,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №128
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” დებულების მე-2 მუხლის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №70, მუხ. 53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:
1. მე-2 მუხლის 1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 და ა2 ქვეპუნქტები:
,,ა1) უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;”.
,,ა2) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტებსა და საგამოცდო ცენტრებს.”.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 და ი1 ქვეპუნქტები:
,,ა1) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;”.
,,ი1) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №128. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.220.007199.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №128, 28.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.220.007199 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1359828/