საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.12.2001
ძალის დაკარგვა 23.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №110
სარეგისტრაციო კოდი 310050000.11.115.005097
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 28/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.10.2006
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 45.0pt 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.005.097
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №110
2001 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
მ. ადეიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №279 ბრძანებულების „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებით და ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონით ”ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, საჰაერო კოდქსით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. ადმინისტრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ ორგანოს და იგი ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის რეგულირებას, ზედამხედველობას და კონტროლს. მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წინაშე.
4. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო საანგარიშსწორო ანგარიში ბანკში, მათ შორის სავალუტო.
5. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, 380060, ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. № 28.
6. ადმინისტრაციის დებულებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
მუხლი 2🔗. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირება
1. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირება უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების და ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ მოწესრიგებას.
2. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირებას განეკუთვნება:
ა) სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების წესების შემუშავება;
ბ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ინსპექტირება;
გ) სამოქალაქო ავიაციის საწარმოების, მოწყობილობების, ნაგებობების, მომსახურების, პერსონალის განებართვიანება;
დ) გადაყვანა-გადაზიდვებისა და საავიაციო სამუშაოების ლიცენზირება;
ე) საავიაციო წესების შესრულების კონტროლი;
ვ) სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ბუნებრივი მონოპოლიების მონიტორინგი;
ზ) სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების საერთაშორისო საინფორმაციო უზრუნველყოფა;
თ) საავიაციო ტარიფების შემუშავება და გამოყენების რეგულირება;
ი) საავიაციო ბაზრის დაცვა;
კ) საავიაციო სტატისტიკის ანალიზი;
ლ) საავიაციო ბაზრის შესწავლა და მისი გამოყენების ორგანიზება;
მ) საქართველოს ავიაგადამზიდველების საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა;
ნ) უცხო ავიაგადამზიდველების საქართველოში ფუნქციონირების დაშვების ორგანიზაცია და რეგისტრაცია;
ო) საჰაერო ხომალდების, აეროპორტების, აეროდრომების, სანავიგაციო სისტემების, საჰაერო ტრასების სახელმწიფო რეგისტრაცია;
პ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების ზედამხედველობა.
მუხლი 3🔗. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის რეგულირების სფერო
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:
ა) საქართველოს აეროპორტები, აეროდრომები, ვერტოდრომები, აეროვაგზლები;
ბ) ავიაკომპანიები, აეროკლუბები;
გ) ”საქაერონავიგაცია“;
დ) საავიაციო სასწავლო დაწესებულებები;
ე) საბორტო კვების საწარმოები;
ვ) სამგზავრო მოცულობების სარეალიზაციო სააგენტოები;
ზ) ავიასაწავავ-საცხები მასალებით გასამართი საწარმოები;
თ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოები;
ი) სატვირთო გადაზიდვების ტერმინალები და სააგენტოები;
კ) საავიაციო პერსონალის სამედიციო უზრუნველყოფის ორგანიზაციები;
ლ) ავიამომსახურების (საჰენდლინგო) საწარმოები;
მ) საავიაციო პერსონალი;
ნ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გამგებლობაში მყოფი საჰაერო ხომალდები და პერსონალი;
ო) საქართველოს ავიაბაზარზე დაშვებული უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველები;
პ) საავიაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირები.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები
ადმინისტრაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების სახელმწიფო რეგულირება, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) საავიაციო ტრანსპორტზე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
დ) საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა;
ე) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ეკონომიკური და საკადრო პოლიტიკისა რეფორმების გატარების ორგანიზება;
ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში (ამ ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის ჩათვლით) სამოქალაქო ავიაციის სფეროში სახელმწიფოებრივი ინტერესების წარდგენა და დაცვა.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები
ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის სისტემის მართვა, რეგულირება, ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საშემსრულებლო, სანებართვო, საკონტროლო და საზედამხედველო საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) სამოქალაქო ავიაციაში სანებართვო, სალიცენზიო, სარეგისტრაციო და საინსპექციო საქმიანობის განხორციელება;
დ) ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების საწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედების აღკვეთა ან/და მასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო ნორმატივების სათანადო წესით დადგენა და შეცვლა;
ე) საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამობალიბება და ამ სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის ორგანიზება;
ვ) ტექნიკური მომსახურების, საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისიანობის ნორმების შემუშავება და კონტროლი;
ზ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლების დარგობრივ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის ზედამხედველობა;
თ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, აეროპორტების (აეროდრომების), სანავიგაციო სისტემების, საჰაერო ტრასების და ხაზების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ი) სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების ნორმების არსებული წესით შექმნა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
კ) სამოქალაქო ავიაციაში საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ლ) საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა, მათი თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კონტროლი;
მ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, ფრენის რაიონისა და სახეობების მიხედვით საქართველოში სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების მახასიათებლების განსაზღვრა;
ნ) სამოქალაქო ავიაციის საშუალებებისათვის სახელწოდებების მინიჭებისა და ატრიბუტიკის შერჩევის შესახებ წინადადების შემუშავება;
ო) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად არაკანონიერი ჩარევის აქტების წინააღმდეგ მიმართული სამუშაოების ორგანიზება;
პ) საჰაერო ხომალდების ექსლუატანტის მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო სფეროში ტარიფების შემუშავება და რეგულირება, ხოლო საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად, კონკრეტულ შეთანხმებულ საჰაერო ხაზზე გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფების დამტკიცება;
რ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციით მგზავრის, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის (მ.შ. კომერციული) სატრანსპორტო დოკუმენტაციის ნიმუშების დადგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ს) საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვებისა და საფინანსო შედეგების სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
ტ) საავიაციო ბაზრის რეგულირება და მარკეტინგის ხელშეწყობა, საკონკურენტო გარემოს შექმნა, სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია, გადაყვანა-გადაზიდვის სარეალიზაციო ავტომატიზებული ახალი სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;
უ) საერთაშორისო ჰაერსანაოსნო და კავშირგაბმულობის ერთიანი სისტემის უზრუნველყოფა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირება;
ფ) საერთაშორისო საავიაციო ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ახალი საჰაერო მგზავრთა და ტვირთნაკადების, აგრეთვე საჰაერო ხომალდების ტრანზიტული გადაფრენის მოზიდვის ხელშეწყობა;
ქ) სამოქალაქო ავიაციის დარგის განვითარების პოლიტიკის გატარება და მონიტორინგი;
ღ) საქართველოში საავიაციო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ყ) სამოქალაქო ავიაციის სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე კონტროლი;
შ) საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებულ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებთან და კონვენციებთან მიერთების მიზანშეწონილობაზე სათანადო წინადადებების შემუშავება;
ჩ) საჰაერო მიმოსვლის დარგში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ც) სამოქალაქო ავიაციაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, სწავლებისა და დასაქმების ორგანიზება. წარჩინებულ სტუდეტთა წახალისებისა და სწავლებისათვის პირობების შესაქმნელად სათანადო სტიპენდიების დაწესება;
ძ) საჰაერო ხომალდების სამგზავრო და სატვირთო მოცულობების სარეალიზაციო სააგენტოების (ტერმინალების) რეგისტრაცია და განებართვიანება;
წ) საავიაციო მედიცინის ფუნქციონირების ორგანიზება და ხელშეწყობა;
ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ”საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მოქმედი საბაჟო, სასაზღვრო და საკარანტინო სამსახურების ფუნქციონირების კოორდინაცია, ფორმალობების გამარტივების ხელშეწყობა;
ხ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევისათვის სათანადო ზომების გატარება;
ჯ) საქართველოს აეროდრომისპირა ზონებისა და საჰაერო ტრასებზე პროექტირებადი, მშენებარე და რეკონსტრუქციის საკითხების შეთანხმება;
ჰ) საქართველოს აეროპორტებსა და აერონავიგაციაში საერთაშორისო გეოდეზიური სისტემა-84-ის დანერგვა და ამოქმედება;
ჰ.ა) ადმინისტრაციის ბიუჯეტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა;
ჰ.ბ) სხვა საქმიანობა, რაც დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები
1. ადმინისტრაციის იურისდიქცია და დარგობრივი რეგულირების უფლებამოსილება ვრცელდება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სუბიექტებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2. ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, შესრულებასა და გადაწყვეტაში;
ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები როგორც საერთაშორისო, ასევე სამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტებზე;
დ) აკონტროლოს საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესების და ნორმატიული აქტების შესრულება, რომლებიც არეგულირებენ როგორც საავიაციო საქმიანობას, ასევე საავიაციო საშუალებების ექსპლუატაციის საკითხებს;
ე) ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ნორმების დარღვევის შემთხვევაში დადგენილი წესით შეზღუდოს ან საქართველოს კანონის ”სამეწარმოე საქმიანობის კონტროლის შესახებ“ და ”ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, შეაჩეროს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობა ავიაციის სფეროში, მათ შორის საჰაერო ხომალდების, აეროპორტების, აეროდრომებისა და საავიაციო მოწყობილობების გამოძებნა;
ვ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვოს ყველა ის ინფორმაცია და მასალა, რომელიც საჭიროა თავისი ფუნქციების შესასრულებლად;
ზ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში პრობლემების გადასაწყვეტად შექმნას კომისიები და თავის საქმიანობაში გამოიყენოს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მითითებები მისცეს სამოქალაქო ავიაციის სუბიექტებს, მიიღოს მათგან სათანადო ინფორმაცია, განიხილოს მათი საქმიანობა და განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი;
ი) ადმინისტრაციის მუშაკებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონის ”სამეწარმოე საქმიანობის კონტროლის შესახებ“ და ”ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს შეამოწმონ სამოქალაქო ავიაციის ობიექტები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
კ) განახორციელოს სხვა მოქმედებანი, რაც მიმართულია ადმინისტრაციის ამოცანების, ფუნქციების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევისათვის .
3. ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) განახორციელოს კონტროლი საჰაერო კოდექსის, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და დარღვევის შემთხვევაში დადგენილი წესით დააყენოს საკითხი პირთა პასუხისმგებლობის შესახებ;
ბ) ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ნორმების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდოს და საქართველოს კანონის ”სამეწარმოე საქმიანობის კონტროლის შესახებ“ და ”ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად შეაჩეროს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის სფეროში;
გ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებისას განახორციელოს კონტროლის საფრენად ვარგისობის ნორმების დაცვაზე;
დ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოდ და მოწესრიგებული ფუნქციონირებისათვის მოამზადოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, მათ შორის საექსპლუატაციო და ტექნიკური წესები, რომლებიც შეესაბამება იკაო-ს საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდირებულ პრაქტიკას;
ე) დადგენილ ვადებში უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საანგარიშგებო, საპროგნოზო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა;
ვ) განახორციელოს უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების, ასევე ნორმატივების, წესების, პროცედურების და პრაქტიკის ჰარმონიზაციის მიზნით;
ზ) უზრუნველყოს საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებზე მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
2.თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის ერთი პირველი), რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ თავმჯდომარის მიერ განაწილებული ფუნქციების მიხედვით.
3. თავმჯდომარის საქმიანობა ეფუძნება ერთთმართველობის პრინციპს.
4. ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას;
ბ) ადგენს ადმინისტრაციის საქმისწარმოების წესს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ადმინისტრაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას;
ე) შეაქვს წინადადება ტრანსპორტისა და და კომუნიკაციების მინისტრის წინაშე, ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტის შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის თანამშრომლებს;
ზ) კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ადმინისტრაციის მოსამსახურეების საქმიანობაზე; სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრი აქტებს;
თ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებას;
ი) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად გამოსცემს გადაწყვეტილებას;
კ) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რაც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის ბიუჯეტი
1. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს კანონით ”ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ განსაზღვრული სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
2. ადმინისტრაციას გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში (მათ შორის სავალუტო). იგი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციიის ბიუჯეტი მტკიცდება ყოველწლიურად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ.
4. წლის განმავლობაში ადმინისტრაციის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
5. საანგარიშო წლის ბოლოს ადმინისტრაციის ანგარიშზე დარჩენილი თანხა რჩება ადმინისტრაციის განკარგულებაში.
მუხლი 9🔗. ადმინისმტრაციის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციის სტრუქტურას ამტკიცებს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს განსაზღვრავს ადსმინისტრაციის თავმჯდომარე.
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციის სიმბოლიკა
1. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბით და წარწერით: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
2. ადმინისტრაცია გამოიყენებს სახელმწიფო დროშას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციას აქვს საკუთარი ემბლემა. ადმინისტრაციის ბლანკზე გამოიყენება სახელმწიფო გერბის და ემბლემის გამოსახულება;
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.
2. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.