საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.09.2004
ძალის დაკარგვა 31.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №263/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.006728
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 10/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:63.8pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.728
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №263/ნ
2004 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებით დამტკიცებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 2 აპრილის №86/ნ ბრძანება (სსმ III, 10.04.02 წ., №33).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. დეპარტამენტს აქვს გერბიანი ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საკუთარი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში.
4. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 0064, გიორგი ჩიტაიას ქუჩა №17.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანი
დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ მოქალაქეების გაწვევის და დასაქმების ორგანიზაცია, რომელთაც სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა მოიხადონ სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწვევი მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:
ა.ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ-არასამხედრო შრომით ფორმირებებში;
ა.ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;
ა.გ) ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ;
ა.დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში;
ა.ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში;
ა.ვ) მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილ და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობის სამსახურში;
ა.ზ) სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის, მოსავლის აღების დროს სეზონურ სამუშაოზე და სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე;
ა.თ) საქართველოს სამხედრო ძალების სამშენებლო-სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე;
ა.ი) სხვა სამსახურებსა და არასამხედრო შრომით ფორმირებებში;
ბ) საქმიანობისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადება-გადამზადება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა;
გ) საზღვარგარეთის და საერთაშორისო ანალოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მოვალეობები და უფლებები
დეპარტამენტის მოვალეობებია:
ა) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევა, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე;
ბ) საქართველოს მასშტაბით მოიძიოს დამატებითი სამუშაო ადგილები, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაცია;
დ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულს, მის გამწვევ ორგანოს და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას, მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე გაუგზავნოს შესაბამისი ცნობა;
ე) ჩაატაროს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მონიტორინგი;
ვ) დადგენილი წესით თავისი საქმიანობის შედეგები დროულად წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) უზრუნველყოს დეპარტამენტის მუშაკთა შრომისა და მატერიალურ-სოციალური პირობების სისტემატურად გაუმჯობესების ორგანიზაცია.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ყოველწლიურად შეიმუშაოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხა, დაინტერესებული უწყებებიდან წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;
გ) განიხილოს გამწვევი კომისიებიდან შემოსული განცხადებები და მოქალაქეთა საჩივრები;
დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაავრცელოს ინფორმაცია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფუნქციონირების შესახებ;
ე) დადოს ხელშეკრულებები დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამინისტროების სისტემის დაწესებულებებთან;
ვ) დადოს ხელშეკრულება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასთან და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი მოქალაქის დასაქმების თაობაზე;
ზ) უცხო ქვეყნების ანალოგიური სამსახურების გამოცდილების შესწავლის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, პერიოდულად მიავლინოს დეპარტამენტის თანამშრომლები საზღვარგარეთ და შესაბამისად მიიღოს უცხოელი სპეციალისტები.
3. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დაამტკიცოს დეპარტამენტის შინაგანაწესი (მინისტრთან შეთანხმებით).
მუხლი 5🔗. ეკონომიკური ურთიერთობები
1. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. დეპარტამენტის სახსრები გამოიყენება:
ა) მისი ძირითადი საქმიანობისათვის, მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსებისათვის, დადგენილი გადასახადებისა და ანარიცხების გადასახდელად სხვა მატერიალური ხარჯების დასაფარად;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად;
გ) თანამშრომელთა წახალისებისათვის.
3. დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტის ქონებას წარმოადგენს მისთვის მფლობელობისა და სარგებლობისათვის დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მართვა და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს უშუალოდ ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დეპარტამენტის უფროსი ახორციელებს დეპარტამენტის საერთო ხელმძღვანელობას და პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს;
გ) დადგენილი წესით განაგებს დეპარტამენტის ქონებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს.
5. დეპარტამენტის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
6. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
7. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
8. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) გაწვევისა და დასაქმების სამმართველო;
ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო.
9. სამმართველოს უფროსი ახორციელებს სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობას და პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე.
10. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის უფროსი.
11 დეპარტამენტის სტრუქტურას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.