⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2009)
გაუქმებულია:

,,სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმების” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2004
ძალის დაკარგვა 04.11.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №243/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470060000.11.119.006701
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 29/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,616 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2004 მიღება
04.11.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმების” დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.006.701 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №243/ნ 2004 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი ,,სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმების” დამტკიცების შესახებ ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესრულებისა და ქვეყანაში სამკურნალო საშუალებების მიმართ მომხმარებლის სწორი ორიენტაციის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმები” (დანართი1). 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  ლ. ჭიპაშვილი  დანართი 1 სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე აქტით რეგლამენტირდება სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმები, რასაც საფუძვლად უდევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული სამკურნალო საშუალებების რეკლამის ეთიკური კრიტერიუმები. 2. სამკურნალო საშულებების ეთიკური რეკლამა ხელს უწყობს მომხმარებლის სწორ ორიენტაციას.     მუხლი 2🔗. გამოყენების სფერო 1. სამკურნალო საშუალებების რეკლამა მოიცავს ყველა საინფორმაციო და დამარწმუნებელ ქმედებებს, რომლებიც იწვევენ სამკურნალო საშუალების დანიშვნის, მიწოდების, რეალიზაციის (გაცემის) ან მოხმარების პროპაგანდას, კერძოდ: ა) რეკლამა მოსახლეობისათვის; ბ) რეკლამა სამედიცინო პერსონალისათვის, რომელიც პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების დანიშნულებაზე; გ) რეკლამა დისტრიბუტორებისათვის; დ) რეგისტრაციის მაძიებლის ვიზიტი პირებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამკურნალო საშუალებების დანიშნულებაზე; ე) სამკურნალო საშუალების ნიმუშების გავრცელება; ვ) სამკურნალო საშუალების დანიშვნის და/ან შესყიდვის სტიმულირების მიზნით საჩუქრები, თანხობრივი ან სხვა მატერიალური წახალისება, მომგებიანი წინადადებები; ზ) რეკლამის მიზნით, სამკურნალო საშუალებების დანიშნულებაზე და/ან დისტრიბუციაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრების სპონსორობა; თ) სამეცნიერო კონგრესების, სიმპოზიუმების და სხვა მსგავსი ღონისძიებების სპონსორობა, სადაც მონაწილეობას იღებენ სამკურნალო საშუალების დანიშნულებაზე პასუხისმგებელი პირები და დისტრიბუტორები, ნაწილობრივ მათი მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება. 2. წინამდებარე წესი არ ეხება: ა) წამლის გამოყენების ინსტრუქციას (მათ შორის ჩანართს); ბ) საქმიან მიმოწერას, რომელსაც თან ახლავს კონკრეტული პრეპარატის შესახებ რაიმე განმარტების მქონე არასარეკლამო ხასიათის საბუთები; გ) ფაქტოგრაფიულ, ინფორმაციული ხასიათის პროსპექტებს და საცნობარო მასალას, რომელშიც ასახულია მაგალითად: შეფუთვის ცვლილებები, გაფრთხილება გვერდითი მოქმედებების თაობაზე, გარდა ამისა სავაჭრო კატალოგებს და პრეისკურანტებს, თუ მათში არ არის დასკვნა და მტკიცებულება კონკრეტული პრეპარატის შესახებ; დ) ჯანმრთელობის და/ან დაავადების შესახებ ინფორმაცია, თუ მასში არ არის პირდაპირი ან ირიბი მითითება კონკრეტულ სამკურნალო საშუალებაზე.     მუხლი 3🔗. რეკლამის ძირითადი პრინციპები სამკურნალო საშუალების რეკლამა უნდა იყოს ესთეტიკური გემოვნებით შესრულებული, ზუსტი, გასაგები, მხოლოდ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის დროს დადასტურებული ობიექტური ინფორმაციის ამსახველი, მაღალი ეთიკური კრიტერიუმების შესაბამისი, რათა: ა) გამოირიცხოს სამკურნალო საშუალების გადაჭარბებული შეფასება; ბ) არ იყოს შენიღბული და დამაბნეველი.     მუხლი 4🔗. რეკლამის აუცილებელი კრიტერიუმები რეკლამირებისას აუცილებელია ნათლად აისახოს, რომ: ა) რეკლამირებული პროდუქტი სამკურნალო საშუალებაა; ბ) ინფორმაცია სარეკლამო ხასიათისაა.     მუხლი 5🔗. სარეკლამო განცხადება სარეკლამო განცხადება შეიძლება იყოს სრული – შეიცავდეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას, ან იყოს შემახსენებელი და შეიცავდეს მე-6 მუხლის მე-5 პუქტში მითითებულ ინფორმაციას.     მუხლი 6🔗. რეკლამა მოსახლეობისათვის 1. მოსახლეობისათვის სამკურნალო საშუალებების რეკლამირებისას იკრძალება: ა) არარეგისტრირებული; ბ) რეცეპტით გასაცემი; გ) ოფიცინალური და მაგისტრალური რეცეპტით აფთიაქში მომზადებული, სამკურნალო საშუალებების რეკლამა. 2. აკრძალვა არ ეხება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელ ვაქცინაციას. 3. მოსახლეობისათვის სამკურნალო საშუალებების რეკლამა, როგორც წესი, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სამკურნალო საშუალების დასახელება (არსებობისას გენერიკული სახელწოდებაც); ბ) აქტიური ინგრედიენტების ჩამონათვალი; გ) ჩვენებები, სიფრთხილის ზომები, გვერდითი ეფექტები და სხვა მნიშვნელოვანი გაფრთხილებები; დ) სწორი გამოყენება; ე) პროდუქციის დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის დასახელება და იურიდიულ მისამართი. 4. რეკლამაში მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი წარწერა, სამკურნალო საშუალებების მიღებამდე მისი გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით გაცნობის აუცილებლობის თაობაზე. 5. შემახსენებელი სარეკლამო განცხადება უნდა მოიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა) სამკურნალო საშუალების დასახელება, არსებობისას გენერიკული სახელწოდების მითითებით; ბ) აქტიური ინგრედიენტების ჩამონათვალი; გ) მკაფიოდ გამოყოფილ წარწერას, რომ სამკურნალო საშუალების მიღებამდე, აუცილებელია გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით გაცნობა; დ) პროდუქციის დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის დასახელებას და იურიდიულ მისამართს. 6. რეკლამაში არ უნდა იყოს მასალა, რომელიც ირწმუნება, ან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ: ა) სამედიცინო კონსულტაცია ან/და ქირურგიული მკურნალობა არ არის საჭირო, (მაგალითად კონკრეტულ დიაგნოზზე არის პირდაპირი შეთავაზება სამკურნალო საშუალებისა, ან მკურნალობა ელ.ფოსტით და ა.შ.); ბ) ეფექტი გარანტირებულია, სამკურნალო საშუალებას არა აქვს გვერდითი მოქმედებები; გ) სარეკლამო სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ეფექტი ეკვივალენტურია ან აღემატება სხვა მკურნალობის მეთოდის ან სხვა სამკურნალო საშუალების ეფექტს; დ) სამკურნალო საშუალების მიღებისთანავე გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა; ე) სამკურნალო საშუალების მიუღებლობის შემთხვევაში მოხდება ჯანმრთელობის გაუარესება (აღნიშნული არ ვრცელდება ვაქცინაციის რეკლამაზე); ვ) სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ ან ძირითადად ბავშვებისთვის; ზ) წარმოდგენილი ინფორმაცია მეცნიერების, სამედიცინო მუშაკების ან იმ პირთა რეკომენდაციებია, რომელთა საქვეყნოდ ცნობილი გვარების გამო, შეიძლება მოხდეს სამკურნალო საშუალებების მოხმარების სტიმულირება; თ) სამკურნალო საშუალება თანაბრდება საკვებ პროდუქტებთან, კოსმეტიკურ ან სხვა ფართო მოხმარების საგნებთან; ი) სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება და ეფექტურობა განპირობებულია მისი ბუნებრივი წარმოშობით; კ) დაავადების მიმდინარეობის დეტალური აღწერა, რამაც შესაძლოა განაპირობოს არასწორი თვითდიაგნოზირება; ლ) არასწორი ან დამაბნეველი ტერმინოლოგიის გამოყენებით გამოჯანმრთელების დაპირების თაობაზე: მ) ავადმყოფობით, ტრამვით ან სამკურნალო საშუალებების მოქმედებით გამოწვეული ცვლილებების მცდარი ილუსტრირება ან/და არასწორი, დამაბნეველი ტერმინოლოგიის გამოყენება; ნ) შეხსენება, რომ სამკურნალო საშუალება რეგისტრირებული და/ან სერტიფიცირებულია.     მუხლი 7🔗. რეკლამა სამედიცინო მუშაკებისთვის 1. ნებისმიერი რეკლამა, რომელიც გამიზნულია სამკურნალო საშუალებების დანიშნულებაზე პასუხისმგებელი სამედიცინო პერსონალისათვის და სამკურნალო საშუალებების დისტრიბუტორებისათვის, უნდა მოიცავდეს: ა) ობიექტურ და დამატებით ინფორმაციას, კერძოდ,- ა.ა) სამკურნალო საშუალების დასახელებას (არსებობისას გენერიკულ სახელწოდებას);- ა.ბ) ფარმაცევტული პრეპარატის ფორმას; ა.გ) ყველა აქტიური ინგრედიენტის დასახელებას; ა.დ) მწარმოებელი ქარხნის, ქვეყნის და არსებობისას რეგისტრაციის უფლების მქონე სხვა სუბიექტის დასახელებას; ა.ე) საქართველოში რეგისტრაციის დროს დამტკიცებული გამოყენების ჩვენებებას; ა.ვ) უკუჩვენებებს; ა.ზ) გვერდითი მოვლენებს, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, სხვა წამლებთან ურთიერთქმედებას; ა.თ) დოზირებას; ა.ი) შეფუთვის მოცულობას; ა.კ) მოწოდების სპეციფიკურობას; ა.ლ) ფასის შესახებ (დასაშვებია პირობით ერთეულებში); ბ) სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციას. 2. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, თანამედროვე, სარწმუნო, სამეცნიერო თვალსაზრისით საკმარისად სრული, რათა რეკლამის მომხმარებელმა შეძლოს შეაფასოს სამკურნალო საშუალების თერაპიული ღირებულება. 3. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ციტატას, ცხრილს და სხვა საილუსტრაციო მასალას უნდა მიეთითოს საინფორმაციო წყარო (მაგ. კონკრეტული სამედიცინო ჟურნალი, სამეცნიერო ნაშრომი და ა.შ.) და, სავალდებულო წესით, უნდა იყოს ორიგინალური წყაროს აუტენტური. 4. სამედიცინო პერსონალისათვის და სამკურნალო საშუალებების დისტრიბუტორებისათვის გამიზნული სარეკლამო ინფორმაციის მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომლობა – დაცული უნდა იყოს.     მუხლი 8🔗. სამკურნალო საშუალების რეკლამის დამკვეთი 1. სამკურნალო საშუალების რეკლამის დამკვეთი შეიძლება იყოს მხოლოდ ფარმაცევტული დაწესებულება – ფარმაცევტული წარმოება, ფარმაცევტული ბაზა ან/და შესაბამისად მათი წარმომადგენელი (წარმომადგენლობა). 2. რეკლამის დამკვეთი პასუხისმგებელია რეკლამის შესაქმნელად წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე. 3. რეკლამის დამკვეთი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მის მიერ დაკვეთილი რეკლამის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან; ბ) ფლობდეს: ბ.ა) მათ მიერ დაკვეთილ ყველა სარეკლამო მასალას (ან მათ ასლებს); ბ.ბ) სარეკლამო მასალის დამატებებს და ცვლილებებს (ან მათ ასლებს); ბ.გ) რეკლამის მწარმოებლების და გამავრცელებლების, გავრცელების პირველი თარიღის, პერიოდულობის და ჯერადობის თაობაზე ზუსტ ინფორმაციას. გ) მოთხოვნისთანავე მიაწოდოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს და მის ტერიტორიულ ორგანოებს მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.     მუხლი 9🔗. ფარმაცევტული დაწესებულების სამედიცინო წარმომადგენელი ფარმაცევტული დაწესებულების წარმომადგენელი (შემდგომში – წარმომადგენელი), უნდა იყოს სათანადოდ განსწავლული, უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების, ფლობდეს სამკურნალო საშუალებების შესახებ მეცნიერულ (ფარმაკოლოგიურ, ფარმაცევტულ) ინფორმაციას, ფარმაციის და რეკლამირების მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, რათა უზრუნველყოს სამკურნალო საშუალებების შესახებ ზუსტი და შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაციის დადგენილი წესით გავრცელება.     მუხლი 10🔗. ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული სიმპოზიუმები, კონგრესები და მათი მსგავსი ზეპირი ურთიერთობების ღონისძიებები (შემდგომში – ღონისძიება), თუკი, თუნდაც ნაწილობრივ, ფინანსირდება ფარმაცევტული დაწესებულების მიერ, აუცილებელია: ა) თავიდანვე აღინიშნოს სპონსორები; ბ) ამგვარი შეხვედრების შედეგად მიღებული ბეჭდვითი, აუდიოვიზუალური და ელექტრონული ვერსიები უნდა ზუსტად ასახავდეს გამოსვლების და მსჯელობების შინაარსს; გ) მიღებები, საჩუქრები ან/და სტუმართმოყვარეობის სხვა ფორმები, ძირითად მიზანთან შედარებით უნდა იყოს მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელო; დ) ღონისძიებაზე ექიმების დასასწრებად ნებისმიერი მხარდაჭერა არ უნდა იყოს განპირობებული სამკურნალო საშუალების დანიშვნის და მიმოქცევის გაზრდის (შემდგომში – ,,წინწაწევის”) რაიმე ვალდებულებით; ე) ღონისძიებაზე გამომსვლელების/მომხსენებლებისთვის ჰონორარების (გონივრულ ზღვრებში) და ე.წ. ჯიბის ხარჯების, მათ შორის ტრანსპორტის ხარჯის გადახდა ჩვეულებრივი და საჭირო პრაქტიკაა, მაგრამ უნდა გამოირიცხოს იმ პირთა სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მოწვეულ პირებს აცილებენ.     მუხლი 11🔗. სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის წახალისება 1. დაუშვებელია, პროდუქციის წინწაწევის მოტივაციით, სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის გაუმართლებელი ფინანსირება, ან ნებისმიერი სხვა ფორმით მატერიალური წახალისება, ასევე მათ მიმართ მოჭარბებული სტუმართმოყვარეობა, შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტულმა პერსონალმა არ უნდა მიიღოს ამგვარი წახალისება. 2. სტუმართმოყვარეობა, როგორც სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი საშუალება, უნდა იყოს მისაღები და აუცილებლად მეორეხარისხოვანი, შეხვედრის მთავარ მიზანთან შედარებით. 3. სამკურნალო საშუალების დანიშვნაზე პასუხისმგებელი პირებისთვის: ა) უფასო ნიმუშების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იმ პირობით, რომ მათი ღირებულება უმნიშვნელოა და აქვთ გასაცნობი ხასიათი; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ნიმუშების გადაცემა დაუშვებელია. 4. სამკურნალო საშუალების დანიშვნაზე პასუხისმგებელი პირებისთვის უფასო ნიმუშების გადაცემის შემთხვევაში სავალდებულოა: ა) უფასო ნიმუში იყოს საქართველოში რეგისტრირებული მინიმალური სტანდარტული შეფუთვის სახით; ბ) შეზღუდული ოდენობით; გ) ნიმუშზე აღნიშნული იყოს ,,უფასო ნიმუში, აკრძალულია გაყიდვა.”; დ) უფასო ნიმუშების მომწოდებელმა უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლი და აღრიცხვა; ე) ნიმუშს ახლდეს გამოყენების ინტრუქცია. 5. წარმომადგენლები სამკურნალო საშუალებების გავრცელების მიზნით, ყოველი ვიზიტისას ვალდებულნი არიან გასცენ დამსწრეებზე სამკურნალო საშუალების(ების) გამოყენების ინსტრუქცია.