საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2006
ძალის დაკარგვა 23.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.030.008124
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.05.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt 56.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.030.008.124
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №35
2006 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 სექტემბრის №115 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებზე.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანი
კომისიის საქმიანობის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებთან კანდიდატის ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს ტესტური და წერითი ნამუშევრების გასწორებას;
გ) აფიქსირებს გამოსაცდელის მხრიდან წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს კანდიდატის ან მოხელის გამოცდიდან მოხსნის შესახებ;
დ) ადასტურებს ტესტის პასუხებისა და წერითი ნამუშევრების შემოწმებისას კანდიდატის ან მოხელის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში წარუდგენს მას საპრეტენზიო კომისიას;
ე) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებთან;
ვ) წარუდგენს მინისტრს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;
ზ) წარუდგენს მინისტრს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს.
მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის შემადგენლობაში მათი თანხმობით შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები.
6. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტაცია.
მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიის წევრთა ანაზღაურების პირობები და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწინლების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
მუხლი 6🔗. საპრეტენზიო კომისია
1. საპრეტენზიო კომისია იქმნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად.
2. საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
3. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შიეძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
6. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
10. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია შეადგინოს გამოვლენილი ხარვეზის შესახებ ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინადადება წარუდგინოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება ერთი დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება.
თავი III
კონკურსი
მუხლი 7🔗. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ვაკანტური თანამდებობებზე დასანიშნად მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა და მათზე რეზერვის ფორმირება.
მუხლი 8🔗. კონკურსი
1. კონკურსის დროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ადგენს კანდიდატის კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2. კონკურსი ტარდება 2 ტურად:
ა) პირველ ტურში ტარდება წერითი გამოცდები უცხო ენებში და ქართულ ენაში;
ბ) მეორე ტურზე ჩატარდება გასაუბრება.
მუხლი 9🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პირველი სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 10🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. სამდივნოს უფროსსა და წევრებს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნო უზურნველყოფს:
ა) დადგენილ ვადებში კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას;
ბ) წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;
გ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტურ თანამდებობაზე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში კანდიდატთა რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
დ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას;
ე) გაწეული საქმიანობის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ანგარიშის წარდგენას;
ვ) კონკურსში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბარათისა და პირადობის მოწმობის მეშვეობით;
ზ) საგამოცდო დარბაზში მონაწილე კანდიდატებისათვის ადგილების მიკუთვნებას შესაბამისი ნომრის გაცემით;
თ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების საგამოცდო ტესტებისა და ნამუშევრების გადაცემას და შენახვას;
ი) კანდიდატთა ტესტირებისა და წერითი გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;
კ) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;
ლ) კონკურსის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში კანდიდატის ინფორმირებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;
მ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია კანდიდატის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.
5. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 11🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 12🔗. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კონკურსის თაობაზე შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში განცხადებასთან ერთად სამდივნოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
გ) ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) შრომის წიგნაკი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამხედრო ბილეთი და მისი ასლი ან საქართველოს მოქმედი კანონდებლობით სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება ივსება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე.
3. საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი, მისი სარეგისტრაციო ნომერი, ბარათის გაცემის თარიღი და სამდივნოს უფროსის ხელმოწერა, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა პირმა განაცხადი. სარეგისტრაციო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგენს პირის გამოცდაზე ან/და გასაუბრებაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლის 13. განცხადების შეცვლის უფლება
კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს თავისი განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად მხოლოდ მე-12 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
თავი IV
ატესტაცია
მუხლი 14🔗. ატესტაციის მიზანი
ატესტაციის მიზანია მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 15🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირები
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) რეზერვში ჩარიცხული პირები.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან პრემიერ-მინისტრი;
ბ) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირები;
გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 16🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკონკუროსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ატესტაციას ექვემდებარება მომდევნო წელს.
მუხლი 17🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი №1).
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს წერითი გამოცდის, ტესტირებისა და/ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
5. ატესტაცია ტარდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
6. მოხელის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი ატესტაციისათვის, ხოლო არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით მოხელე იღებს უარყოფით შეფასებას.
თავი V
ტესტირება
მუხლი 18🔗.ტესტირება
1. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების (შემდგომში – ტესტი) ფორმით.
2. ტესტირება ტარდება წინასწარ დამტკიცებული საკონკურსო-საატესტაციო პროგრამის შესაბამისად.
3. საკონკურსო-საატესტაციო პროგრამას ამტკიცებს მინისტრი და იგი ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლის 19. საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადება
1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულება ან ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. ტესტის ნიმუში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე.
მუხლი 20🔗. საკონკურსო-საატესტაციო ტესტი
1. ტესტი შედგება კითხვებისაგან.
2. ტესტის ყოველი კითხვა შედგება ორი ნაწილის – უშუალოდ კითხვისა და სავარაუდო პასუხებისგან, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი პასუხი.
3. გამოსაცდელს ევალება პასუხების ფურცელზე აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული მხოლოდ ერთი პასუხი.
მუხლი 21🔗. ტესტის შეფასება
1. ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.
2. ტესტის მინიმალური შეფასება არის – 0.
3. კანდიდატს არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი საგამოცდო დარბაზს დატოვებს ტესტთან ერთად, ტესტი შეფასდება 0 ქულით.
4. თუ გამოსაცდელი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი შეფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით.
მუხლი 22🔗. ტესტირების დრო
1. ტესტირებისათვის გამოსაცდელს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი, რომლის გასვლის შემდეგაც გამოსაცდელი ვალდებულია სამდივნოს წარმომადგენელს ჩააბაროს ტესტი.
2. გამოსაცდელის მიერ ტესტის შევსებისათვის დადგენილი დროის გადაცდენის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და ტესტი შეფასდება 0 ქულით.
3. დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას გამოსაცდელი მიიღებს ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე.
მუხლი 23🔗. ტესტის დარიგების წესი
1. ტესტური გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი პასუხების ფურცელთან ერთად.
2. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია, დაზიანებულია, ან კონვერტის მთლიანობა სხვაგვარად იწვევს ეჭვს, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, კონვერტის გახსნამდე, განუცხადოს ამის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია აღარ მიიღება.
მუხლი 24🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი
ტესტური გამოცდის დაწყებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნისა და პასუხების ფურცლის შევსების მეთოდიკა, ასევე სხვა პროცედურული საკითხები.
მუხლი 25🔗. დამხმარე მასალის გამოყენების აკრძალვა
1. ტესტირებაზე დასაშვებია მხოლოდ ავტოკალმის შეტანა.
2. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება დამხმარე მასალის ან ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრის (წევრების) მიერ მოიხსნება ტესტირებიდან და მისი ტესტი შეფასდება 0 ქულით.
3. გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრი (წევრები) და სამდივნოს წევრი.
მუხლი 26🔗. ტესტირებაზე გამოცხადების დრო
1. ტესტირების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომელიც მითითებული იქნება სარეგისტრაციო ბარათზე.
2. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სარეგისტრაციო ბარათი.
3. მოხელეპირადობის დამადასტურებელი საბუთის, ხოლო კანდიდატი პირადობის დამადასტურებელი საბუთის და სარეგისტრაციო ბარათის გარეშე, აგრეთვე დაგვიანებით გამოცხადებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 27🔗. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები
1. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, ასევე ტესტირების მსვლელობისას გამოსაცდელის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ უფლებას ართმევს გამოსაცდელს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსაცდელის გამოუცხადებლობის, ასევე ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოტივი მხედველობაში არ იქნება მიღებული.
მუხლი 28🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელი იღებს ადგილის ბარათს და ამ ბარათის ნომრის მიხედვით იკავებს ადგილს საგამოცდო დარბაზში.
2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრის (წევრების) მიერ მოიხსნება გამოცდიდან, მისი ტესტი კი ფასდება 0 ქულით, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.
მუხლი 29🔗. საჯაროობა გამოცდების ჩატარებისას
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ შეიძლება მეთვალყურეებად დაშვებულ იქნენ საზოგადოების წარმომადგენლები.
2. მეთვალყურეები აკრედიტაციას გადიან სამდივნოში გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი დღისა.
3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. მათ არა აქვთ ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის მიერ დათხოვნილ იქნება საგამოცდო დარბაზიდან.
4. ტესტირებისას საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ საკონკურსო-სატესტაციო კომისიისა და სამდივნოს წევრები, ასევე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირები. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით (გარდა კანდიდატების, საკონკურსო-სატესტაციო კომისიისა და სამდივნოს წევრებისა), საშვებს გასცემს სამდივნო, საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 30🔗. ტესტირების ჩაბარება
1. კანდიდატის მიერ ტესტირება ჩაბარებულად ითვლება, თუ მან შემოთავაზებული ტესტების 75%-ს და მეტს გასცა სწორი პასუხი.
2. დადებითი შეფასების მიღებისას გამოსაცდელი დაიშვება მომდევნო ეტაპზე.
მუხლი 31🔗. ტესტირების შედეგების შემოწმება
1. ტესტების პასუხები მოწმდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ან მოწვეული სპეციალისტის მიერ კომისიის წევრის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა საშუალების მეშვეობით.
2. ტესტის გასწორების დროს დაცულ უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ისე გამომცდელის ანონიმურობა, კომისიის წევრისთვის უცნობია, თუ ვის ტესტს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისთვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
3. ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.
თავი VI
წერითი გამოცდა
მუხლი 32🔗. წერითი გამოცდა
1. წერითი გამოცდის მიზანია გამოსაცდელების მიერ ქართული და უცხო ენების ცოდნის, ამ ენებზე ინფორმაციის გადმოცემისა და ზოგადი ანალიტიკური აზროვნების გამოვლენა.
2. წერითი გამოცდა ტარდება სამ ეტაპად:
ა) პირველ ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა გამოსაცდელის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ ერთ-ერთ უცხო ენაში;
ბ) მეორე ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა გამოსაცდელის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ მეორე უცხო ენაში;
გ) მესამე ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა ქართულ ენაში.
3. წერითი გამოცდის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული დადებითი შეფასების მიხედვით, გამოსაცდელი დაიშვება გამოცდის მომდევნო ეტაპზე.
მუხლი 33🔗. წერითი გამოცდის შედეგები
1. წერით გამოცდაზე მიღებულ ქულათა მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100-ს, ხოლო მინიმალური ოდენობა – 0-ს;
2. დადებითი შეფასების მიღებად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი მოაგროვებს 70 და მეტ ქულას.
მუხლი 34🔗. წერითი გამოცდის ჩაბარების დრო
წერითი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 90 წუთი. დროის გადაცილების შემდეგ კომისიისთვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება – 0.
მუხლი 35🔗. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი
წერითი გამოცდის დაწყებამდე კომისიის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელს, უხსნის მას ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
მუხლი 36🔗. საგომოცდო ბილეთის გამოცხადება
1. წერითი გამოცდის დაწყებამდე კომისიის წევრს საგამოცდო დარბაზში შემოაქვს დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ბილეთები და გახსნის მას კომისიის წევრთა და გამოსაცდელთა თანდასწრებით.
2. კომისიის ერთ-ერთი წევრი კითხულობს საგამოცდო ბილეთის საკითხებს.
მუხლი 37🔗. წერითი ნამუშევრის გასწორება
1. წერითი გამოცდის დამთავრების შემდეგ თითოეული გამოსაცდელი წერით ნამუშევარს აბარებს სამდივნოს წარმომადგენელს.
2. წერითი ნამუშევრის გასწორება ხდება კომისიის წევრების მიერ ანონმურად: გასწორების დროს გამსწორებლისათვის უცნობია, თუ ვის ნაწერს ასწორებს. ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი წერითი ნამუშევარი.
თავი VII
გასაუბრება
მუხლი 38🔗. გასაუბრება და მასში მონაწილეობაზე უფლებამოსილი პირები
1. გასაუბრება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატის და/ან მოხელის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური და/ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის გამოსაცდელები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წერითი გამოცდები და/ან ტესტირება.
3. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში, ასევე აუდიო- და/ან ვიდეოჩანაწერებში.
მუხლი 39🔗. კონკურსის დროს გასაუბრებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვისა და შეფასების წესი
1. გამოსაცდელის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს გამოსაცდელის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.
2. კონკურსის დროს გასაუბრებისას კანდიდატის შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ მაქსიმუმ 100 ქულით, მინიმუმ 0 ქულით.
3. კომისიის წევრების მიერ თითოეული კანდიდატის ქულებით შეფასება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის წევრი.
4. კომისიის წევრების მიერ კანდიდატის შეფასებასთან დაკავშირებით შევსებული სპეციალური ბლანკები გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს წევრს ქულების დაჯამებისა და საბოლოო ქულის გამოთვლის მიზნით.
5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე.
6. ქულების გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).
7. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ქულები მიიღეს, კენჭისყრისა და გადაწყვეტილებიის მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლით.
8. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც კანდიდატი გაივლის მხოლოდ გასაუბრების ეტაპს, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 40🔗. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგები
1. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
2. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
4. გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა კონკურსის შედეგები უნდა ეცნობოს კანდიდატს წერილობით.
5. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო-საატესტაციო კომისია წამოაყენებს კანდიდატურას ან უარს ამბობს კანდიდატურის წარმოდგენაზე.
6. საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
7. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის ალტერნატირული ვარიანტი.
მუხლი 41🔗. ატესტაციის დროს გასაუბრებისას კომისიის მიერ მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის დროს გასაუბრებისას კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მის დახასიათებას და უპასუხებს კომისიის წევრების შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.
2. ატესტაციისას კენჭისყრის და გადაწვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლით.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება არადიპლომატიურ თანამდებობაზე გადაყვანას;
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება ჩამოქვეითებას;
ვ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
ზ) უნდა დარჩეს რეზერვში;
თ) გამოყვანილ უნდა იქნეს რეზერვიდან.
4. კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა თითოეულ მოხელეზე ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
5. ატესტაციის შედეგები შეიტანება საატესტაციო ფურცელში (დანართი №2), რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს.
6. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ორი დღის ვადაში, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.
მუხლი 42🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები მისი ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში მოხსენდება მინისტრს.
2. მინისტრი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დიპლომატიური რანგისა და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 43🔗. ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებული დავები
დავა, რომელიც წარმოიშობა ატესტაციის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის შედეგების გამო, შეიძლება გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
მოხელეთა რეზერვი
მუხლი 44🔗. მოხელეთა რეზერვი
1. მოხელეთა რეზერვი არის იმ პირთა შესახებ მონაცემების ერთობლიობა, რომლებიც თავისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით წარმოადგენენ რეალურ კანდიდატებს დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, თანხმობის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მოხელემ, რომელსაც სურს რეზერვში ჩარიცხვა, უნდა წარმოადგინოს განცხადება რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და შრომის წიგნაკი.
მუხლი 45🔗. რეზერვიდან დანიშვნის წესი
1. უფლებამოსილი დამნიშნავი პირი, რომელიც საჭიროებს მოხელეს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიას აცნობებს ვაკანსიის არსებობას, თანამდებობის დასახელების და მის დასაკავებლად წამოყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მინიშნებით.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ დამნიშნავ პირს უგზავნის რეზერვიდან ამონაწერს იმ პირის ან პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, აგრეთვე მათი ნამსახურობის ნუსხებს.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამის კანდიდატს მისი განცხადების საფუძველზე.
4. რეზერვში ჩარიცხულმა პირმა შეიძლება უარი განაცხადოს დანიშვნაზე კანონმდებლობის შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ დამნიშნავმა პირმა არ მოითხოვა რეზერვიდან წარმოდგენილი კანდიდატები ან არ გამოცხადდა კონკურსი კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად, შესაძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის შედეგებამდე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო დიპლომატიურ თანამდებობაზე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 46🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის წესი
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ქმნის შესაბამისი დაწესებულების მოხელეთა რეზერვს.
3. მოხელეთა რეზერვიდან პირის გამოყვანა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირი დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ბ) პირი გასამართლებულ იქნა განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
გ) პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ) პირს სასამართლოს მიერ ჩამოერთვა შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება.
ე) პირმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ვ) პირმა მიაღწია სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს;
ზ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
თ) პირის პირადი განცხადების საფუძველზე.
დანართი №1
საგარეო საქმეთა სამინისტროს
მოხელის დახასიათება
მოხელის გვარი, სახელი -----------------------------------------------------------------------------------------
დაკავებული თანამდებობა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ცნობები განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და როდის, აქვს თუ არა სამეცნიერო ხარისხი)
(ან აიმაღლა თუ არა კვალიფიკაცია და როდის)
მოხელის ფუნქცია, მოვალეობები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წახალისებები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უარყოფითი ჩვევები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------წინადადებები მოხელის შესაძლო თანამდებობრივი დაწინაურების ან სხვა სამუშაოზე გადაყვანის, დიპლომატიური რანგისა და საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ რეკომენდაციები ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმძღვანელის ხელმოწერა --------------------------------
თარიღი ----------------------
დანართი №2
საატესტაციო ფურცელი
1. ატესტაციის ჩატარების თარიღი ,,----------” -------------------------------------- 200 წელი
2. გვარი, სახელი --------------------------------------------------------------------------------------------------
3. დაბადების თარიღი --------------------------------------------------------------------------------------------
4. დაკავებული თანამდებობა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მუშაობის საერთო სტაჟი --------------------------------------------------------------------------------------
6. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ----------------------------------------------------------------
7. უკანასკნელი ატესტირების შედეგები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. კომისიის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მოხელის საქმიანობის შეფასება (დასკვნა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერები:
კომისიის თავმჯდომარე -----------------------------------------
კომისიის მდივანი ----------------------------------------------
გავეცანი ---------------------------------------------------
(მოხელის ხელმოწერა)