საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №17 „თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.03.2004
ძალის დაკარგვა 06.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 430050000.11.101.006397
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 12/03/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №17 „თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:66.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoListBullet, li.MsoListBullet, div.MsoListBullet {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.4pt; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:36.85pt 48.0pt 36.85pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.11.101.006.397
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №17
2004 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის თანდართული წესდება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს (დ. ლოლაძე).
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ლასხიშვილი
თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკავებულ ორგანიზაციას. იგი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. კოლეჯი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, გააჩნია განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
4. კოლეჯს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს დადოს გარიგებები, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ააშენოს, შეიძინოს, დაიქირავოს, გააგირავოს მოძრავი და უძრავი ქონება, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და იტვირთოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: თბილისი, მიცკევიჩის ქ. №19
მუხლი 2🔗. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯის მიზანია მოამზადოს საფინანსო-საბანკო, საგადასახადო, საბაჟო და სახალხო მეურნეობის ცალკეული დარგებისათვის საშუალო რგოლის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
2. კოლეჯი ამზადებს საშუალო რგოლის სპეციალისტებს საბაზო და საშუალო განათლების ბაზაზე შემდეგ სპეციალობებში: 0105 „ფინანსები”, 0106 „საბანკო საქმე”, 0107 „საგადასახადო სამსახური”, 0108 „სადაზღვევო საქმე, 0110 „ბუღალტრული აღიცხვა”, კონტროლი და აუდიტი, 0112 „საბაჟო საქმე”.
3. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამირების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას.
მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში სასწავლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს როგორც უფასო (სახელმწიფო დაკვეთა) ისე ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამებით.
4. კოლეჯში სწავლება შესაძლებელია მიმდინარეობდეს ექსტერნატის წესითაც.
5. კოლეჯში კონტინგენტის შევსება ხდება ნებისმიერ კურსზე გადმოყვანის წესით.
6. კოლეჯში სასწავლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაცია
1. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლების მინისტრი.
3. კოლეჯის დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს დირექტორის მოადგილეებს, მთავარ ბუღალტერს, კოლეჯის სტრუქტურული განაყოფების გამგეებს, მასწავლებლებს და სხვა მუშაკებს. დირექტორი მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ხელფასებისათვის გამოყოფილი ფონდისა და თანამდებობრივი განაკვეთების ფარგლებში.
4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად კოლეჯის მომსახურე ყველა პირისათვის და განკარგულებებს, რომელიც ერთჯერადი ხასიათისაა და სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მათში მითითებულ პირთათვის.
6. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის სამი მოადგილის, მთავარი ბუღალტრის, განყოფილების გამგის და კანცელარიის გამგისაგან. კოლეჯის ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს კოლეჯის საქმისწარმოებას, ზედამხედველობს კოლეჯის წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას.
მუხლი 5🔗. პედაგოგები
1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის წამმართველი პირები (მასწავლებელი, მეთოდისტი და სხვა). კოლეჯის პედაგოგიური კადრებით დაკომპლექტება ვაკანტურ ადგილებზე ხორციელდება იმ პირთაგან, რომელთაც როგორც წესი, აქვთ შესაბამისი უმღლესი განათლება, ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე.
2. პედაგოგთა უფლება-მოვალეობები განსაზვრულია საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე წესდებით კოლეჯის პედაგოგებს უფლება აქვს:
ა. მონაწლეობა მიიღონ სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში
ბ. დამოუკიდებლად განსაზღვრონ მეცადინეობის ჩატარების ფორმები, სტუდენტთა სწავლა-აღზრდის მეთოდები და საშუალებანი, გამოიყენონ სწავლების ექსპერიმენტული მეთოდიკა, დადგენილი წესების მიხედვით;
გ. მუშაობის გამოცდილების გაზიარება სხვა სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებთან.
3. კოლეჯის მასწავლებლები ვალდებულნი არიან:
ა. უზრუნველყონ პედაგოგიური პროცესის მაღალი ეფექტიანობა, აღზარდონ დემოკრატიული პრინციპებით თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეები, განუვითარონ მათ დამოუკიდებლობა, ინიციატივობა, იზრუნონ მათი კულტურული და ფიზიკური განვითარებისათვის;
ბ. აქტიურად ჩააბან სტუდენტები ექსპერიმენტულ შემოქმედებით მუშაობაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მომავალ სპეციალისტს განუვითარდეს თანამედროვე ტიპის ეკონომიკური აზროვნება;
გ. პატივი სცენ სტუდენტების პირად ღირსებას;
დ. სისტემატურად აიმაღლონ თავიანთი პროფესიული ცოდნის, იდეურ-პოლიტიკური და საერთო კულტურული დონე;
ე. დაიცვან კოლეჯის წესდება.
მუხლი 6🔗. მოსწავლეები
1. კოლეჯის მოსწავლე არის ის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში.
2. კოლეჯში მოსწავლეები მიიღებიან არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. კოლეჯში სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი.
4. კოლეჯის მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, „საქართველოს კანონით განათლების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტებით. კოლეჯის მოსწავლეს უფლება აქვს:
ა. მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში;
ბ. ისარგებლონ შენობით და სასწავლო კაბინეტების მოწყობილობით, ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, კოლეჯის სხვა სტრუქტურული დანაყოფებით;
გ. ისწავლონ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საერთო გრაფიკის მიხედვით, კოლეჯის დამთავრების შემდეგ შეუდგნენ მუშაობას ან გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში.
5. კოლეჯის მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა. დაწესებულ ვადებში შეასრულონ ყველა სახის დავალებანი, რაც გათვალისწინებულია სასწავლო გეგმითა და პროგრამებით;
ბ. გაუფრთხილდნენ სხვის ქონებას, დაიცვან ყოფითი და პირადი ჰიგიენა;
გ. დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი და წესდება.
6. აკადემიური ჩამორჩენისათვის, კოლეჯის შინაგანაწესის დარღვევისათვის მოსწავლეთა მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს ზემოქმდების დისციპლინური ზომები.
7. მოსწავლეებს, რომლებმაც შეასრულეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭებათ კვალიფიკაცია მიღებული შესაბამისი სპეციალობის მიხედვით და მიეცემათ დიპლომი კოლეჯის დამთავრების შესახებ.
მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონის „განათლების შესახებ”, განათლების სამინისტროს მიერ 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპიური დებულებითა და წინამდებარე წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს კოლეჯის სასწავლო პროგრამაში და გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდის დანიშვნის საკითხი.
3. განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
4. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო შედგება პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთაც გამოცდილების, დამსახურების და სტაჟის გათვალისწინებით წარადგენს კოლეჯის დირექტორი, მათი რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯში მომუშავე პედაგოგთა არაუმეტეს 1/3-ით.
5. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში პირველ პედსაბჭოზე.
6. პედაგოგიური საბჭო წარადგენს 2-3 თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
7. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
8. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 2-3 პედაგოგი, მოსწავლეთა მშობლები, კოლეჯის ადმინისტრაციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, კოლეჯით დაინტერესებული ბიზნესმენთა წრის წარმომადგენლები.
3. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
4. სამეურვეო საბჭო იხილავს ფინანსური და მატერიალური სახსრების მოზიდვის პრობლემებს და განსაზღვრავს ამ სახსრების გამოყენების ძირითად მიმართულებებს.
5. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს რეკომენდაციული ხასიათი ადმინისტრაციისადმი.
მუხლი 9🔗. დაფინანსება
1. კოლეჯს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს შემოსავლები და მოახმაროს მის ძირითად საქმიანობას.
2. კოლეჯის ფინანსურ წყაროს შეადგენს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებანი;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს და საზღვარგარეთის მოქალაქეების და ორგანიზაციების ფულადი შენატანები;
ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
3. კოლეჯს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები, იჯარით გასცემს როგორც საკუთარ, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემულ იმ ქონებას, რომელიც აღემატება სასწავლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
4. კოლეჯის საბიუჯეტო სახსრებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს დირექტორი.
მუხლი 10🔗. კოლეჯის ლიკვიდაცია
კოლეჯის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.