აქცინერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „საქენერგორემონტის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 26 ივნისს, დღის 15 საათზე, ქ.თბილისში, დაბა ზაჰესში, კასკადის ქ. №1 მოწვეულია სააქციო საზოგადოება „საქენერგორემონტის“ აქციონერთა საერთო კრება.
სს „საქენერგორემონტის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 6 ივნისი.
დღის წესრიგი:
1, სააქციო საზოგადოების იურიდიული მისამართის შეცვლა;
2. სხვა საკითხები.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციებს უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
აქციონერებს კრებაში თავიანთი მონაწილეობის უფლება შეუძლიათ შეამოწმონ სააქციო საზოგადოება „საქენერგორემონტის“ აქციათა რეესტრის მწარმოებელთან შპს „კაპიტალ-რეგისტრისთან“, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.
მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №55.
ტელ: 23-03-84