საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინსტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2002
ძალის დაკარგვა 06.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-10
სარეგისტრაციო კოდი 340170000.11.113.005127
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 21/01/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინსტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GEO-Kolkhetnusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"GEO-Kolkhetnusx","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"GEO-Kolkhetnusx","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"GEO-Kolkhetnusx","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:42.55pt 42.6pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.127
საქართველოს სოფლის მურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-10
2002 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინსტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების 1V თავის 24 - ე მუხლის „ფ” ქვეპუნქტისა და XI თავის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი 1).
2. კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურმა (ბატონი თ. ჭელიძე) იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურთან (ბატონი გ. მერაბიშვილი) ერთად უზრუნველყოს:
ა) ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ბ) დადგენილი წესით სამსახურის რეგისტრაცია სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 30 დეკემბრის №2-481 ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ”.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. შერვაშიძემ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380086, მინდელის ქ. №5.
მუხლი 2🔗
1. სამსახური არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კვების პროდუქტებისა და თამბაქოს ნაწარმის (შემდგომში – პროდუქტები) ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოებს, ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამინისტროს ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე შემოსავლები კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.
თავი II
საქმიანობის სფერო, მიზნები, ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 3🔗
სამსახურის საქმიანობის სფერო, მიზნები და ამოცანებია:
ა) ქვეყანაში პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება, გამოცდების პროცედურების ჩატარება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი, საექსპერტო დასკვნებისა და პროგნოზების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მომართვის საფუძველზე პროდუქტების რთული და აუცილებელი კომპლექსურ-ანალიტიკური გამოცდების და ექსპერტიზის ჩატარება;
გ) ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის ფაქტების დადგენა;
დ) სასამართლოების, სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების დავალებით დასკვნების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მონაწილეობა აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში.
თავი III
უფლებამოსილებანი
მუხლი 4🔗
სამსახურს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა და მონიტორინგი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შეიმუშაოს და წარადგინოს სამინისტროში, შესაბამის უწყებებსა და ორგანოებში წინადადებები, რეკომენდაციები და ნორმატიული აქტების პროექტები პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით ;
ბ) აიღოს (შეიძინოს) დადგენილი წესით პროდუქტების ნიმუშები ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით;
გ) მოამზადოს და წარუდგინოს მასალები სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებს, პროდუქტების მწარმოებელთა (რეალიზატორთა) პასუხისმგებლობის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ორგანოებიდან, ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
ე) განახორციელოს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოები, პროგრამები და პროექტები;
ვ) ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივ საწყისებზე მეცნიერ ექსპერტთა საბჭო (ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით) პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისათვის და წინადადებების, რეკომენდაციების, პროექტებისა და პროგრამების შესამუშავებლად;
ზ) დადოს ხელშეკრულებები პროდუქტების გამოცდების და სხვა სამუშაოების ჩატარებაზე კომპეტენტურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთ;
თ) მოამზადოს და წარუდგინოს სამინისტროს წინადადებები რეგიონალური ქვედანაყოფების (სამსახურების) შექმნის თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების, ფუნქციებისა და ამოცანების, უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით;
ი) ითანამშრომლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ორგანოებთან, სამეცნიერო-ტექნიკურ დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით;
კ) გამოიყენოს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზის, გამოცდის და მონიტორინგის სამუშაოთა ჩასატარებლად, ხელშეკრულების საფუძველზე, გარეშე ორგანიზაციები, საგამოცდო ლაბორატორიები ან უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები;
ლ) მონაწილეობა მიიღოს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და და მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებული სემინარების, თათბირების, სიმპოზიუმების და სხვათა მომზადებასა და მუშაობაში;
მ) შექმნას პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის საინფორმაციო ბანკი.
მუხლი 5🔗
სამსახური მოვალეა:
ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და ამოცანები;
ბ) უზრუნველყოს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზის, გამოცდის და მონიტორინგის შედეგების ობიექტურობა და სიზუსტე;
გ) დაიცვას სამუშაოთა ჩატარების ვადები;
დ) სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად მომართვების და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა პროდუქტების ხარისხის კონტროლში.
თავი IV
საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
მუხლი 6🔗
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) სამსახურის აპარატი;
ბ) ექსპერტიზისა და მონიტორინგის ორგანიზაციულ-მეთოდური, ინფორმაციული და იურიდიული უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) კვების პროდუქტების ტესტირებისა და ექსპერტიზის ცენტრალური ლაბორატორია;
დ) სამსახურის რეგიონალური სტრუქტურული ქვედანაყოფები.
2. ექსპერტიზისა და მონიტორინგის ორგანიზაციულ-მეთოდური, ინფორმაციული და იურიდიული უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) ამუშავებს და ახორციელებს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოთა ორგანიზაციულ-მეთოდურ, ინფორმაციულ და იურიდიული უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
ბ) ამზადებს საექსპერტო დასკვნებს, წინადადებებს, რეკომედაციებს და პროგნოზებს მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე;
გ) ამზადებს დასკვნებს სასამართლოების, სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების დავალებით;
დ) ასრულებს სამუშაოებს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად;
ე) მონაწილეობს ნორმატიული დოკუმენტების ფონდის აქტუალიზაციისა და ჰარმონიზაციის სამუშაოებში.
3. კვების პროდუქტების ტესტირებისა და ექსპერტიზის ცენტრალური ლაბორატორია:
ა) ახორციელებს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზის სამუშაოებს, ანალიტიკური გამოკვლევებისა და გამოცდების პროცედურებს;
ბ) ატარებს პროდუქტების რთულ და აუცილებელი კომპლექსურ-ანალიტიკური გამოცდებს და ექსპერტიზას (ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, მიკრობიოლოგიური, რადიოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სხვა);
გ) ასრულებს პროდუქტების გამოცდის მეთოდების აქტუალიზაციისა და ჰარმონიზაციის სამუშაოებს.
მუხლი 7🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში, წარმოადგენს სამსახურს მინდობილობის გარეშე, მოქმედებს მისი სახელით.
2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
სამსახურის უფეროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს წინადადებებს მინისტრს სამსახურის დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
დ) ხელმძღვანელობს და ქმნის მეცნიერ ექსპერტთა საბჭოს, სადეგუსტაციო და საატესტაციო კომისიებს;
ე) წარმოადგენს სამსახურს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ვ) აფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს;
თ) კონტროლს აწესებს ხარჯთაღრიცხვით გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინარულ ღონისძიებებს შეუფარდებს სამსახურის თანამშრომლებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗
1. სამსახურის დებულებას, სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.