საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2006
ძალის დაკარგვა 23.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №24/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.008063
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 30/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2012
- ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.01.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:38.1pt 42.5pt 56.7pt 54.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.008.063
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №24/ნ
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №106, მუხ. 927).
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო’’ არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის’’ უფლებამონაცვლე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სააგენტო ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას.
4. სააგენტო საქმიანობის სფეროდან გამომდინარე წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, ბლანკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც რეგისტრირებულია დადგენილი წესით.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი. ალ. ყაზბეგის №23.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მოვალეობა და საქმიანობის სფერო
სააგენტოს მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზირებისათვის და ნებართვისთვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან და დარგობრივ კომისიებთან თანამშრომლობა;
გ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ე) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
ვ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სასერტიფიკაციო (სარესერტიფიკაციო) გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ლიცენზიების და ნებართვების გაცემა და უწყებრივი რეესტრის წარმოება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში უცხო ქვეყნის სპეციალისტების დასაქმების პროცესის განხორციელება;
ი) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ლ) ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭირო სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში);
მ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ნ) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის სახეებზე ლიცენზიით (ნებართვით) განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ო) უკანონო სამედიცინო საქმიანობის (ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის ულიცენზიოდ წარმართვა) ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
პ) უკანონო საექიმო საქმიანობის ან/და სეტიფიკატით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ჟ) სამედიცინო დაწესებულებათა სალიცენზიო პირობების მოთხოვნების შემუშავებაში და მათ დინამიურ სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
რ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებების შესრულება;
ტ) საექიმო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის კონტროლის დროს, ლიცენზიით და სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ფაქტების გამოვლენისას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის გასატარებელ ღონისძიებათა პროექტების და წინადადებების მომზადება და წარდგენა;
უ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ თანამშრომლები და მიიღოს უცხოელი სპეციალისტები;
ქ) დადგენილი წესით დაამუშაოს და გაავრცელოს თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაცია.
მუხლი 3🔗. სააგენტოს სტრუქტურა
1. ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოვალეობის და საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) სააგენტოს აპარატი;
ბ) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამსახური;
გ) ლიცენზირებისა და შესაბამისობის სამსახური;
დ) ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახური;
ე) პროფესიული რეგულირების სამსახური.
2. სააგენტოს აპარატის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) შინაგანაწესის შესრულებისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობა, სააგენტოს უფროსის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;
დ) მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;
ე) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავება და სააგენტოს კადრების აღრიცხვა;
ვ) მატერიალური რესურსების უზრუნველყოფა;
ზ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა;
გ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა;
დ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ე) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიმდინარეობის და მოცულობის შესწავლა.
4. ლიცენზირებისა და შესაბამისობის სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) ლიცენზიის მაძიებელთა კონსულტირება და სალიცენზიოდ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოთხოვნათა ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ე) სახელმწიფო ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის და უწყებრივი რეესტრის წარმოების ორგანიზაცია.
5. ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) სააგენტოს მუშაობის შედეგების ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის ორგანიზაციის კოორდინაცია;
ბ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
დ) სააგენტოს საქმიანობის ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სათანადო შუამდგომლობების მომზადება და სასამართლოში წარდგენა;
ვ) სასამართლო პროცესებზე სააგენტოს ინტერესების დაცვა;
ზ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
თ) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ი) სააგენტოს სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, სამართალწარმოების საკითხებში მონაწილეობის მიღება.
6. პროფესიული რეგულირების სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სასერტიფიკაციო (სარესერტიფიკაციო) გამოცდების შედეგების დასამტკიცებლად საჭირო ღონისძიებების გატარება;
ბ) შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
გ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ღონისძიებების გატარება.
მუხლი 4🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართვას მის საქმიანობას სააგენტოს სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტისას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ხასიათის აქტებს;
ვ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს სააგენტოს ქონებასა და სახსრებს;
თ) სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ კონტროლი მათ საკურაციო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე.
6. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას სააგენტოს უფროსის არყოფნისას.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები
1. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები არიან სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები.
2. სააგენტოს სამსახურის უფროსები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებს.
3. სააგენტოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ.
მუხლი 6🔗. სააგენტოს სხვა მოხელეები
1. სააგენტოს სხვა მოხელეები არიან:
ა) მთავარი სპეციალისტები;
ბ) უფროსი სპეციალისტები;
გ) სპეციალისტები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ.
მუხლი 7🔗. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
1. სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს:
ა) სახელმწიფო პროგრამების და სააგენტოს დასაფინანსებლად ფულადი სახსრების გადანაწილების დაგეგმვას;
ბ) სააგენტოს დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დასამტკიცებლად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს სახსრები გამოიყენება მისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსებისათვის, მატერიალური და სხვა ხარჯების დასაფარად, გადასახადებისა და ანარიცხების განსახორციელებლად.
მუხლი 8🔗. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.