საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №62 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2004
ძალის დაკარგვა 08.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 140130000.11.118.006372
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 24/02/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №62 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.006.372
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №62
2004 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 თებერვლის №62 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს” თანდართული დებულება.
გ. ბარამიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს დებულება
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 1🔗. სააგენტოს სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებაა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი” (შემდგომ ტექსტში – სააგენტო).
2. სააგენტო შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 თებერვლის №62 ბრძანებულებით და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
3. სააგენტოს აქვს ანგარიში ბანკში (მათ შორის უცხოურ ვალუტაში), ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სააგენტო შექმნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (შემდგომ ტექსტში – სისტემა) რეფორმის თანმიმდევრული და ევოლუციური სახით წარმართვის, რეფორმის პროცესის ორგანიზაციული და საინფორმაციო-ანალიტიკური (ექსპერტული) უზრუნველყოფისათვის.
2. სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს:
ა) კონცეფციებს და მათი დანერგვის კომპლექსურ პროგრამებს,
ბ) ცალკეული რგოლებისა და ფუნქციების რეფორმირების საცდელ პროექტებს,
გ) რეკომენდაციებს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ.
3. სააგენტო ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის აგრეთვე:
ა) ახორციელებს მონიტორინგს სისტემის რეფორმის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობაზე;
ბ) სწავლობს სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების საქმიანობასა და მუშაობის წესს;
გ) თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას რეფორმის კუთხით დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
4. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და რეგიონალური დანაყოფებიდან;
ბ) სისტემის რეფორმის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო ქმედობის შემთხვევაში რეკომენდაციით მიმართოს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
გ) მოამზადოს სამართლებრივი აქტის პროექტი, აგრეთვე განახორციელოს იმ ნორმატიული აქტის პროექტის ექსპერტიზა, რომელიც უკავშირდება სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხს;
დ) ისარგებლოს სისტემაში არსებული საინფორმაციო რესურსით;
ე) მოიწვიოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი;
ვ) მოიწვიოს ექსპერტი (მათ შორის სახელშეკრულებო საფუძველზე).
მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და მართავს სააგენტოს საქმიანობას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს ქონებასა და ფინანსებს, პერსონალურად პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე;
გ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
დ) ადგენს ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისადმი წარსადგენად;
ე) განსაზღვრავს სააგენტოს მოსამსახურეთა უფლებამოვალეობებს, ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს და სააგენტოს მოსამსახურეთა სახელფასო განაკვეთს;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის კონკურსის წესით);
თ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოს მოსამსახურეთა საქმიანობაზე;
ი) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებას.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
4. სააგენტოს დირექტორის მოადგილე:
ა) უძღვება სააგენტოს საქმიანობას დირექტორის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება სააგენტოს საქმიანობაზე
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სააგენტოს ქონება
სააგენტო, თავისი საქმიანობისა და და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემული ქონებისაგან;
ბ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემული ქონებისაგან;
გ) გრანტების, შემოწირულობებისა და ტექნიკური დახმარების სახით მიღებული ქონებისაგან;
დ) სხვა წყაროებიდან მიღებული ქონებისაგან, რაც არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. სააგენტოს დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. წელიწადში ერთხელ, ან მოთხოვნისთანავე, სააგენტო შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
მუხლი 7🔗. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.