⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.07.2003)
გაუქმებულია:

”საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.12.2001
ძალის დაკარგვა 24.07.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №114
სარეგისტრაციო კოდი 310120000.11.115.005104
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 28/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,457 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2001 მიღება
24.07.2003 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (14)
1 შემოსავალი
2 ექვემდებარება გადარიცხვას
3 ფაქტობრივად გადარიცხულია
4 გადასახდელი თანხა (სტრ.II – სტრ.III)
გემის საერთო ტევადობა საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე
<= 500 1.7 აშშ დოლარი
501-5000 0.38 აშშ დოლარი
5001-10000 0.22 აშშ დოლარი
10001-50 000 0.13 აშშ დოლარი
50 000 >= 0.07 აშშ დოლარი
იახტები და კატარღები (სანაპირო ნაოსნობის) 250 აშშ დოლარი
იახტები და კატარღები (საოკიანო ნაოსნობის) 500 აშშ დოლარი
შენიშვნა: გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად
N მაჩვენებლების დასახელება
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

”საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:37.3pt 1.0in 53.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.005.104 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება №114 2001 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი ”საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე ”ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ”საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან. მ. ადეიშვილი დებულება ”საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მოცემული დებულება შემუშავებულია ”ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების შესაბამისად, საზღვაო დარგის თვისობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით. 2. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საფასურს, რომელიც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაციის) ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.     მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) საანგარიშო პერიოდი – 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წელიწადი; ბ) შემოსავალი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ს გარეშე) და სხვა შემოსავლები საწარმოს ხარჯების დასაფარავად (სუბსიდია, საბიუჯეტო ასიგნებები და სხვა); გ) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები (შემდგომში საწარმო) - ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან საწარმოო, სატრანსპორტო, სასწავლო, სასწავლო-საწვრთნელი პროფილის და საკონსულტაციო საქმიანობას, ტვირთებისა და გემების ინსპექტირებას, მეზღვაურთა სამუშაოდ დაქირავებას (შემდგომში – „ქრუინგი“) და საზღვაო ტრანსპორტზე და ნავსადგურებში ყველა სახის მომსახურებას; დ) სატრანსპორტო საქმიანობა – საზღვაო ტრანსპორტის პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის გადაზიდვას, ნავსადგურებში ტვირთების დატვირთვას/გადმოტვირთვას, საქართველოს ნავსადგურებში გემთმფლობელებისა და მათი გემების მომსახურებას, გემებზე სამუშაოდ მეზღვაურთა დაქირავებას, მეზღვაურთა მომზადებას და გადამზადებას, საკონსულტაციო, საინსპექციო და საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას.     მუხლი 3🔗. საფასურის გადამხდელები რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან: 1. საზღვაო ნავსადგურები – ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ფოთის საზღვაო ნავსადგური, სუფსის ნავსადგური, ყულევის საზღვაო ტერმინალი, სოხუმის საზღვაო ნავსადგური; 2. კომპანიები – იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში. 3. საქართველოს რეზიდენტი გემთმფლობელები. 4. საქართველოს არარეზიდენტი გემთმფლობელები, რომელთა გემები რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში და საქართველოს არარეზიდენტის მიერ საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო კომპანიები. 5. საქართველოს რეზიდენტი საზღვაო სააგენტო კომპანიები. 6. საქართველოს რეზიდენტი საქრუინგო კომპანიები. 7. საზღვაო სასწავლო და სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებები. 8. საქართველოში მოქმედი საკვალიფიკაციო საზოგადოებები. 9. საკონსულტაციო და საინსპექციო პროფილის კომპანიები. 10. კერძო სალოცმანო კომპანიები.     მუხლი 4🔗. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობა მისი გაანგარიშება და გადახდის წესი 1. ამ პუნქტში ჩამოთვლილი საწარმო სუბიექტების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური განისაზღვრება მათ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 1%-ის ოდენობით: ა) საზღვაო ნავსადგურები – ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ფოთის საზღვაო ნავსადგური, სუფსის ნავსადგური, ყულევის საზღვაო ტერმინალი, სოხუმის საზღვაო ნავსადგური; ბ) სატრანსპორტო ოპერატორები – კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ნავსადგურებში, ახორციელებენ მე-2 მუხლში გათვალისწინებულ საქმიანობას და წარმოადგენენ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებს; გ) საქართველოს რეზიდენტის სანაოსნო კომპანიები; დ) საქართველოს რეზიდენტი საზღვაო სააგენტო კომპანიები; ე) საქართველოს რეზიდენტი საქრუინგო კომპანიები; ვ) საზღვაო სასწავლო და სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებები; ზ) კერძო სალოცმანო კომპანიები; თ) საქართველოში რეგისტრირებული საკლასიფიკაციო და საინსპექციო საზოგადოებები. 2. არარეზიდენტი გემთმფლობელებისათვის და არარეზიდენტის მიერ რეგისტრირებული სანაოსნო კომპანიებისათვის ერთიანი სახელმწიფო საზღვაო პოლიტიკის გატარების, ნაოსნობის უსაფრთხოების და მეზღვაურთა მომზადება-გადამზადების სტანდარტების რეგულირების მიზნით საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემების მიმართ რეგულირების ყოველწლიური საფასური განისაზღვრება დანართი 1-ის შესაბამისად. ამ საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან ამავე მუხლის ”გ“ ქვეპუნქტში მოყვანილი საქართველოს რეზიდენტი კომპანიები. 3. უცხოელი გემთმფლობელები, რომელთა 500 და მეტი საერთო ტევადობის გემები შემოდიან საქართველოს ნავსადგურებში, ნაოსნობის უსაფრთხოების, სამაშველო ოპერაციების, ექსპლუატაციის წესების მოთხოვნათა შესრულების რეგულირებისათვის – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1974 წლის კონვენციის ”ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1994 წლის ცვლილებების (თავი XI, მუხლი მე-4) მოთხოვნების შესაბამისად – საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, გემთმფლობელის აგენტის მეშვეობით, ყოველთვიურად უხდიან ყოველწლიურ რეგულირების საფასურს შემდეგი ფორმულის მიხედვით: ა) 100 აშშ დოლარი X 1 წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში განხორციელებული ყოველ გემთშემოსავალზე; ბ) თანხა გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. 4. რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე და ადმინისტრაცია განკარგავს ამ თანხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. შემოსავლებს განეკუთვნება როგორც ფულადი, ასევე სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი. 7. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიანგარიშება ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე: ა) გასული საანგარიშო პერიოდის მიხედვით ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ჩაითვლება ყოველი მომდევნო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული საფასურის თანხაში; ბ) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელის მიერ წლიურ ბალანსში შემოსავლების ასახვის შემდგომი რეგულირების ყოველწლიურ საფასურის თანხაც შესაბამისად კორექტირდება. 8. რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდა წარმოებს არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვეში – 20 აპრილამდე, 20 ივლისამდე, 20 ოქტომბრამდე და 20 იანვრამდე. 9. ”ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეგულირების ყოველწლიური საფასური შეიტანება მომსახურების ტარიფში, რითაც მფლობელს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები.     მუხლი 5🔗. ადმინისტრაციასა და საწარმოებს შორის ანგარიშსწორება 1. საწარმოები ვალდებული არიან: ა) სამეწარმეო სუბიექტები ყოველკვარტალურად წარუდგინონ ადმინისტრაციას ანგარიში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადარიცხვის შესახებ დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე; ბ) კომპანია, რომელიც ახორციელებს რამდენიმე სახის საქმიანობას ყოველ მათგანზე იღებს სათანადო ნებართვას, ხოლო რეგულირების საფასურის გადახდა წარმოებს საერთო შემოსავლებიდან ყოველწლიურად; გ) ადმინისტრაციასთან მოახდინონ ურთიერთშედარება რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2. ურთიერთშედარება ადმინისტრაციასა და გადამხდელ სამეწარმეო გადამხდელ სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს 6 თვის – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე და წლიური – არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლამდე.     მუხლი 6🔗. გადამხდელის პასუხისმგებლობა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადის დარღვევისათვის საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. საწარმოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, პროფილის შეცვლა ან საქმიანობის შეწყვეტა 1. საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგენს ინფორმაციას რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე. 2. საწარმოს მიერ საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 არარეზიდენტი გემთმფლობელებისათვის და არარეზიდენტის მიერ რეგისტრირებული სანაოსნო კომპანიების რეგულირების ყოველწლიური საფასური: გემის საერთო ტევადობა საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე <= 500 1.7 აშშ დოლარი 501-5000 0.38 აშშ დოლარი 5001-10000 0.22 აშშ დოლარი 10001-50 000 0.13 აშშ დოლარი 50 000 >= 0.07 აშშ დოლარი იახტები და კატარღები (სანაპირო ნაოსნობის) 250 აშშ დოლარი იახტები და კატარღები (საოკიანო ნაოსნობის) 500 აშშ დოლარი შენიშვნა: გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად დანართი №2 წარედგინება ყოველკვარტალურად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას საანგარიში პერიოდის 25 რიცხვამდე ა ნ გ ა რ ი შ ი საწარმოების მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ 200 _________ წლის ________________________ თვისათვის ლარებში N მაჩვენებლების დასახელება საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდში საანგარიშო წლის დასაწყისიდან გასული წლის შესაბამის პერიოდში 1 2 3 4 5 6 1 შემოსავალი 2 ექვემდებარება გადარიცხვას 3 ფაქტობრივად გადარიცხულია 4 გადასახდელი თანხა (სტრ.II – სტრ.III) ხელმძღვანელი _____________________ __________________________________                                         (ხელმოწერა)               (სახელი, გვარი, ტელეფონი) შემსრულებელი _____________________________ __________________________________                                              (ხელმოწერა)                              (სახელი, გვარი, ტელეფონი) მთავარი ბუხჰალტერი ________________________ ______________________________                                                      (ხელმოწერა)                    (სახელი, გვარი, ტელეფონი)  ”______“ _______________ 200 წ.