საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების წესის შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2004
ძალის დაკარგვა 23.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.030.006712
გამოქვეყნების წყარო სსმ, 108, 30/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 1 | სახელი, გვარი |
| 2 | დაბადების ადგილი, თარიღი |
| 3 | პირადობის მოწმობის ნომერი |
| 4 | ოჯახური მდგომარეობა |
| 5 | საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი |
| 6 | განათლება (როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) |
| როდიდან | როდემდე |
| სპეციალობა | კვალიფიკაცია |
| ენა | კითხვა |
| როდიდან როდემდე | ორგანიზაციის - დაწესებულების დასახელება |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.030.006.712
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №116
2004 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების წესის შესახებ
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს რა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას, დიპლომატიური კადრების მომზადებას, გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ზრუნავს კადრების რეზერვის შექმნისათვის.
2. კვალიფიციური დიპლომატიური კადრების მომზადების მიზნით, სამინისტრო სტაჟირების გასავლელად იღებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს, ზრუნავს მათი პროფესიული დონის ამაღლების, დიპლომატიური უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და მათი დახვეწისათვის, ქმნის უცხო ენების ცოდნის დონის გასაღრმავებლად საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანო) ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 4🔗
1. სტაჟიორად მიიღება:
ა) უმაღლესი განათლების მქონე პირი;
ბ) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი.
მუხლი 5🔗
1. სტაჟიორად მიიღება პირი, რომელიც წარმოადგენს დახასიათება-შუამდგომლობას შესაბამისი სასწავლებლიდან ან სამუშაო ადგილიდან.
2. სტაჟიორად მიღება ასევე შეიძლება მოხდეს შესაბამისი ორგანიზაციიდან (ინსტიტუტი, სამუშაო ადგილი) შუამდგომლობის გარეშეც, კანდიდატის განცხადების საფუძველზე, მასში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან და შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗
კანდიდატი, რომელიც აპირებს სტაჟირების გავლას საგარეო საქმეთა სამინისტროში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფუძვლიანად უნდა ფლობდეს არანაკლებ ერთ უცხო ენას;
ბ) სათანადოდ უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა;
გ) ზოგადად უნდა ერკვეოდეს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
მუხლი 7🔗
კანდიდატმა კადრების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) დახასიათება ან რეკომენდაცია;
ბ) განცხადების ფორმა სტაჟირების შესახებ (დანართი №1);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა ინსტიტუტიდან;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ორი ფოტოსურათი.
მუხლი 8🔗
1. კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
4. მინისტრს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის მიღების შესახებ მისი კონკურსზე გასვლის გარეშე.
მუხლი 9🔗
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, როგორც წესი, არ აღემატება შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 10%-ს.
მუხლი 10🔗
1. სტაჟირებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საბჭო ატარებს სტაჟიორთან გასაუბრებას, განიხილავს მის მიერ წარმოდგენილ – სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებულ რეცენზირებულ რეფერატს პოლიტიკურ და საერთაშორისო პრობლემატიკაზე, აგრეთვე იმ ქვედანაყოფის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.
2. საბჭო ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) რიცხავს სტაჟიორს სამინისტროს სტაჟიორთა მონაცემთა ბაზაში;
ბ) რეკომენდაციას უწევს სტაჟიორს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
გ) 3 თვემდე უგრძელებს სტაჟირების ვადას.
3. კონკურსში მონაწილეთა მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობის დაკავებისას უპირატესობა ენიჭება კონკურსის იმ მონაწილეს, რომელმაც სტაჟირება გაიარა სამინისტროს სისტემაში.
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 11🔗
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ბ) ისარგებლოს სამინისტროს ბიბლიოთეკით;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და შეხვედრებში;
დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში.
მუხლი 12🔗
სტაჟიორს უფლება აქვს საბჭოს წინაშე დააყენოს საკითხი მისი სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების გაგრძელების შესახებ.
თავი IV
სტაჟიორის ვალდებულებები
მუხლი 13🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მისთვის მიცემული ყველა დავალება;
გ) შეისწავლოს დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტებისა და წერილების მომზადების სპეციფიკა;
დ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი.
თავი V
სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 14🔗
სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 15🔗
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებების გამოყენებას.
მუხლი 16🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია კვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია კადრების დეპარტამენტს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
სტაჟირების საბჭო
მუხლი 17🔗
1. სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების საბჭო.
2. სტაჟირების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კადრების დეპარტამენტი.
3. საბჭოს შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილისა და წევრებისაგან.
4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და სხდომის მდივანი.
6. საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით გაიცემა მოწმობა სტაჟირების გავლის შესახებ.
თავი VII
სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 18🔗
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
მუხლი 19🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროს სისტემაში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.
დანართი №1
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
განაცხადი სტაჟირებაზე
ფოტოსურათი
1
სახელი, გვარი
2
დაბადების ადგილი, თარიღი
3
პირადობის მოწმობის ნომერი
4
ოჯახური მდგომარეობა
5
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6
განათლება (როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
როდიდან
როდემდე
სასწავლებლის დასახელება
ფაკულტეტი
7. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
8. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)
სპეციალობა
კვალიფიკაცია
დიპლომის №
9. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
10. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
11. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ
ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა
12. შრომითი საქმიანობა
როდიდან როდემდე
ორგანიზაციის - დაწესებულების
დასახელება
თანამდებობა
ხელმოწერა -----------------------
შევსების თარიღი --------------------------