⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.03.2005)
გაუქმებულია:

სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2002
ძალის დაკარგვა 09.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №23/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.005134
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 01/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,462 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2002 მიღება
09.03.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-42.55pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 42.45pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.134 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №23/ნ 2002 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესი”. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე ა. გამყრელიძე სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს უმუშევართათვის სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესს. 2. უმუშევრის შემწეობის გაცემა წარმოებს უმუშევარი პირის სოციალური დაცვის მიზნით. 3. უმუშევარი პირის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში უმუშევარს ენიშნება სტიპენდია. 4. სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის გაცემა წარმოებს „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების” ფარგლებში უმუშევრის შემწეობის პროგრამის სახსრებიდან. 5. უმუშევარ პირს უმუშევრის შემწეობა ენიშნება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.     მუხლი 2🔗. უმუშევრის შემწეობის დანიშვნა 1. უმუშევარ პირს უმუშევრის შემწეობა ენიშნება, თუ: ა) გაიარა უმუშევრად რეგისტრაცია სამუშაოს დაკარგვიდან ექვსი თვის განმავლობაში; ბ) მზადაა შეასრულოს შესაფერისი სამუშაო; გ) სამუშაოს დაკარგვის დღიდან წინა ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა უწყვეტი სტაჟი. 2. უმუშევარ პირს უმუშევრის შემწეობა არ ენიშნება, თუ: ა) ვერ დააკმაყოფილა შემწეობის დანიშვნისათვის „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) დაკარგა სამუშაო შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამო; გ) საკუთარი სურვილით მიატოვა პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც გაგზავნილ იყო დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ. 3. უმუშევრად რეგისტრირებულმა მოქალაქემ, რომელზეც ვრცელდება უმუშევრის შემწეობის მიღების უფლება, უმუშევრის შემწეობის დანიშვნის მიზნით დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სამუშაოს დაკარგვის დღიდან წინა ერთი წლის განმავლობაში დარიცხული და გაცემული ხელფასის შესახებ. 4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ უფლებამონაცვლე პირის არარსებობის შემთხვევაში, დარიცხული და გაცემული ხელფასის შესახებ ცნობის უქონლობის პირობებში, ცნობად მიიღება მუშაობის შესახებ ჩანაწერი შრომის წიგნაკში. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს დაკარგვიდან წინა ერთი წლის განმავლობაში სამუშაო სტაჟში შედის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისათვის აღებული შვებულება, უმუშევარმა დარიცხული და გაცემული ხელფასის ცნობასთან ერთად (თუკი ასეთი არსებობს) უნდა წარმოადგინოს ცნობა აღებული შვებულების შესახებ თვეების მიხედვით. 6. უმუშევრის შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რაიონული (საქალაქო) განყოფილება. 7. უმუშევარი პირი უმუშევრის შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რაიონული (საქალაქო) განყოფილებიდან იღებს უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) ბარათს, რომლის ასლი რჩება დასაქმების რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში. 8. უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) ბარათი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) დანიშვნის და გაცემის ფაქტი და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) მიმღები პირის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი; ბ) უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) მიმღები პირის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) განათლება და პროფესია (სპეციალობა); დ) სამუშაოს დაკარგვამდე შრომითი სტაჟი და დარიცხული ხელფასი; ე) უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) დანიშვნის თარიღი; ვ) დასაქმების სამსახურის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში ყოველთვიური გამოცხადება; ზ) უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) ყოველთვიურად მისაღები თანხა; თ) პროგრამის მომსახურე ბანკიდან ყოველთვიურად მიღებული უმუშევრის შემწეობა (სტიპენდია). 9. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რაიონული (საქალაქო) განყოფილების მიერ შემწეობის (სტიპენდიის) მიმღებ პირთა შესახებ უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) ბარათში არსებული მონაცემები და ამ მონაცემებში შეტანილი ცვლილებები ყოველთვიურად მიეწოდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ცენტრალურ აპარატს. 10. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ცენტრალურ აპარატი უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) მიმღებ პირთა შესახებ მონაცემებს ყოველთვიურად გადაცემს პროგრამის მომსახურე ბანკსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.     მუხლი 3🔗. რეგისტრირებული უმუშევრისათვის სტიპენდიის დანიშვნა 1. რეგისტრირებულ უმუშევარს, რომელიც დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით და სახელმწიფოს ხარჯზე გადის პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას, ამ პერიოდის განმავლობაში ეძლევა სტიპენდია. 2. უმუშევრის შემწეობის მიმღებ პირს დასაქმების სახელმწიფო სამსახური პროფესიული მომზადება-გადამზადებისა ან კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში უჩერებს შემწეობას და უნიშნავს სტიპენდიას. 3. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ რეგისტრირებული უმუშევრის პროფესიული მომზადება- გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება განხორციელდეს უმუშევრის მიერ ადრე მიღებული პროფესიული ცოდნის განახლების, გაღრმავების ან ახალი პროფესიის ათვისების მიზნით, თუ: ა) უმუშევარი რეგისტრირებულია დასაქმების სახელმწიფო სამსახურში მინიმუმ ორი თვის განმავლობაში და დასაქმების სახელმწიფო სამსახური ვერ თავაზობს მას შესაფერის სამუშაოს; ბ) შრომის ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე არსებობს მიმდინარე ან პერსპექტიული მოთხოვნა პროფესიაზე, რომლითაც ხორციელდება უმუშევრის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება. 4. პროფესიული მომზადება-გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდი არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ სასწავლო წელს. 5. პროფესიული მომზადება-გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსის დამთავრების შემდეგ უმუშევარ პირს გაუგრძელდება შემწეობის გაცემა შემწეობის თავდაპირველი დანიშვნის დღიდან ექვსთვიანი პერიოდის ამოწურვამდე, თუ შემწეობის დანიშვნის დღიდან არ არის გასული ექვსი თვე და უმუშევარი ვერ დასაქმდა. 6.შემწეობის გაცემა არ გრძელდება ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ”ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.     მუხლი 4🔗. უმუშევრის შემწეობისა და სტიპენდიის ოდენობა 1. უმუშევრის შემწეობა გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში. 2. უმუშევარ პირზე სტიპენდია გაიცემა არა უმეტეს ოთხი თვის განმავლობაში. 3. დანიშნული სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის ოდენობა თანაბარია და შეადგენს ყოველთვიურად თოთხმეტ ლარს.     მუხლი 5🔗. სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის გაცემა 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ტენდერის გზით გამოავლენს „უმუშევართა შემწეობის პროგრამის” მომსახურე კომერციულ ბანკს. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ ბანკს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს: ა) საბიუჯეტო წლის განმავლობაში კომერციული ბანკისათვის გადასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობას; ბ) ყოველთვიურად კომერციული ბანკისათვის გადასაცემი მონაცემების ნუსხას უმუშევრის შემწეობის მიმღებ პირთა და სტიპენდიის მიმღებ პირთა შესახებ; გ) უმუშევრის შემწეობის მიმღებ პირთა და სტიპენდიის მიმღებ პირთა შესახებ მონაცემების გადაცემის წესსა და ვადებს; დ) ყოველთვიურად უმუშევრის შემწეობისა და სტიპენდიის გასაცემად განკუთვნილი სახსრების კომერციული ბანკისათვის გადაცემის წესსა და ვადებს; ე) კომერციული ბანკის ადგილობრივ ფილიალებში თანხის გადაცემის მაქსიმალური ვადას; ვ) უმუშევრის შემწეობის მიმღებ პირებსა და სტიპენდიის მიმღებ პირებზე კომერციული ბანკის ადგილობრივ ფილიალებიდან თანხის გაცემის წესს; ზ) საბანკო მომსახურების პროცენტს; თ) კომერციული ბანკის ადგილობრივ ფილიალში უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) დარჩენილი თანხის დაბრუნების წესს. 3. უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) მიმღები პირი უმუშევრად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ხსნის კომერციულ ბანკში საკუთარ ანგარიშს. 4. უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) მიმღები პირი კომერციულ ბანკში თანხის მისაღებად წარადგენს უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) ბარათს. 5. კომერციული ბანკის ადგილობრივ ფილიალებში უმუშევრის შემწეობის ან სტიპენდიის გაცემის დროს ბანკის თანამშრომლის მიერ უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) ბარათში კეთდება ჩანაწერი გაცემული თანხის შესახებ.     მუხლი 6🔗. უმუშევრის შემწეობის შეჩერება 1. უმუშევარ პირს უმუშევრის შემწეობა უჩერდება, თუ: ა) გაგზავნილია პროფესიული მომზადება-გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე; ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციიდან მოიხსნა ახალ საცხოვრებელ ადგილზე უმუშევრად რეგისტრაციამდე; გ) თვის ბოლოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში არ გამოცხადდა, გარდა ობიექტური მიზეზით (ავადმყოფობა, ავადმყოფი ბავშვის მოვლა, სტიქიური უბედურება, საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობა) გამოუცხადებლობისა. 2. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ უმუშევარი პირის საზოგადოებრივ სამუშაოზე დროებით დასაქმების შემთხვევაში უმუშევარზე გაცემული შემწეობის თანხა მიმდინარე თვის განმავლობაში მცირდება იმ ოდენობით, რომელიც შემწეობის თანხასთან ერთად ჯამში აღემატება კანონის თანახმად საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ დროისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. 3. უმუშევარზე გაცემული შემწეობის თანხა მცირდება მიმდინარე თვის განმავლობაში უმუშევრის მიერ მიღებული ნებისმიერი ლეგალური შემოსავლის იმ ნაწილით, რომელიც შემწეობის თანხასთან ერთად ჯამში აღემატება კანონის თანახმად საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ დროისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.     მუხლი 7🔗. უმუშევრის შემწეობის შეწყვეტა უმუშევარ პირს შემწეობის მიღების უფლება უწყდება, თუ: ა) დაიწყო მუშაობა; ბ) სამი თვის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება დასაქმების სამსახურში, გარდა ობიექტური მიზეზებით გამოუცხადებლობისა; გ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) შესაფერის სამუშაოზე, პროფესიულ გადამზადებაზე ორჯერ თქვა უარი; ე) დაენიშნა პენსია.     მუხლი 8🔗. კონტროლი 1. უმუშევრის შემწეობის პროგრამის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის ღონისძიებების განხორციელებაზე. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს ტენდერში გამარჯვებული კომერციული ბანკისათვის გადაცემული სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის გაცემისათვის საჭირო ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე.