქაღალდების
ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს
--------------------------------------------
განცხადება
ბროკერის ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის
(საქმიანობათა რაოდენობის გაზრდა/შემცირება) თაობაზე
ბროკერის გვარი, სახელი, მისამართი,
_____________________________________________________________________________________
ბროკერის ლიცენზიის № და გაცემის თარიღი: ________________________________________
საბროკერო კომპანიის დასახელება, რომელშიც მუშაობს ------------------------------
________________________________________________________________________________
ნებადართული საქმიანობები რომელთაც ბროკერი ახორციელებს
ა.----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ბ.----------------------------------------------------------------------------------------------- ;
გ. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ნებადართული საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც სურს ბროკერს ლიცენზიაში
ცვლილების შეტანის შემდგომ
ა. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ბ. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
გ. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
6. სალიცენზიო მოსაკრებელი გადახდილია (ქვითარი თან ერთვის)
ბროკერის ხელმოწერა:
თარიღი:
წესის დანართი 3
ბეჭდება განმცხადებლის საფირმო ბლანკზე)
საქართველოს ფასიანი ქაღალდების
ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს
-------------------------------------------
განცხადება
საბროკერო კომპანიის ლიცენზიის შეჩერების/გაუქმების (გამოთხოვის) თაობაზე
საბროკერო კომპანიის დასახელება და იურიდიული მისამართი:
_________________________________________________________
საბროკერო კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (შპს, სს):
_________________________________________________________
საბროკერო კომპანიის ლიცენზიის № და გაცემის თარიღი: _______________
ნებადართული საქმიანობები, რომელთაც კომპანია ახორციელებს
ა.----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ბ/----------------------------------------------------------------------------------------------- ;
გ. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
დ/----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ე. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ვ. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ზ.----------------------------------------------------------------------------------------------- ;
თ.----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ი. ----------------------------------------------------------------------------------------------- ;
საბროკერო კომპანიის მიერ ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნის მიზეზი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(შეჩერების შემთხვევაში მიეთითოს შეჩერების ვადაც)
საბროკერო კომპანიის დირექტორის
სახელი, გვარი:
ხელმოწერა:
თარიღი:
წესის დანართი 4
საქართველოს ფასიანი ქაღალდების
ეროვნულ კომისიის თავმჯდომარეს
-------------------------------------------
განცხადება
ბროკერის ლიცენზიის შეჩერების/გაუქმების (გამოთხოვის) თაობაზე
ბროკერის გვარი, სახელი, მისამართი,
____________________________________________________________
ბროკერის ლიცენზიის № და გაცემის თარიღი: _________________----------------
საბროკერო კომპანიის დასახელება, რომელშიც მუშაობს ბროკერი ----------------------
_______________________________________________________________
ნებადართული საქმიანობები, რომელთაც ბროკერი ახორციელებს
ა.----------------------------------------------------------------------------------------------- ;
ბ.----------------------------------------------------------------------------------------------- ;
გ. ------------------------------------------------------------------------------------------------;
ბროკერის მიერ ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნის მიზეზი
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(შეჩერების შემთხვევაში მიეთითოს შეჩერების ვადაც)
ბროკერის ხელმოწერა:
თარიღი: