საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.02.2006
ძალის დაკარგვა 28.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.008183
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 23/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ენა | კითხვა |
| როდიდან როდემდე | ორგანიზაციის, დაწესებულების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.11.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-25.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 51.0pt 44.95pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.008.183.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №68
2006 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 სექტემბრის №116 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების წესის შესახებ”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2🔗.
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს რა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას, დიპლომატიური კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ზრუნავს კადრების რეზერვის შექმნისათვის.
2. კვალიფიციური დიპლომატიური კადრების მომზადების მიზნით, სამინისტრო სტაჟირების გასავლელად იღებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს, ზრუნავს მათი პროფესიული დონის ამაღლების, დიპლომატიური უნარ-ჩვევების გამომუშავების და მათი დახვეწისათვის.
მუხლი 3🔗.
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები, ტერიტორიულ ორგანო) ამ დებულებით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 4🔗.
1. სტაჟიორად მიიღება:
ა) უმაღლესი განათლების მქონე პირი;
ბ) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი.
მუხლი 5🔗.
1. სტაჟიორად მიიღება პირი, რომელიც წარმოადგენს დახასიათება-შუამდგომლობას შესაბამისი სასწავლებლიდან ან სამუშაო ადგილიდან.
2. სტაჟიორად მიღება ასევე შეიძლება მოხდეს შესაბამისი ორგანიზაციიდან (ინსტიტუტი, სამუშაო ადგილი) შუამდგომლობის გარეშეც, კანდიდატის განცხადების საფუძველზე, მასში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან და შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗.
კანდიდატი, რომელიც აპირებს სტაჟირების გავლას საგარეო საქმეთა სამინისტროში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფუძვლიანად უნდა ფლობდეს არანაკლებ ორ უცხო ენას;
ბ) სათანადოდ უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა;
გ) ზოგადად უნდა ერკვეოდეს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
მუხლი 7🔗.
კანდიდატმა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუ-თები:
ა) დახასიათება ან რეკომენდაცია;
ბ) განცხადების ფორმა სტაჟირების შესახებ (დანართი №1);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ორი ფოტოსურათი.
მუხლი 8🔗.
1. კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა;
3. გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
4. მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის მიღების შესახებ მისი კონკურსზე გასვლის გარეშე.
მუხლი 9🔗.
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს ცენტრალურ აპარტში, როგორც წესი, არ აღემატება შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 20%-ს.
მუხლი 10🔗.
1. სტაჟირებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საბჭო ატარებს სტაჟიორთან გასაუბრებას, განიხილავს მის მიერ წარმოდგენილ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებულ, რეცენზირებულ რეფერატს პოლიტიკურ და საერთაშორისო პრობლემატიკაზე, აგრეთვე იმ ქვედანაყოფის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას.
2. საბჭო ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) რიცხავს სტაჟიორს სამინისტროს სტაჟიორთა მონაცემთა ბაზაში;
ბ) რეკომენდაციას უწევს სტაჟიორს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
გ) 3 თვემდე უგრძელებს სტაჟირების ვადას, სტაჟიორის თანხმობით.
3. კონკურსში მონაწილეთა მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობის დაკავებისას უპირატესობა ენიჭება კონკურსის იმ მონაწილეს, რომელმაც სტაჟირება გაიარა სამინისტროს სისტემაში.
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 11🔗.
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ბ) ისარგებლოს სამინისტროს ბიბლიოთეკით;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სის-ტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და შეხვედერებში;
დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საქართველოში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებში.
მუხლი 12🔗.
სტაჟიორს უფლება აქვს საბჭოს წინაშე დააყენოს საკითხი მისი სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების გაგრძელების შესახებ.
თავი IV
სტაჟიორის ვალდებულებები
მუხლი 13🔗.
სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მისთვის მიცემული ყველა დავალება;
გ) შეისწავლოს დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტებისა და წერილების მომზადების სპეციფიკა.
დ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი.
თავი V
სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 14🔗.
სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 15🔗.
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებების გამოყენებას.
მუხლი 16🔗.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია კვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
სტაჟირების საბჭო
მუხლი 17🔗.
1. სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების საბჭო.
2. სტაჟირების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
3. საბჭოს შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
4. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილისა და წევრებისაგან.
5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
6. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და სხდომის მდივანი.
7. საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით გაიცემა მოწმობა სტაჟირების გავლის შესახებ.
თავი VII
სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 18🔗.
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ დებულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 19🔗.
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროს სისტემაში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
თავი VIII
გარდამავალი დებულება
მუხლი 20🔗.
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძა-ნებით.
9. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
10. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
11. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ
ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა
12. შრომითი საქმიანობა
როდიდან როდემდე
ორგანიზაციის, დაწესებულების
დასახელება
თანამდებობა
ხელმოწერა -----------------------
შევსების თარიღი --------------------------