⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.12.2005)
გაუქმებულია:

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2004
ძალის დაკარგვა 01.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1211
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.006727
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 04/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,851 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2004 მიღება
01.12.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:G&G_Ilia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:16.0pt; font-family:G&G_Ilia;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.006.727 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1211 2004 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს №309 ბრძანებულებით განსაზღვრული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირების შემადგენლობით შეიქმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო. 2. დამტკიცდეს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს თანდართული დებულება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დანართი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს დებულება თავი I იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს მიზნები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილება     მუხლი 1🔗 ამ დებულების მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და მათ საქმიანობაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის დაწესების მიზნით ეფექტური და სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება.     მუხლი 2🔗 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შექმნის მიზნებია: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლება; ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის საზოგადოებრივი მონიტორინგი და შეფასება; გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირთა კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, მართლსაწინააღდეგო ქმედებათა გამოვლენა და პროფილაქტიკა; ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კორუფციისა და თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი ნორმების დარღვევის გამოვლენა; ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგი. თავი II საბჭოს მუშაობის წესი     მუხლი 3🔗 თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საბჭო ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.     მუხლი 4🔗 საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირები.     მუხლი 5🔗 1. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ქმნის შემდეგ კომიტეტებს: ა) დისციპლინური; ბ) პატიმართა ჯანმრთელობის დაცვის; გ) სოციალური რეაბილიტაციის და განათლების; დ) საფინანსო ზედამხედველობის; ე) პენიტენციარული რეფორმების, პოლიტიკისა და საკანონმდებლო. 2. თითოეული კომიტეტი შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს საბჭოს ნორმალური ფუნქციონირების პირობებს.     მუხლი 6🔗 საბჭოს სხდომებს შორის საბჭოს უფლებამოსილებას ახორციელებენ კომიტეტები.     მუხლი 7🔗 საბჭოსთვის მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.     მუხლი 8🔗 1. საბჭო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის, იქ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 3 თვეში ერთხელ – იუსტიციის მინისტრს, ხოლო 6 თვეში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს აწვდის ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ. 2. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ, თუ საბჭოს მიერ რაიმე სხვა გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. 3. სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს განსახილველად. 4. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მიმართ იუსტიციის სამინისტროს სამოქმედო პოლიტიკასთან დაკავშირებით.     მუხლი 9🔗 1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. თავმჯდომარე 1 წლის ვადით აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან საჯარო სხდომაზე წევრთა უმრავლესობის მიერ. თავმჯდომარის ხელმეორედ არჩევა შეზღუდული არ არის. 2. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. 3. სხდომას იწვევს თავმჯდომარე. 4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს: იუსტიციის მინისტრს, თავმჯდომარეს, საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5. 5. თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საბჭოს საქმიანობას; ბ) თავმჯდომარეობს სხდომას; გ) ადგენს სხდომის დღის წესრიგს და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას; დ) უზრუნველყოფს და ზედამხედველობს საბჭოს რეკომენდაციათა აღსრულებას; ე) ზედამხედველობს საბჭოს წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას. 6. საბჭოს სხდომების მომზადებას ხელმძღვანელობს მდივანი, რომელის არჩევაც ხდება საჯარო სხდომაზე საბჭოს შემადგენლობიდან. 7. საბჭოს მდივანი: ა) ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას; ბ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას; გ) ადგენს სხდომის ოქმს.     მუხლი 10🔗 1. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან: ა) ჯეროვნად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები; ბ) დაიცვან საბჭოს საქმიანობის დადგენილი პროცედურები და ქცევის ნორმები. 2. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) უფლებამოსილების ვადის გასვლა; ბ) ნებაყოფლობითი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე; გ) უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; დ) გარდაცვალება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება; ვ) მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა; ზ) საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურების და ქცევის ნორმების დარღვევა; თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრაზე დაყენების უფლება აქვს საბჭოს არანაკლებ სამ წევრს. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებული რეკომენდაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება მინისტრს, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების შეწყვეტის შესახებ – პრეზიდენტს.     მუხლი 11🔗 1. საბჭოს სხდომები ღიაა. საბჭოს უფლება აქვს დახურულად გამოაცხადოს სხდომა. სხდომის დახურვის შემთხვევაში მიიღება დასაბუთებული გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. 2. სხდომის მასალები ოთხი დღით ადრე დაეგზავნებათ საბჭოს წევრებს. ეს წესი არ მოქმედებს საგანგებო სხდომის დანიშვნის დროს. 3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის 1/3. 4. საბჭოს რეკომენდაციის მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭოს წევრს, თუ იგი არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება წერილობით დაურთოს რეკომენდაციას, რომელიც უნდა წარედგინოს იუსტიციის მინისტრს. 5. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.     მუხლი 12🔗 1. თავისი მიზნების განხორციელებისას საბჭოს წევრი უფლებამოსილია: ა) ჩაატაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი ნებისმიერ დღეს და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილებისა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, სხვადასხვა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით; ბ) მოახდინოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან კანონდარღვევების ისეთი ფაქტების გამოვლენა, როგორიცაა: თავისუფლებააღკვეთილ პირთა დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა; წამება ან/და ღირსების შემლახველი მოპყრობა; იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური ინსპექციის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლის კანონის დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება; გ) გაუწიოს ზედამხედველობა, რამდენად მიზნობრივად და ეფექტურად ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების მიერ რესურსების გამოყენება. მოითხოვოს თავის მუშაობაში ექსპერტების ჩართვა; დ) მიიღოს საჩივრები; ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამდებობის პირთა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელთა მიერ დაშვებულ კანონდარღვევებზე დააყენოს საკითხი საბჭოს დისციპლინურ კომიტეტზე; ვ) წარუდგინოს სათანადო რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების ორგანოების იმ თანამშრომელთა მიერ კანონის დარღვევის გამო, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია პატიმრებთან და მსჯავრდებულებთან; ზ) წარუდგინოს რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს ფინანსური მართვისა და კონტროლის გაუმჯობესების შესახებ, შიდა აუდიტის პოლიტიკის, სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის სრულყოფის შესახებ და გონივრულ ვადაში მიიღოს მისგან დასაბუთებული პასუხი; თ) კონტროლი გაუწიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სახსრებს, რესურსებსა და ოპერაციებს; ადამიანური, ფინანსური და ფიზიკური რესურსების გამოყენების მარგი ქმედების ზრდასა და ხარჯების ეფექტურობას; დაწესებულებეში კორუფციის პრევენციისა და მისი გამოვლენის გაადვილებისათვის აუცილებელი ფინანსური მართვისა და კონტროლის, აგრეთვე შიდა აუდიტის სტანდარტებისა და პროცედურების დადგენას; ი) გაუწიოს მონიტორინგი იუსტიციის სამინისტროს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებების საჭიროებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; კ) საქმის განხილვისას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებრივ, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოებისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან, ასევე კერძო პირისაგან მიიღოს საქმისათვის ფასეული ნებისმიერი ინფორმაცია ან გაეცნოს ნივთიერ მტკიცებულებას; აგრეთვე გამოიძახოს შესაბამისი საჯარო მოსამსახურეს და ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოიწვიოს კერძო პირი, რომლისგანაც მოსალოდნელია საქმისათვის ფასეული ინფორმაციის მიღება.     მუხლი 13🔗 1. იუსტიციის მინისტრი საბჭოს ან საბჭოს კომიტეტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მისი შესრულების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის შემთხვევაში წარმოადგენს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. 2. საბჭოს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის დაყენების შემთხვევაში, საბჭოს მოთხოვნით იუსტიციის მინისტრი უშუალოდ ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მეშვეობით უზრუნველყოფს არანაკლებ ორი კვირის ვადით აღნიშნული თანამშრომლის უფლებამოსილების შეჩერებას საქმის გარემოებათა საბოლოოდ შესწავლამდე. საქმის გარემოებათა საბოლოოდ შესწავლის ორ კვირაზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი საბჭოს მოთხოვნით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ვადით აღნიშნული თანამშრომლის უფლებამოსილების შეჩერების ვადის გაგრძელების ან გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის შემთხვევაში წარმოადგენს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. თავი III საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის საკითხის დაყენების წესი     მუხლი 14🔗 1. საბჭოს დისციპლინური კომიტეტი იუსტიციის მინისტრის წინაშე დისციპლინური დევნის აღძვრის საკითხს აყენებს შემოსული საჩივრის საფუძველზე ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურის გათვალისწინებით. 2. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. 3. საჩივარში მიეთითება: ა) სამართალდარღვევის ფაქტი (მისი არსი, ჩადენის ადგილი და დრო); ბ) სამართალდამრღვევის ვინაობა; გ) მომჩივანის ვინაობა. 4. მოწმეების არსებობის შემთხვევაში, საჩივარში აგრეთვე მიეთითება მათი ვინაობა. 5. მომჩივანი პირის მოთხოვნის საფუძველზე დაუშვებელია მისი, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული პირების ვინაობის გამჟღავნება.     მუხლი 15🔗 1. საჩივარი წარმოებაში მიიღება საბჭოს დისციპლინურ კომიტეტში შეტანიდან ხუთი დღის ვადაში. 2. დისციპლინური კომიტეტი საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში მიიღებს რეკომენდაციას და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს. 3. დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, თუ: ა) დარღვეულია საჩივრის წარდგენის პირობები; ბ) საქმე სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული; გ) საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსეობისას მომჩივანს მიეცემა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.     მუხლი 16🔗 1. საჩივრის წარდგენიდან 5 დღის ვადაში დისციპლინური კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივრის მიღების ან არმიღების თაობაზე. 2. წარმოდგენილი საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ ან საბჭოს წევრის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დისციპლინური კომიტეტი 2 კვირის ვადაში იხილავს საქმეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გაზარდოს საქმის განხილვის ვადა. 3. საქმის შემდგომი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეგზავნება დაინტერესებულ მხარეებს. საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეებს უნდა ეცნობოთ უარის თქმის მიზეზი. 4. დისციპლინური კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში გადაუგზავნის განხილვის მასალებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან გენერალურ პროკურატურას.  5. დისციპლინური კომიტეტი ნიშნავს საქმეზე მოსმენას. მოპასუხე მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოემზადოს მოსმენისთვის; მოსმენაზე ორივე მხარე უფლებამოსილია წარმოადგინოს მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და მისცეს ჩვენებები რათა სრულად წარმოაჩინოს საქმის ნამდვილი ვითარება. 6. საფუძვლიანი მოთხოვნის შემთხვევაში დისციპლინურ კომიტეტს უფლება აქვს საქმის მოსმენაზე გამოიძახოს და ჩართოს მესამე პირები, მიიღოს მათგან ახსნა-განმარტებები და სხვა სახის მტკიცებულებები. 7. თუ ერთი და იგივე ინციდენტი რამდენიმე სუბიექტს შეეხება, ან არსებობს რამდენიმე საჩივარი ერთი და იმავე პირის მიმართ, მხარეთა თანხმობით დისციპლინურ კომიტეტს უფლება აქვთ გააერთიანოს საქმეები. 8. საქმის განხილვისას აღმოჩენილი მტკიცებულებები, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები თან უნდა დაერთოს საქმეს და ხელმისაწვდომი იყოს მოსმენაში მონაწილე მხარეებისთვის.     მუხლი 17🔗 1. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ვალდებულნი არიან დისციპლინურ კომიტეტს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ. ინფორმაციის არმიწოდება და აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში იუსტიციის თანამშრომლის არგამოცხადება იწვევს მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას და საჭიროების შემთხვევაში გათავისუფლებას. 2. პირადი საქმის შემოწმების და საქმეში მონაწილე მხარეთა მოსმენის შემდეგ დისციპლინური კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ წარედგინოს იუსტიციის მინისტრს რეკომენდაცია. დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ რეკომენდაციის წარდგენაზე ინფორმაცია გადაეცემა საქმეში მონაწილე მხარეებს.