სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.06.2011
ძალის დაკარგვა 20.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 460080000.22.055.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110606028, 09/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 42.5pt 44.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება №
72
2011
წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3153, 29.06.2010წ.) მე-2 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს სპორტის სფეროში შემდეგი საპატიო წოდებები (შემდგომში – წოდებები):
ა) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი;
ბ) საქართველოს საპატიო მსაჯი;
გ) საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი;
დ) საქართველოს სპორტის ეროვნული ოსტატი;
ე) საქართველოს სპორტის დიდოსტატი;
ვ) საქართველოს სპორტის რაინდი.
2. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ენიჭება მწვრთნელს:
ა) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, თუ:
ა.ა) მის მიერ აღზრდილმა სპორტსმენმა დაიკავა სულ მცირე მე-6 ადგილი მაინც ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე;
ა.ბ) მის მიერ აღზრდილმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე;
ა.გ) მის მიერ აღზრდილმა ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე;
ა.დ) მის მიერ აღზრდილმა ორმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე;
ა.ე) მის მიერ აღზრდილმა სამმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი ევროპის ჩემპიონატზე;
ა.ვ) მის მიერ აღზრდილი სპორტსმენი გახდა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი;
ა.ზ) მის მიერ აღზრდილმა ორმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე;
ა.თ) მას აქვს არანაკლებ 20 წლის მწვრთნელად მუშაობის სტაჟი და აღზარდა საქართველოს 5 ჩემპიონი და შესაბამისი სპორტის სახეობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართული უმაღლესი კატეგორიის ტურნირის გამარჯვებული;
ბ) სპორტის სათამაშო სახეობებში, თუ მისმა გუნდმა მოიპოვა:
ბ.ა) ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია;
ბ.ბ) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება;
ბ.გ) ევროპის საკლუბო გუნდების თასზე 1/8 ფინალში თამაშის უფლება;
ბ.დ) 1-8 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე და 1-6 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში;
ბ.ე) 1-3 ადგილი მსოფლიო უნივერსიადაზე.
3. საქართველოს საპატიო მსაჯის წოდება მიენიჭებათ ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის იმ მსაჯებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვთ მსაჯობის არანაკლებ 25 წლის საერთო სტაჟი;
ბ) შესულნი იყვნენ საქართველოს საუკეთესო მსაჯთა შემადგენლობაში არანაკლებ 3-ჯერ 10 წლის განმავლობაში;
გ) მომზადებული ჰყავთ არანაკლებ 5 მსაჯისა, რომელთაგანაც არანაკლებ 3 მოქმედი მსაჯია საქართველოს საპატიო მსაჯის წოდების მინიჭებისას.
4. საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არანაკლებ 25 წლის განმავლობაში აქტიურად ემსახურებოდნენ საქართველოში სპორტის განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სპორტის პროპაგანდაში, ხელი შეუწყვეს მაღალი სპორტული მაჩვენებლების მქონე სპორტსმენების აღზრდას, მოამზადეს მაღალკვალიფიციური მსაჯთა კადრები, ეწევიან სპორტის სფეროში საზოგადოებრივ, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობას.
5. საქართველოს სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება ენიჭებათ მოქმედ სპორტსმენებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:
ა.ა) მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა ძიუდოში, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც:
ა.ა.ა) საქართველოს მოპოვებული აქვს უახლოეს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია;
ა.ა.ბ) საქართველოს ჰყავს მოქმედი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი ან პრიზიორი;
ა.ბ) ზედიზედ ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა ჭადრაკში, ძიუდოში, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძალოსნობაში, კრივსა და სამბოში;
ა.გ) დაამყარა საქართველოს რეკორდი მძლეოსნობაში, ცურვაში, სროლის სახეობებსა და მშვილდოსნობაში;
ა.დ) საერთაშორისო ფედერაციების მიერ განსაზღვრულ რეიტინგში არის პირველი ასეულის წევრი ჩოგბურთსა და ჭადრაკში;
ა.ე) მოიპოვა ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია;
ა.ვ) მოიპოვა ქართულ ჭიდაობაში ფალავნის ტიტული;
ბ) სპორტის სათამაშო სახეობებში:
ბ.ა) ზედიზედ ორჯერ იყო ფეხბურთში, კალათბურთსა და რაგბში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის განაცხადში;
ბ.ბ) ზედიზედ ორჯერ იყო ფეხბურთში საქართველოს თასის მფლობელი გუნდის განაცხადში.
6. საქართველოს სპორტის დიდოსტატის წოდება ენიჭებათ მოქმედ სპორტსმენებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:
ა.ა) მოიპოვა I–III ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე;
ა.ბ) მოიპოვა I–II ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე;
ა.გ) მოიპოვა I ადგილი ევროპის ჩემპიონატზე;
ა.დ) დაამყარა ოლიმპიური, მსოფლიოს ან ევროპის რეკორდი;
ა.ე) არანაკლებ ორჯერ გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი;
ა.ვ) საერთაშორისო ფედერაციების მიერ განსაზღვრულ რეიტინგში არის პირველი ოცდაათეულის წევრი ჩოგბურთსა და ჭადრაკში;
ა.ზ) არის საქართველოს ნაკრები გუნდის განაცხადში, რომელმაც მოიპოვა I–III ადგილი საჭადრაკო ოლიმპიადაზე
ბ) სპორტის სათამაშო სახეობებში არის საქართველოს ნაკრები გუნდის განაცხადში, რომელმაც მოიპოვა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება.
7. საქართველოს სპორტის რაინდის წოდება ენიჭებათ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს, აგრეთვე აღნიშნულ პირებს ამ შედეგების წარსულში მიღწევიდან გასულ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სათამაშო სახეობებში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის და ასევე ამავე სახეობებში წარსულში მიღწეული შედეგებიდან გასულ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, სპორტის განვითარების საქმეში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებს, რომლებიც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობენ და არიან აღიარებულნი სპორტულ სამყაროში, ეწევიან სპორტის სფეროში ქველმოქმედებასა და ახორციელებენ სპორტული ბაზების მშენებლობას და რეაბილიტაციას.
8. წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სპორტის სამსახურების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების, სპორტული კლუბებისა და სხვა სპორტული ორგანიზაციების შუამდგომლობისა და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე.
9. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სპორტის რაინდის წოდება გამონაკლისის წესით შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10. საქართველოს სპორტის რაინდის წოდების გარდა, სპორტის სფეროში საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
11. ამ ბრძანებით დამტკიცებული წოდებები, გარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდებებისა, ენიჭებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
12. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდებები შეიძლება მიენიჭოთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
13. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის ან/და სპორტული კლუბის შუამდგომლობისა და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით შეიძლება მიენიჭოს მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ სპორტსმენების აღზრდაში და გუნდების ჩამოყალიბებასა და გაწვრთნაში, რომლებმაც შემდგომში მიაღწიეს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წარმატებებს.
14. საქართველოს სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის ან/და სპორტული კლუბის შუამდგომლობისა და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული ინდივიდუალური მონაცემების მქონე სპორტსმენს.
15. საქართველოს სპორტის დიდოსტატის წოდება, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის ან/და სპორტული კლუბის შუამდგომლობისა და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე, სათამაშო სახეობებში გამონაკლისის სახით შეიძლება მიენიჭოს სპორტსმენს, რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებებს იმ კლუბთან ერთად, რომელშიც იგი ასპარეზობს კონტრაქტის შესაბამისად.
16. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სპორტის სფეროში საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამ ბრძანებით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
17. სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მფლობელებს გადაეცემათ წოდების მინიჭების აღმნიშვნელი სპეციალური მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებასაც უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
18. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდებები შეიძლება მიენიჭოთ პირებს გარდაცვალების შემდეგ და ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მოწმობა და სამკერდე ნიშანი გადაეცემათ მათ მემკვიდრეებს.
19. ეთხოვოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს №3/253 ბრძანების („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 4.08.2006წ., №103, მუხლი 1397🔗) ძალადაკარგულად გამოცხადება.
20. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვლ. ვარძელაშვილი