„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2001
ძალის დაკარგვა 23.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 310150000.11.115.005103
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 28/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“ დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.103
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №113
2001 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
მ. ადეიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“ დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. სტატუსი
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის შექმნის საფუძველი
1. ადმინისტრაცია შექმნილია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, საქართველოს კანონით, საზღვაო კოდექსით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა მონაწილეა საქართველო.
3. ადმინისტრაციას აქვს საკუთარი ემბლემა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
4. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, შავშეთის ქ., 284517, თბილისის წარმომადგენლობა განლაგებულია: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ. №12., 380060.
თავი II
მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის მიზნები და ფუნქციები ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში
1. ადმინისტრაცია ახორციელებს:
ა) სახელმწიფო იურისდიქციას და კონტროლს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სოციალურ საკითხებში;
ბ) სახელმწიფო ზედამხედველობას ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვაზე, სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადაზიდვაზე, ზღვის დაბინძურების თავიდან აცილებაზე და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების, ხელშეკრულებებისა და დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ნორმების შესრულებაზე განურჩევლად ყველა სამოქალაქო გემისათვის;
გ) სახელმწიფო ზედამხედველობას ზღვაზე ადამიანების სიცოცხლისა და გემების გადარჩენასთან დაკავშირებული საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის სამუშაოებზე;
დ) ზედამხედველობას საქართველოს სამაშველო-სამძებრო რაიონში ჩაძირული ქონების ამოღებასა და შენახვაზე;
ე) ორგანიზაციას და სახელმწიფო კონტროლს უწევს საქართველოს სამაშველო-სამძებრო რაიონში ნაოსნობას, სალოცმანო მომსახურებას, ამ ზონაში ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევას, საქართველოს ნავსადგურებში გემების შესვლა-გამოსვლის რეგისტრაციას;
ვ) ზოგად საზღვაო საკადრო პოლიტიკას;
ზ) სახელმწიფო ზედამხედველობას და რეგულირებას მეზღვაურთა მომზადების და გადამზადების სისტემაზე, საზღვაო სპეციალისტების აღრიცხვას, საკვალიფიკაციო მოწმობების, საზღვაო დიპლომებისა და მეზღვაურების წიგნაკების გაცემას;
თ) საქართველოს სამაშველო-სამძებრო რაიონში სახელმწიფო კონტროლს საზღვაო სანავიგაციო აღჭურვილობის, სისტემის, შუქურების და შუქნიშნების გამართულ მუშაობაზე.
2. ადმინისტრაცია ქმნის:
ა) სახელმწიფო საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო კონტროლის სისტემას, მათ შორის, ნავსადგურების კაპიტნის სამსახურებს;
ბ) მეზღვაურთა მომზადების და დიპლომების ერთიან სისტემას.
მუხლი 4🔗. ფუნქციები და მიზნები სახელმწიფო საზღვაო პოლიტიკისა და ეკონომიკის დარგში
1. ადმინისტრაცია ახორციელებს:
ა) სამართლებრივ უზრუნველყოფას და სახელმწიფო ზედამხედველობას საზღვაო ნაოსნობის სფეროში მოქმედი კანონებისა და კონვენციების შესრულებასა და გამოყენებაზე, საზღვაო ტრანსპორტსა და ნავსადგურებში ნორმატიული აქტების დაცვაზე;
ბ) ერთიან სახელმწიფო საზღვაო პოლიტიკას ნაოსნობის უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სფეროში;
გ) საკანონმდებლო წინადადებების, რეკომენდაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების, დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზაციას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკის რეგულირებას კომპეტენციის ფარგლებში;
ე) გემების საქართველოს სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, ყველა სამოქალაქო გემის რეგისტრაციას და ნაოსნობისათვის აუცილებელი შესაბამისი მოწმობების გაცემას;
ვ) საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას, სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას და კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობას, საზღვაო დარგთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთებისათვის საჭირო სამუშაოებს;
ზ) დარგის საგარეო-ეკონომიკური სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრას, მომსახურებაზე, სამუშაოთა დარგის პროდუქციაზე ქვეყნის შიგა და საგარეო მოთხოვნათა შესწავლას, დარგში საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულებას, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში კომპანიებისათვის დახმარებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას საქართველოს ეკონომიკური ზონისა და კონტინენტალური შელფის გამოყენებაზე;
ი) დარგის სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, გრძელვადიანი პროგნოზის საფუძველზე პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრას და დარგში ერთიანი საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის რეალიზაციაზე ხელშეწყობას;
კ) დარგის ტექნოლოგიური განვითარებისა და მეცნიერული უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობას, სამეცნიერო კვლევების კოორდინირებას, დარგობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამებისა და პროექტების ექსპერტიზას, კომპლექსურ-მიზნობრივი საზღვაო პროგრამების შემუშავებას;
ლ) ახალი საწარმოებისა და ობიექტების მშენებლობის პროექტების შემუშავების, ტექნიკური გადაიარაღების, მოქმედი საწარმოებისა და ობიექტების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის პროექტების განხილვას;
მ) დარგის ინტერესებიდან გამომდინარე საზღვარგარეთის ქვეყნებთან, ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობისათვის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას, მათი განხორციელების ხელშეწყობას, დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას და ამასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციას;
ნ) პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, კონკურენციის ხელშეწყობას, დარგში მონოპოლიური კანონმდებლობის დაცვას, ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების მომზადებას და შესაბამის ღონისძიებებს;
ო) დარგობრივი საინფორმაციო ბანკის, საინფორმაციო სისტემების შეძენის ორგანიზაციულ ღონისძიებებს და მათი დანერგვის სამუშაოებს;
პ) საზღვაო ტრანსპორტის დარგში შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციების დაფუძნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
ადმინისტრაციის მართვის ორგანოების შექმნის წესი, კომპეტენცია და წარმომადგენლობა
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა:
1. ადმინისტრაციის თავმჯდომარე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. საზღვაო ინსპექცია – ადმინისტრაციის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციის მიზნებს და ფუნქციებს ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში.
3. რეგულირების სამმართველო – ადმინისტრაციის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციის ფუნქციებს და მიზნებს სახელმწიფო საზღვაო და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების სფეროში.
4. ადმინისტრაციული პერსონალი – ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის თავმჯდომარე
1. ადმინისტრაციის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სპეციალური საზღვაო განათლება, საზღვაო ტრანსპორტის დარგში 3000 და მეტი საერთო ტევადობის გემებზე შორეული ნაოსნობის კაპიტნად მუშაობის გამოცდილება, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ადმინისტრაციის თავმჯდომარე პერსონალურად აგებს პასუხს ადმინისტრაციის საქმიანობაზე, მოქმედებს დამოუკიდებლად საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი დებულების ფარგლებში.
4. ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში უფლება აქვს თავისი უფლებამოსილების შესრულება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს.
5. ადმინიტრაციის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის აპარატის თანამშრომლებს და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრავს ხელფასის ფონდს.
6. ადმინისტრაციის თავმჯდომარე ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს გადაწყვეტილებებს.
7. ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარე წარმოადგენს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას.
8. ადმინისტრაციის თავმჯდომარე საზღვაო დარგში შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად ქმნის კომისიებს, კონტრაქტის საფუძველზე სამუშაოდ იზიდავს სპეციალისტებს.
9. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის აპარატი
1. თავისი ფუნქციებს შესასრულებლად ადმინისტრაციას გააჩნია შესაბამისი აპარატი.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი სპეციალური საზღვაო განათლება და საზღვაო ტრანსპორტის დარგში მუშაობის გამოცდილება.
3. დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათანადო რეზოლუციის მოთხოვნებს.
4. ადმინისტრაციის აპარატის ძირითად ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სპეციალური საზღვაო განათლება და საზღვაო ტრანსპორტის დარგში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის კომპეტენცია
1. ადმინისტრაციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საზღვაო დარგში დასაქმებული საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების დაცვაზე კონტროლი, მათ მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულებაზე და დადგენილი წესით, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესაბამისად სხვა ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის დარღვევებისათვის გაატაროს ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი მათი პასუხისმგებლობის შესახებ;
ბ) დადგენილი წესით შეიმუშაოს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;
გ) საზღვაო დარგში კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალა;
დ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ორგანოებში საქართველოს საზღვაო დარგთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, წარადგინოს შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანმხებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები, შეიტანოს წინადადებები საზღვაო დარგის განვითარებისა და დარგის საწარმოების პრივატიზების პროექტების შესახებ;
ვ) ადმინისტრაციის თანამშრომლებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვთ იმყოფებოდნენ საქართველოს ნავსადგურების ობიექტებზე, აგრეთვე გემებზე, რომელიც ცურავენ საქართველოს სახლმწიფო დროშით და ნებისმიერ გემზე, რომელიც იმყოფება შავი ზღვის საქარათველოს პასუხისმგებლობის ზონაში მისი კუთვნილების ფორმის მიუხედავად;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა ჩაუტაროს და დადგენილი წესით შეუთანხმოს საზღვაო დარგთან დაკავშირებული ობიექტების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტრლი
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო ახორციელებს ადმინისტრაციის საქმიანობაზე კონტროლს და უფლება აქვს ადმინისტრაციის თავმჯდომარეს მის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებით მოსთხოვოს ანგარიში.
თავი IV
ადმინისტრაციის ბიუჯეტი
მუხლი 10🔗. ბიუჯეტის დაფინანსების წყარო
1. ადმინისტრაციას გააჩნია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი ბიუჯეტი, რომელსაც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წარდგენით ყოველწლიურად ამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო.
2. თავისი ფუნქციების შესასრულებლად ადმინისტრაციას გააჩნია ანგარიშები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში და დამოუკიდებელი ბალანსი.
3. ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტის ფორმირება ხდება სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროებით.
თავი V
ადმინისტრაციის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა
დებულებაში ცლილებების შეტანა წარმოებს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.