საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – “სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 23.09.2004
ძალის დაკარგვა 30.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №253/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470030000.11.119.006698
გამოქვეყნების წყარო სსმ, 106, 28/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – “სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-style:italic;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:57.1pt 42.5pt 39.7pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.030.000.11.119.006.698
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №253/ნ
2004 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – “სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე”
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის №32/ნ ბრძანება (სსმ III, 07.02.02 წ., №12).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) შექმნილია და ფუნქციონირებს ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილების შესაბამისად.
2. ინსპექცია წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, სხვა ნორმატიული აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. ინსპექცია კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
4. ინსპექციას აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი დასახელებით. ინსპექციის იურიდიული მისამართია: 0160 თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №23.
მუხლი 2🔗. ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები
ინსპექციის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების – იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის განხორციელება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის განხორციელება;
გ) სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის ნოზოლოგიურ სტანდარტებთან და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელება;
დ) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ სამკურნალწამლო, სადიაგნოსტიკო საშუალებების, სამედიცინო აპარატურის და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;
ე) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის, აგრეთვე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ზ) მიწერილობების წარმოება კანონით დადგენილი წესით;
თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებების შესრულება.
მუხლი 3🔗. ინსპექციის სტრუქტურა
1. ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველო;
ბ) მონიტორინგისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური სამმართველო.
2. სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფლებებსა და მოვალეობებს განეკუთვნება:
ა) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების კონტროლი (განურჩევლად მათი სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) კანონით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სამედიცინო და საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა;
გ) სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
დ) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების შემოწმების აქტის შედგენა;
ე) არასერტიფიცირებული საქმიანობით დაკავებული პირების, ექიმების გამოვლენა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ვ) ულიცენზიო სამედიცინო საქმიანობით დაკავებული სამედიცინო დაწესებულებების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ზ) სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება.
3. მონიტორინგისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური სამმართველოს უფლებები და მოვალეობები:
ა) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის შედეგების სტატისტიკური და ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის ორგანიზაციის განხორციელება;
ბ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) ადმინისტრირების შედეგების მონიტორინგის განხორციელება;
ე) ინსპექციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი 4🔗. ინსპექციის უფლებები და მოვალეობები
1. ინსპექციას უფლება აქვს:
ა) საექიმო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის კონტროლისას, ლიცენზიით და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ფაქტების დაფიქსირებისა და გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის გასატარებელ ღონისძიებათა პროექტის წარდგენა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ თანამშრომლები და მიიღოს უცხოელი სპეციალისტები;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით დაამუშაოს და გაავრცელოს კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია;
ე) ითანამშრომლოს ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. ინსპექცია ვალდებულია:
ა) განახორციელოს სამედიცინო და საექიმო საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის კონტროლი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
ბ) საჭიროების შემთხვევაში გაწეული კონტროლის შედეგები რეაგირებისათვის წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაუწიოს მეთოდური დახმარება სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო და სამედიცინო საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს (ფიზიკური და იურიდიული პირი) სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავებაში.
მუხლი 5🔗. ინსპექციის მართვა
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. ინსპექციის უფროსი:
ა) ახორციელებს ინსპექციის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ინსპექციის უფროსის მოადგილის კანდიდატურას;
გ) შესაბამის საშტატო თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს;
დ) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს;
ვ) დადგენილი წესით ზედამხედველობს ინსპექციის ქონებისა და სახსრების მიზნობრივ გამოყენებას.
4. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
მუხლი 6🔗. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
1. ინსპექციის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. ინსპექციის სახსრები გამოიყენება მისი ძირითადი საქმიანობის, მიზნების და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსებისათვის, მატერიალური და სხვა ხარჯების დასაფარავად, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ანარიცხების განსახორციელებლად.
4. ინსპექცია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად.
მუხლი 7🔗. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.