„სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470320000.11.119.005789
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 18/04/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.789

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №87/ნ

2003 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 184-ე მუხლისა და „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის №7 დანართის შესაბამისად:

ვბრძანებ:

1. „სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.02.02 წ., მუხლი №81, გვ. №6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მეათე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„10. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ცენტრალური აპარატი უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) მიმღებ პირთა შესახებ მონაცემებს ყოველთვიურად გადასცემს პროგრამის მომსახურე ბანკსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდს.”;

ბ) მე-4 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3. დანიშნული სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის ოდენობა თანაბარია.”;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მეორე პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ტენდერის გზით გამოავლენს „უმუშევართა შემწეობის პროგრამის” მომსახურე კომერციულ ბანკს.

2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ ბანკს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს:”

დ) მერვე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-8 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახორციელებს მონიტორინგს ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ ბანკთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.”

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.04.2003.
როდის იქნა მიღებული „სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.04.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №87/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470320000.11.119.005789.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №87/ნ, 10.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 470320000.11.119.005789 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1360708/