მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/840
სარეგისტრაციო კოდი 370030000.22.024.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110606027, 09/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.10.2010
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (4)
- სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი
- ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი
- მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/840
2011 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1733 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიცირების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები (შემდგომში – წესი და პირობები) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და არეგულირებს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესსა და პირობებს.
2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მსურველ პირთა მოძიებას და პრივატიზების ინიციირების გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ხელშეწყობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციატორ მესამე პირს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით შეიძლება მიენიჭოს საჯარო რეესტრში მიწის სახელმწიფოს საკუთრებად პირველადი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
4. მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მიეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.
მუხლი 2🔗. პრივატიზების ინიცი ირების წესი
1. მესამე პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების მიზნით უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.
2. მესამე პირი განაცხადის პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოში წარდგენით გამოხატავს ქონების პრივატიზების ინტერესს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს შესაბამის განცხადებას, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის თაობაზე და მესამე პირის მიერ შემოთავაზებული ობიექტის გონივრული ფასი. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში აფასებს მესამე პირის მიერ შემოთავაზებული ობიექტის ფასის გონივრულობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ეცნობება მესამე პირს.
3. შეთავაზებული ფასის არაგონივრულად მიჩნევის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო დადგენილ ვადაში ალტერნატიულ ფასს სთავაზობს მესამე პირს, რომელიც უფლებამოსილია 10 დღის ვადაში, პოტენციურ მყიდველთან, საპრივატიზებო ქონების შესყიდვის ფასისა და პირობების შეთანხმების შემდეგ, თანხმობა განაცხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შეთავაზებულ გონივრულ ფასზე.
4. შემოთავაზებული ფასის გონივრულად მიჩნევის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, დადგენილ ვადაში, დადებით პასუხს აცნობებს მესამე პირს.
მუხლი 3🔗. ინიცი ირების პირობები
აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ინიციირებისას მესამე პირები ვალდებულნი არიან:
ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში დაყონ ოპტიმალური ზომის (არანაკლებ 3-ჰექტარიან) ნაკვეთებად. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე ნაკლებია;
ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური აზომვითი საკადასტრო ნახაზი (ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე;
გ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინონ განცხადება აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ.