⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.06.2003)
გაუქმებულია:

ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2002
ძალის დაკარგვა 24.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №633
სარეგისტრაციო კოდი 170050000.11(1).060.005429
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 24/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,493 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2002 მიღება
24.06.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in .75in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.11.109.005.429 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №633 2002 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი  ნოტარიატის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები      მუხლი 1🔗 ნოტარიატის დეპარტამენტი (შემდგომ ტექსტში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც აგრეთვე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები      მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული აქტებით (დავალებებით).      მუხლი 5🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესასრულებლად: ა) მინისტრის დავალებით ამოწმებს ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონების, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების, აგრეთვე ნოტარიუსთა პალატის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, რისთვისაც გამოითხოვს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისმენს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოსაზრებებსა და წინადადებებს; ბ) ამზადებს წინადადებებს ნოტარიუსთა სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხზე ნოტარიუსთა პალატისადმი ზედამხედველობის დელეგირების შესახებ; გ) მინისტრის მიერ ზედამხედველობის განხორციელებისთვის ნოტარიუსებისაგან გამოითხოვს რეესტრებს, წიგნებსა და ზედამხედველობისათვის აუცილებელ სხვა მასალებს; დ) ნოტარიუსთა პალატასთან ერთად აკონტროლებს ნოტარიუსთა მიერ სანოტარო მოქმედებისთვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ე) სწავლობს საზღვარგარეთის ქვეყნების ნოტარიატის სისტემებს, ამზადებს ნოტარიატის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებსა და შეიმუშავებს წინადადებებს ნოტარიატის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისათვის; ვ) ხელს უწყობს ნოტარიატის სფეროში სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ზ) ხელს უწყობს ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ნოტარიატის ინტეგრაციის პროცესს; თ) მოსახლეობის სათანადო სანოტარო მომსახურების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აწვდის და იღებს ინფორმაციას ნოტარიატის სისტემის საქმიანობის გარშემო და აღნიშნულთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებს, რომელსაც წარუდგენს იუსტიციის მინისტრს; ი) მინისტრის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის კომპლექსურ შემოწმებას და შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნას წარუდგენს იუსტიციის მინისტრს; კ) ამზადებს დისციპლინური საქმის აღძვრის მასალებს, რისთვისაც წინასწარ ამოწმებს დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს და ითხოვს ნოტარიუსისგან წერილობით ახსნა-განმარტებას, ამზადებს დისციპლინური საქმის აღძვრის შესახებ ბრძანების პროექტს და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს; ლ) მომზადებულ მასალებს აცნობს ნოტარიუსს, რომლის მიმართაც საქმე აღიძრა, ისმენს მისგან დამატებით ახსნა-განმარტებას და მინისტრის შუამდგომლობის საფუძველზე აწარმოებს საქმის დამატებით შემოწმებას; მ) უზრუნველყოფს საქართველოს სანოტარო ბიუროთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას; ნ) ნოტარიუსის თხოვნისა და ნოტარიუსთა პალატის წინადადების საფუძველზე შუამდგომლობს იუსტიციის მინისტრის წინაშე ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე; ო) დადგენილი წესით, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წინადადების საფუძველზე, პრაქტიკის განზოგადებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებას ნოტარიუსის დამატებითი შტატის დაშვებისა და შესაბამისი სამუშაო უბნის განსაზღვრის, აგრეთვე არსებული შტატის გაუქმების მოზანშეწონილობის თაობაზე; პ) საზღვარგარეთ არსებული სამკვიდრო ქონების დასაცავად მისაღები ზომების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან; ჟ) ნოტარიუსთა საქმიანობის განზოგადებისა და ანალიზის მიზნით კვარტალურად გამოითხოვს ნოტარიუსებისაგან შესრულებული სანოტარო მოქმედების სტატისტიკურ ანგარიშებს; რ) ნოტარიუსთა პალატის გამგეობისგან გამოითხოვს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშებს; ს) ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნებისთვის თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან; ტ) ნოტარიუსის სამუშაოზე არყოფნის დროისათვის განიხილავს ნოტარიუსის ან ნოტარიუსთა პალატის შუამდგომლობით წარდგენილი ნოტარიუსის შემცვლელი პირის კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს; უ) განიხილავს ნოტარიუსობის მსურველი პირის კანდიდატურას და მისი სტაჟირების ან სხვა სამსახურებრივი საკითხის გადასაწყვეტად წინადადებას წარუდგენს მინისტრს; ფ) განიხილავს ნოტარიუსთა პალატის წინადადებას ნოტარიუსობის კანდიდატის სტაჟირების ვადის შეცვლის თაობაზე და წინადადებას წარუდგენს იუსტიციის მინისტრს; ქ) ამზადებს სარეკომენდაციო ბარათებს ნოტარიუსის საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე და აწვდის ნოტარიუსებს; ღ) ორგანიზებას უკეთებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და კონკურსის ჩატარებას, ნოტარიუსთა პალატასთან ერთად შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად საგამოცდო და საკონკურსო მოთხოვნების თაობაზე; ყ) ახდენს საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას; შ)  მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. თავი III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი      მუხლი 6🔗 დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ადმინისტრაციული ორგანოებისა და თანამდებობის პირთაგან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია და სხვა მასალა, მიმართოს მათ სამართლებრივი ურთიერთდახმარებისათვის; ბ) ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვოს დისციპლინურ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, აგრეთვე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის სხვა გადაწყვეტილებები; გ) მონაწილეობა მიიღოს ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო-საგამოცდო და საკონკურსო კომისიების მუშაობაში; დ) განახორციელოს სანოტარო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო ფუნქციები; ე) მინისტრის დავალებით დამატებით შეისწავლოს ნოტარიუსის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების აღძვრის საფუძველი; ვ) ნოტარიუსთა პალატის შუამდგომლობით მოამზადოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადება ნოტარიუსისათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე; ზ) ნოტარიუსთა პალატასთან ერთად მოამზადოს წინადადება უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის სანოტარო არქივის დაცვისა და გადაბარების თაობაზე; თ) მიიღოს ნოტარიუსებისაგან განცხადებები სამუშაოზე 5 დღეზე მეტი ვადით არყოფნისა და შვებულების თაობაზე; ი) განახორციელოს კანონმდებლობის საფუძველზე და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა       მუხლი 7🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინუირი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებებლია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; თ) ხელს აწერს საქართველოში გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ, საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტებს; ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტში არსებული ლეგალიზაციისათვის განკუთვნილი გერბიანი ბეჭდის შენახვასა და გამოყენებაზე; კ) როგორც მინისტრის წარმომადგენელი მონაწილეობს დისციპლინური კომისიის სხდომაზე საქმის განხილვაში და წარადგენს საკუთარ მოსაზრებას; ლ) მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ნოტარიატზე ზედამხედველობის სამმართველო (შემდგომ ტექსტში – სამმართველო). 2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 11🔗 სამმართველოს უფროსი: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის მიმართულებით დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში; ბ) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; გ) ორგანიზებას უკეთებს ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის კომპლექსურ შემოწმებებს და მონაწილეობს შესაბამისი კომისიის მუშაობაში; დ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას, ამზადებს და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს; ე) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს; ვ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ საშემსრულებლო დისციპლინისა და სამინისტროს შინაგანაწესის დაცვას; ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს.     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის უფროსის არყოფნის პერიოდში დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.     მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მრჩევლებითა და სპეციალისტებით, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მრჩეველი ლეგალიზაციის საკითხებში და მრჩეველი სტატისტიკისა და ანალიზის საკითხებში უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს.     მუხლი 14🔗 მრჩეველი ლეგალიზაციის საკითხებში აწარმოებს საზღვარგარეთ წარსადგენ საქართველოში გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტთა მიღებას, ამზადებს მათ სალეგალიზაციოდ და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს.     მუხლი 15🔗 მრჩეველი სტატისტიკისა და ანალიზის საკითხებში ახორციელებს ნოტარიუსებისაგან კვარტალურად მიღებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავებას, ახდენს სანოტარო პრაქტიკის განზოგადებას, ამზადებს წინადადებებს ნოტარიატის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისათვის.       მუხლი 16🔗 დეპარტამენტის საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით. თავი IV. დასკვნითი დებულება        მუხლი 17🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.