⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №188 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.03.2004
ძალის დაკარგვა 05.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №188
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,392 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2004 მიღება
05.03.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №188 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 27.0pt 27.0pt 27.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                     190.010.000.11.117.006.426 საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ბრძანება №188 2004 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია; 2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის თანდართული დებულება; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ ტერიტორიად განისაზღვროს საქართველოს ტერიტორია; 4. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება დაიწყოს 2004 წლის 5 აპრილს; 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულება თავი 1. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სტატუსი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე საგადასახადო კონტროლს. 3. ინსპექცია შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში ტერიტორიული ორგანოს სახით და მისი საქმიანობის მართვასა და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრალური აპარატის მეშვეობით. 4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით. 5. ინსპექციის სრული დასახელებაა: ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია 6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30.     მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები და ეს დებულება.     მუხლი 3🔗. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ინსპექცია დამოუკიდებელია თავისი მოვალეობების შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.     მუხლი 4🔗. მინდობლი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების და მინდობილი უფლებამოსილების გადაცემა სხვა თანამშრომლებისათვის.     მუხლი 5🔗. აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები: 1. აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერეჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში აქციზური საქონლის იმპორტს, გარდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორებისა; ბ) გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში აქციზური საქონლის წარმოებას, გარდა მსუბუქი ავტომობილების მწარმოებლებისა; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გაუთვალისწინებლად, აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა ცალკეულ შემთხვევებში ხორციელდება გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის სფეროდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 3. აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა ა. ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. ბ. აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად. გ. აქციზის გადამხდელთა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვიდან გადასახადის გადამხდელთა მოხსნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი წყვეტს ამ დებულების მეორე მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში საქმანობას და/ან არ არსებობს პერსპექტივაში ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. თავი II. ინსპექციის ამოცანები და მმართველობის სფერო     მუხლი 6🔗. ინსპექციის ამოცანები 1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, გადამხდელთა რეგისტრაცია, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო შემოწმება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, იურიდიული მომსახურება, საგადასახადო საჩივრების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე. 2. თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აქციზური მარკების მიმოქცევასთან დაკავშირებული პროცესების რეგულირებასა და მართვას; აქციზური მარკების გაცემას. 3. განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსულ წერილებს, განცხადებებს და საჩივრებს. 4. კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის დადგენილი წესით უზრუნველყოფს გადამხდელებისთვის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის შესაბამის სახეებზე ლიცენზიების გაცემას, შეჩერებას, ჩამორთმევას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას. თავი III. ინსპექციის სტრუქტურა და თანამდებობის პირები     მუხლი 7🔗. ინსპექციის სტრუქტურა 1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, 2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა)გადამხდელთა მომსახურების სამმართველო; ბ) აქციზური მარკებისა და ლიცენზირების სამმართველო; გ) მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სამმართველო; დ) გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო; ე) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო; ვ) იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო; ზ) აპარატი. 3. ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით; 4. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ინსპექციის უფროსის წარდგინებით.     მუხლი 8🔗. ინსპექციის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები 1.ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი. 2. ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 3. ინსპექციის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას; გ) თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმქდებას; დ) ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილებას; ე) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; ვ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე; ზ) გამოცემს ადმინისტრაციულ აქტებს. 2. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ინსპექციის უფროსის დავალების შესაბამისად. თავი IV. ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი     მუხლი 9🔗. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო გადამხდელთა მომსახურების სამმართველო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ კანონით დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა; ბ) გაუწიოს კონსულტაცია გადამხდელებს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, განუმარტოს გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშების წესი, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსების წესი და წარდგენის ვადები; გ) მიაწოდოს ინფორმაცია გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) გაუწიოს კონსულტაციები გადამხდელებს საკანონმდებლო სიახლეებზე, განუმარტოს მათი უფლებები და მოვალეობები; ვ) უზრუნველყოს გადამხდელები საგადასახადო დეკლარაციების ფორმებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმებით; ზ) აწარმოოს გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყოს მათში ინფორმაციის შეტანა და არქივის წარმოება; თ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები. გადაამოწმოს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი; ი) უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელებისაგან მიღებული საგადასახადო დეკლარაციების გადაცემა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სამმართველოსადმი; კ) ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული გადამხდელთა საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას.     მუხლი 10🔗. აქციზური მარკების და ლიცენზირების სამმართველო აქციზური მარკების და ლიცენზიების სამმართველო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება; ბ) მოამზადოს წინადადებები აქციზური მარკების დაბეჭდვის ორგანიზებაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გადამხდელებისათვის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებზე ლიცენზიების გასაცემად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მათი რეესტრის წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ლიცენზიების გაუქმებისა თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.     მუხლი 11🔗. მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სამმართველო მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია: ა) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან დადგენილი წესით მიიღოს დეკლარაციები, შემოწმების აქტები და სხვა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს გადასახადის თახის დარიცხვა (შემცირება) კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ყოველდღიურად შესაბამისი დაწესებულებებიდან მიიღოს დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერული დამუშავება; გ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ოპერატიულად გადასცეს ინფორმაცია ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ გადასახადის გადამხდელებსა და გადასახადების სახეების მიხედვით გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით; დ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოოს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადების სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოოს საურავების დარიცხვა; ე) მოამზადოს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სტატისტიკური და სხვა ანგარიშები ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელებზე გაცემული და ჩათვლებში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შესახებ; ვ) მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით კამერალურად შეამოწმოს გადასახადის გადამხდელების საგადასახადო დეკლარაციები და გადასახადების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული ანგარიშგების ფორმები. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; ზ) უზრუნველყოს ინსპექცია შესაბამის კომპიუტერული პროგრამებით და დაიცვას კომპიუტერული სისტემები გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან; თ) დადგენილი წესით უზრუნველყოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე გადასახადის გადამხდელებთან ურთიერთშედარების აქტის გაფორმება; ი) ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტად რიცხული გადასახადის თანხების ჩათვლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში, ან გადამხდელთა თანხმობის შემთხვევაში მომავალი გადასახადების ანგარიშში, ან მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ. კ) კანონით დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული მიწის გადასახადის შესახებ საგადასახადო შეტყობინებების წარდგენა გადამხდელებისათვის; ლ) აწარმოოს გადამხდელთა დაბეგვრის საქმეები; მ) გაანალიზოს არსებული ინფორმაცია და მიაწოდოს ინფორმაცია ინსპექციის ხელმძღვანელობას;     მუხლი 12🔗. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო 1. კონტროლის სამმართველოს ამოცანაა გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების, აგრეთვე მათი ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების შემოწმება გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით. 2. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო ვალდებულია: ა) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიოს გადამხდელები; ბ) შეადგინოს წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად შეამოწმოს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები; დ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა; ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი შემოწმების დამთავრებისთანავე გადასცეს ინსპექციის ხელმძღვანელობას განსახილველად; ვ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო მასალების გადაცემა მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებისათვის;     მუხლი 13🔗. გადასახადების ადმინისტრირები სამმართველო 1. გადასახადების აკრეფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ვადაგადაცილებული დავალიანებების (ნარჩენების) ამოღება; ბ) ურჩ გადამხდელთა გამოვლენა. 2. გადასახადების აკრეფის სამმართველო ვალდებულია: ა) დააწესოს კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულად და დროულად გადახდაზე; ბ) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იმ გადამხდელების მიმართ რომლებმაც დროულად არ გადაიხადეს გადასახადები; გ) შეაგროვოს ინფორმაცია იმ მენარჩენე გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუუნარონი არიან და მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; დ) საინკასო დავალებით და გადასახადების იძულებითი გადახდევინების მექანიზმებით უზრუნველყოს ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) შეაგროვოს ინფორმაცია გადამხდელების შესახებ; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს ვადაგადაცილებული დავალიანებების მქონე გადამხდელებთან ფულადი სახსრები; ზ) წარუდგინოს საგადასახადო დეპარტამენტს ანგარიშგებები განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; თ) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით მოახდინოს აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვა, დამატებითი აღმრიცხველი ტექნიკური საშუალებების დაყენება და მისი კონტროლი. დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს ლუქის ახსნა, მათი ხელახალი დალუქვა და შეადგინოს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტები. ხელახალი დალუქვის შემთხვევაში მოახდინოს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა; ი) უზრუნველყოს ლიცენზიების გაცემაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების მიმდინარე კონტროლი. ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს ხელმძღვანელობაზე და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე ინფორმაციის მიწოდება;     მუხლი 14🔗. საჩივრების განხილვისა და იურიდიულ საქმეთა სამმართველო 1. საჩივრების განხილვისა და იურიდიული საქმეთა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საგადასახადო საჩივრების განხილვა; ბ) სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა. 2. საჩივრების განხილვისა და იურიდიულ საქმეთა სამმართველო ვალდებულია: ა) მიიღოს და განიხილოს გადასახადის გადამხდელის საჩივრები და შუამდგომლობები კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით დარიცხული გადასახადებისა და ინსპექციის გადაწყვეტილების შესახებ; ბ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას; გ) შეადგინოს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ანგარიშგების ფორმები განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; დ) გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით გადასახადების აკრეფის სამმართველოსთან ერთად მოამზადოს მასალები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; ე) ინსპექციის თანამშრომლებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაცია, გააცნოს ახალი ნორმატიული აქტები და ცვლილებები კანონმდებლობაში; ვ) უზრუნველყოს კანონიერების დაცვა და მიიღოს ზომები მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად; ზ) განახორციელოს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას ინსპექციისა და მისი მუშაკების კანონიერი უფლებები და ინტერესები სასამართლოში და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;     მუხლი 15🔗. აპარატი ინსპექციის აპარატი: ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმისწარმოება დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” შესაბამისად; ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ; გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების – ბრძანების რეგისტრაციას და შემსრულებამდე დაყვანას; დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდენციების მოძრაობაზე; ე) ახორციელებს ინსპექციის უფროსთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებების რეგისტრაციას და შემსრულებამდე დაყვანას; ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებასა და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად; ზ) აწარმოებს მოხელეთა დანიშვნა - გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვის წარმოებას; თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას; ი) ახორციელებს კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას; კ) წარადგენს ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში. ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.     მუხლი 16🔗. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.