საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №51 „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.03.2004
ძალის დაკარგვა 31.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 220010000.08.009.006406
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 18/03/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ÀÍÂÀÒÉÛÉÓ № | ÀÍÂÀÒÉÛÉÓ № |
| თანამდებობა | სახელი, გვარი |
| თარიღი | №-დან |
| საბალანსო ანგარიშის გახსნის თარიღი | პირადი ანგარიშის დასახელება (სრული და შემოკლებული) |
| საბალანსო ანგარიშის № | ფურცლის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №51 „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:6.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:6.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:351.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-315.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-9.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-1.0in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 1.35pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:1.5in .5in 45.1pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.406
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №51
2004 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1517-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ”.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის №222 ბრძანებით დამტკიცებული დროებითი ინსტრუქცია „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპონდენტო, სავალუტო, საბიუჯეტო, მიმდინარე და სხვა ანგარიშების (დროებითი, საკასო მომსახურების) გახსნის თაობაზე”
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
გ. ჯიღაური
ინსტრუქცია საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ეს ინსტრუქცია არეგუირებს საქართველოს რეზიდენტი პირების მიერ ეროვნული ვალუტით საბანკო ანგარიშების გახსნის საკითხებს.
2. ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ ორგანიზაციულ წარმონაქმნებს, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდგომში - პირები) უფლება აქვთ საბანკო დაწესებულებებში გახსნან შემდეგი სახის საბანკო ანგარიშები:
ა) საანგარიშსწორებო (მიმდინარე);
ბ) საკორესპონდენტო;
გ) სადეპოზიტო (ანაბარი);
დ) მიზნობრივი;
ე) საკასო მომსახურების.
მუხლი 2🔗
1. პირს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად აირჩიოს საბანკო დაწესებულება საკრედიტო-საანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებისათვის. ამასთან, მას შეუძლია საბანკო ანგარიშები შეუზღუდავად გახსნას ერთ ან რამდენიმე ბანკში.
დაუშვებელია ერთსა და იმავე ბანკში ორი ან რამდენიმე ძირითადი ანგარიშის (საანგარიშსწორებო (მიმდინარე), საკორესპონდენტო) გახსნა.
2. საბანკო დაწესებულება კლიენტს გაუხსნის ანგარიშს და მომსახურებას გაუწევს ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
1. საბანკო დაწესებულებები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმის ფულად-საანგარიშსწორებო საბუთებით.
2. ანგარიშის მფლობელი იურიდიული პირის იურიდიული მისამართია - შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერში ან სხვა შესაბამის დოკუმენტში მითითებული მისამართი, ხოლო ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი - პირადობის მოწმობაში (პასპორტში) მითითებული საცხოვრებელი ადგილი.
3. იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემთხვევაში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) და საკორესპონდენტო ანგარიშის მფლობელი ვალდებულია მომსახურე ბანკს წერილობით აცნობოს ხუთი დღის ვადაში.
თავი II. ანგარიშის გახსნა
მუხლი 4🔗.
1. საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში გამოიყენება იმ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების აღსარიცხავად, რომლებსაც აქვთ საბრუნავი სახსრები და დამოუკიდებელი ბალანსი. არამეწარმე ფიზიკურ პირებს საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ეხსნებათ დროებით თავისუფალი საკუთარი სახსრების აღსარიცხავად და მათ ეკრძალებათ ამ ანგარიშიდან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
2. ფილიალებს, განყოფილებებს და სხვა განცალკევებულ ქვედანაყოფებს ანგარიში გაეხსნებათ სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) შუამდგომლობით, ხოლო ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებს - სახაზინო სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნებართვის საფუძველზე. ამასთანავე, ისინი უფლებამოსილი არიან შეწყვიტონ შუამდგომლობა ან გააუქმონ ადრე გაცემული ნებართვა და გასცენ ბრძანება ანგარიშის დახურვის შესახებ.
მუხლი 5🔗.
გარკვეული მიზნითა და პირობით საბანკო ოპერაციების წარმოებისათვის პირებს ასევე შეუძლიათ გახსნან შემდეგი სახის მიზნობრივი ანგარიშები: საბროკერო საქმიანობისათვის, მიღებული გრანტებისათვის, აქციონერთა, მეპაიეთა, პარტნიორთა პირველადი შენატანებისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებებისათვის.
მუხლი 6🔗.
1.საკორესპონდენტო ანგარიში გამოიყენება ბანკებს შორის ანგარიშსწორე-ბისათვის.
2.საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვიდან მისი გადარიცხვის მომენტამდე განიხილება ანგარიშის მფლობელის აქტივად.
3. ბანკებს საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნებათ:
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკსა ან მის ფილიალებში;
ბ) სათავო ბანკებს - სხვა სათავო კომერციულ ბანკში. ყოველი ახალი ანგარიშის გახსნისას გამხსნელი და მომსახურე მხარე ვალდებულია ანგარიშის გახსნის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს.
4. საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნებათ აგრეთვე არარეზიდენტი ბანკების ფილიალებს.
5. კომერციული ბანკის ფილიალებს ეკრძალებათ ერთმანეთში გახსნან საკორესპონდენტო ანგარიშები.
მუხლი 7🔗.
საკორესპონდენტო ანგარიშის არმქონე საბანკო დაწესებულების ფილიალებს საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკსა და მის ფილიალებში გაეხსნებათ საკასო მომსახურების ანგარიში.
მუხლი 8🔗.
1. სადეპოზიტო ანგარიში (ანაბარი) გამოიყენება მოთხოვნამდე ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადის მქონე სახსრების აღსარიცხავად, რომელზეც საკუთრების უფლებას იძენს ბანკი და რომელსაც, ერიცხება პროცენტები.
2. საბანკო დაწესებულება ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტით დააბრუნოს დეპოზიტის (ანაბრის) თანხა.
3. დეპოზიტის მიღებისას, ბანკსა და კლიენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა, ვადა, დასარიცხი პროცენტის განაკვეთი, მისი გაცემის პერიოდულობა და სხვა პირობები.
თავი III. ანგარიშის გახსნისათვის საჭირო საბუთები
მუხლი 9🔗.
1. იურიდიულმა პირებმა ანგარიშების გასახსნელად საბანკო დაწესებულებებს შესაბამისად უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ (დანართი 1);
ანგარიშის გახსნის შესახებ განცხადებას ხელს აწერს იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი. თუ შტატით მთავარი ბუღალტრის თანამდებობა არ არის გათვალისწინებული, მაშინ განცხადებას ხელს აწერს მხოლოდ იურიდიული პირის ხელმძღვანელი;
ბ) იმ ორგანოს სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება (განკარგულება, დადგენილება, ბრძანება), რომელსაც მინიჭებული აქვს პირის შექმნის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის უფლება. გადაწყვეტილება (განკარგულება, დადგენილება, ბრძანება) პირის შექმნის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ ბანკის დაწესებულებას წარედგინება ასლის ან ამონაწერის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს დოკუმენტის შემქმნელი ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერით, მისი თანამდებობის მითითებით და ბეჭდით ან ნოტარიულად, თუ კანონმდებლობა სხვა წესს არ ითვალისწინებს;[*]*
გ) რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან) გაცემული იმ ორგანოს მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა რეგისტრაციაში გატარების უფლება (ასლის შემთხვევაში სათანადოდ დამოწმებული). აკრძალულია რეგისტრაციის გარეშე პირისათვის საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის გახსნა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) რეგისტრირებული წესდება (დებულება) ზემდგომი ორგანოს მიერ დამტკიცებული (თუ ასეთი აქვს) ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
ე) ცნობა საგადასახადო ორგანოდან აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;
ვ) ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუში.
ხელმოწერის და ბეჭდის ნიმუშს**[†] წარადგენს ყველა პირი განურჩევლად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუში წარდგენილ უნდა იქნეს ხელმოწერისა დაბეჭდის ნიმუშის ბარათის სახით (დანართი №2), რომელიც უნდა დამოწმდეს ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის ხელმოწერით და ბეჭდით. ზემდგომი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში ბანკისათვის წარსადგენი ხელმოწერები შესრულდება სუფთა ფურცელზე (არა ბარათზე) და დამოწმდება სანოტარო წესით. მეწარმე სუბიექტებს, აგრეთვე იმ წარმონაქმნებს, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს ბეჭდის არსებობას, საბანკო ანგარიშების გახსნა შეუძლიათ შესაბამისი ბეჭდის გარეშე.
ხელმოწერის ნიმუშზე პირველი ხელმოწერის უფლება ენიჭება პირის ხელმძღვანელს, რომელსაც ეხსნება საბანკო დაწესებულებაში ანგარიში და რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით (ბრძანება, დადგენილება, დებულება, წესდება) მინიჭებული აქვს უფლება განკარგოს პირის თანხები, ასევე ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
მეორე ხელმოწერის უფლება აქვს პირის მთავარ ბუღალტერს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილ პირებს.
პირველი ხელმოწერის უფლება არ შეიძლება მიენიჭოს მთავარ ბუღალტერს და სხვა პირებს, რომლებსაც აქვთ მეორე ხელმოწერის უფლება.
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ჯერ არ არის რეგისტრირებული იურიდიულ პირად, ბანკში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
დამფუძნებელთა კრების ოქმს, დადასტურებულს სანოტარო წესით;
- წესდებას (დებულებას, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებას), დადასტურებულს სანოტარო წესით;
- წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა ხელმოწერის ნიმუშს, დამოწმებულს სანოტარო წესით.
2. ფილიალი ანგარიშის გასახსნელად ბანკში წარადგენს:
ა) სათავო საწარმოს განცხადებას ანგარიშის გახსნის თაობაზე;
ბ) ფილიალის ხელმძღვანელის ხელწერის ნიმუშს დამოწმებულს სანოტარო წესით;
გ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს სასამართლოდან;
დ) ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერას;
ე) ცნობას საგადასახადო ორგანოდან აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.
3. ფიზიკური პირი, თუ ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ბანკში წარადგენს:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ;
ბ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს და ცნობას საგასახადო ორგანოდან აღრიცხვაზე აყვანის შესახებ საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) ხელმოწერის ნიმუშს, დამოწმებულს სანოტარო წესით.
4. ფიზიკური პირი, თუ ის არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ბანკში წარადგენს:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის თაობაზე (სადაც თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ ადასტურებს, რომ იგი არ გამოიყენებს ამ ანგარიშს სამეწარმეო საქმიანობისათვის);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) ხელწერის ნიმუშს დამოწმებულს სანოტარო წესით.
5. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნები მიზნობრივი ანგარიშის გახსნისათვის ბანკს წარუდგენენ:
5.1. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;
ბ) ამხანაგობის დებულებას, დამოწმებულს სანოტარო წესით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, თუ ვის ევალება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების მართვა - ბინის მესაკუთრეებს, ამხანაგობის თავმჯდომარეს თუ ამხანაგობის საკონსულტაციო საბჭოს;
გ) ამხანაგობის უფლებამოსილი პირის ხელწერის ნიმუშს, დამოწმებულს სანოტარო წესით.
5.2. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობები, რომელთაც ეხსნებათ ანგარიში მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობიდან გამომდინარე, წარადგენენ:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;
ბ) ხელშეკრულებას დამოწმებულს სანოტარო წესით;
გ) ამხანაგობის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშის ბარათს, დამოწმებულს სანოტარო წესით;
დ) ცნობას საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.
5.3. არარეგისტრირებული კავშირები წარადგენენ:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;
ბ) შეთანხმებას (წესდებას), დამოწმებულს სანოტარო წესით;
გ) არარეგისტრირებული კავშირის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს, დამოწმებულს სანოტარო წესით;
დ) ცნობას საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.
5.4. მიზნობრივი ანგარიშის გახსნისათვის პირები, რომლებიც მოქმედებენ სასამართლოს მიერ მის რეგისტრაციამდე დამფუძნებელთა გადაწყვეტილების საფუძველზე საწესდებო კაპიტალში პირველადი შენატანებისათვის ბანკს წარუდგენენ:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ;
ბ) დამფუძნებელთა კრების ოქმს, დამოწმებულს სანოტარო წესით ან სხვა შესაბამის დოკუმენტს (ბრძანება, დადგენილება, განკარგულება).
სარეგისტრაციო მოწმობის მიღების შემდეგ (თუ რეგისტრაციის აუცილებლობას ითვალისწინებს კანონმდებლობა) მათ გაეხსნებათ მუდმივი საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში. ამისათვის ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების დამატებით ბანკს წარედგინება საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სათანადოდ დამოწმებული წესდების (სხვა შესაბამისი დოკუმენტის) ასლი და ხელმოწერის ნიმუშის ბარათი.
5.5. მიზნობრივი ანგარიშის გასახსნელად ფიზიკური პირები ბანკს წარუდგენენ:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელ საბუთს;
გ) შესაბამის ორგანოდან საჭირო ღონისძიების ჩატარების აუცილებლობის დამადასტურებელ საბუთს.
მუხლი 10🔗.
1. ბანკები საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკში წარადგენენ:
ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი;
ბ) საბანკო დაწესებულებების საერთო კრების მიერ დამტკიცებულ წესდებას, რეგისტრირებულს სასამართლო ორგანოს მიერ ან მის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს;
გ) ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბანკის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;
დ) ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშს;
ე) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის ასლს.
2. კომერციული ბანკი უფლებამოსილია სტრუქტურული რეორგანიზაციის შემთხვევაში შეცვალოს ეროვნულ ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში, რისთვისაც საჭიროა ეროვნულ ბანკს დამატებით წარუდგინოსანგარიშის შეცვლის მოტივი და რეორგანიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. ანგარიშის შეცვლისას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ეცნობოს საგადასახადო ორგანოებს.
3. საკორესპონდენტო ანგარიშების არმქონე საბანკო დაწესებულებების ფილიალებს საკასო მომსახურებისათვის ანგარიში ეხსნებათ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით ეროვნულ ბანკში ან მის ფილიალში, რისთვისაც საბანკო დაწესებულება ანგარიშის გასახსნელად წარადგენს მისი სათავოს (ზემდგომის) მიერ დამოწმებულ ხელწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათს ამ ფილიალის თანამდებობის პირთა ხელმოწერებით.
4. ეროვნული ბანკის ფილიალსა და კომერციულ ბანკს შორის ფილიალის საკასო მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ საკითხს, რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა
მუხლი 11🔗.
1. ფიზიკური პირები დეპოზიტის (ანაბრის) გასახსნელად ბანკს წარუდგენენ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.
2. იურიდიული პირები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ის ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, სადეპოზიტო ანგარიშებს, რომელზედაც ხდება ფულადი თანხის და ფასიანი ქაღალდების (აქციები, ობლიგაციები) დეპონირება, გახსნიან ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 28 აპრილის № 132 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საანაბრო ოპერაციების წარმოების წესის“ მიხედვით.
მუხლი 12🔗.
საწარმოს, ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის (ლიკვიდატორის) სახელზე ახალი ანგარიშის გახსნა არ ხდება, არამედ ხდება არსებული ანგარიშის (ანგარიშების) გადაფორმება. ანგარიშის გადაფორმებისას ბანკს წარედგინება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მისი ლიკვიდაციის შესახებ, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის (ლიკვიდატორის) ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშის დამოწმებული ბარათი, ხოლო გაკოტრების საქმის გახსნის შემთხვევაში აგრეთვე სათანადოდ დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილება და გაკოტრების მმართველის ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათი.
მუხლი 13🔗.
1. წარმოდგენილი დოკუმენტების შევსების სისწორისა და სისრულის დადგენის შემდეგ საბანკო დაწესებულების (მისი ფილიალის) ხელმძღვანელი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი) ანგარიშის გახსნის შესახებ კლიენტის განცხადებაზე აკეთებს სანებართვო ხელმოწერას, რის შემდეგ კლიენტს ეხსნება შესაბამისი ანგარიში.
2. ანგარიშის გახსნისათვის კლიენტის მიერ წარდგენილი საბუთები ინახება კლიენტის იურიდიულ საქმეში, ხოლო ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათი, რომელზეც აღინიშნება გახსნილი ანგარიშის ნომერი, კლიენტის მომსახურე ბუღალტერთან - პასუხისმგებელ შემსრულებელთან (კონტროლიორთან).
თავი IV. ანგარიშების გადაფორმება და დახურვა
მუხლი 14🔗.
1. პირის რეორგანიზაციისას იმ შემთხვევაში, თუ ხდება ახალი იურიდიული პირის შექმნა, მას გაეხსნება ახალი ანგარიში.
2. საფირმო სახელის, აგრეთვე დაქვემდებარების შეცვლისას ბანკის დაწესებულებაში ანგარიშის მფლობელი წარადგენს განცხადებას მომხდარი ცვლილებების შესახებ და შესაბამის ორგანოს გადაწყვეტილებას ან მის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს. აღნიშნულის შესახებ ბანკი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს 5 დღის განმავლობაში.
3. ბანკის დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს გაანთავისუფლოს ანგარიშის მფლობელი გადასაფორმებლად საბუთების წარდგენისაგან და გადაფორმება განახორციელოს საკუთარი განკარგულებით, თუ დაქვემდებარების ან დასახელების შეცვლა გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
4. ბანკის დაწესებულებებში პირის ანგარიშები დაიხურება:
ა) ანგარიშის მფლობელის განცხადებით;
ბ) იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც აქვს პირის ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) უფლებამოსილება;
გ) დადგენილი წესით საწარმოს გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ე) კლიენტის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ვ) ანგარიშზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ნაშთის და ჩანაწერების არარსებობისას, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, გარდა სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშებისა;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. ბანკის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ინდივიდუალურ მეწარმეს, იურიდიულ პირს, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ ორგანიზაციულ წარმონაქმნებს, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, ანგარიში დაუხუროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ ამ პირს არ ერიცხება ბიუჯეტისადმი დავალიანება, გარდა მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. საბანკო დაწესებულებაში შეტანილ ანაბრებზე (დეპოზიტებზე) ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.
7. საბანკო დაწესებულებებში ოპერაციები საანგარიშსწორებო (მიმდინარე), საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშებზე შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. ანგარიშების გახსნა და დახურვა რეგისტრირდება ანალიზური აღრიცხვის პირადი ანგარიშების რეგისტრაციის წიგნში (დანართი № 3).
9. დაუშვებელია დახურული ანგარიშების ნომრების გამოყენება ანგარიშის დახურვიდან 2 წლის განმავლობაში.
დანართი 1
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ანგარიშის გახსნის შესახებ
კოდები
ბანკის დაწესებულების დასახელება _____________________________________
კლიენტის დასახელება (სახელი) ______________________________________
____________________________________________________________
(სრული და ზუსტი)
____________________________________________________________
____________________________________________________________
გთხოვთ გაგვიხსნათ __________________________________________
(ანგარიშის სახეობა)
ანგარიში ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბეჭდის ადგილი ხელმძღვანელი (თანამდებობა ხელმოწერა)
მთ. ბუღალტერი (ხელმოწერა)
200 წ. „__“ ____________
ბანკის აღნიშვნები
გაეხსნას
__________________ ანგარიში
(მიმდინარე, საბიუჯეტო და
და სხვ.) ანგარიშის გახსნის გასაფორმებლად
წარმოდგენილი საბუთები შევამოწმე
ნებას ვრთავ
(თანამდებობა) (ხელმოწერა) მთ. ბუღალტერი (ხელმოწერა)
200 წ. „___“ __________
ანგარიში გახნილია
ანგარიშის № სახელობითი ანგ. №
ÀÍÂÀÒÉÛÉÓ №
___________________________________
ანგარიშის მფლობელის დასახელება ანგარიშის№
თანამდებობა
სახელი, გვარი
ხელის მოწერის ნიმუში
თანამდებობის პირების
უფლებამოსილების ვადა, რომლებიც დროებით სარგებლობენ პირველი ან მეორე ხელმოწერის უფლებით
ბეჭდვის ტვიფრის ნიმუში
პირველი ხელის მოწერა
მეორე ხელის მოწერა
ორგანიზაციის ბეჭდის ადგილი, „____“ _____________ 200 წ.
რომელმაც დაამოწმა
უფლებამოსილება და ხელის ხელმძღვანელი ______________
მოწერები მთ. ბუღალტერი _____________
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ უფლება-მოსილებანი და ხელმოწერები არ არის დადასტურებული ზემდგომი ორგანოს მიერ, უფლებამოსილებათა და ხელმოწერების დამოწმება მოხდება სანოტარო წესით ცალკე ფურცელზე და არა ბარათზე.
გაცემული საჩეკო წიგნაკები
თარიღი
№-დან
№-მდე
თარიღი
№-დან
№-მდე
დანართი 3
_______________________________________
(ბანკის დასახელება)
პირადი ანგარიშების ანალიზური
აღრიცხვის რეგისტრაციის
წ ი გ ნ ი
საბალანსო ანგარიშის № _____________________
საბალანსო
ანგარიშის
გახსნის
თარიღი
პირადი ანგარიშის
დასახელება
(სრული და შემოკლებული)
ანგარიში-
სათვის
მინიჭებუ-
ლი №
ანგარი-
შის
ხასიათი
ანგარიშის
დახურვის
თარიღი
შენიშვნა
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
საბალანსო
ანგარიშის №
ფურცლის
№
საბალანსო
ანგარიშის №
ფურცლის
№
საბალანსო
ანგარიშის №
ფურცლის
№
საბალანსო
ანგარიშის
№
ფურცლის
№
*ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფმა ორგანიზაციებმა საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გასახსნელად უნდა წარმოადგინონ მხოლოდ შესაბამისი სახაზინო სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ორი ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული ნებართვა და ხელწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათი, დამოწმებული სახაზინო სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის მიერ ან ნოტარიულად
** სპეციალური მიზნებისათვის განკუთვნილი ბეჭდების (მაგ. „პაკეტებისათვის“, „მოწმობისათვის“) გამოყენება ანგარიშების დასამოწმებლად და ბუღალტრული აღრიცხვისათვის დაუშვებელია