,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №06 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №28
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №06 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნა :
მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №06 დადგენილებაში (სსმ, 02.03.2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. დადგინდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალ- ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 ლარის ოდენობით.
2. მოსაკრებლის ოდენობა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქ. ონში ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარის ოდენობით თვეში;
ბ) მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელთა დაკავებული ფართობი არ აღემატება 20კვ.მ. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 5 ლარით, ხოლო 20 კვ.მ-ს ზემოთ –ყოველ დაკავებულ კვ.მ-ზე 0.1 ლარის ოდენობით;
გ) ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დასაქმებული პერსონალის გათვალისწინებით, ყოველ დასაქმებულ მუშაკზე 0.5 ლარის ოდენობით;
დ) მოსაკრებლის ოდენობა ბაზრობის ტიპის ობიექტებისათვის განისაზღვროს 1 მ3 ნარჩენზე 0.85 ლარის ოდენობით.
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გადახდილი უნდა იქნეს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით.”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე