⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.03.2008)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2004
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1227
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.006742
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 10/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,060 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2004 მიღება
17.03.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.006.742 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1227 2004 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის №78 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები     მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), განთავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; დ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; ე) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაანგარიშება წელთა ნამსახურობის მიხედვით; ვ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად რევიზიის ჩატარება; ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება; ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანიზება; კ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა; ლ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება; მ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ნ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია; პ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება; ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.     მუხლი 5🔗 დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი: ა) ამუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით; ბ) ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), განთავისუფლების, დათხოვნის, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაანგარიშებასა და გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; დ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად ატარებს რევიზიას; ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას, შრომის დისციპლინის კონტროლს; ვ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას; ზ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზებას და სტაჟირების გავლის კონტროლს; თ) ახორციელებს კონტროლს სამხედრო-სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობაზე; ი) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციების ჩატარებას; კ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურსების ჩატარებას; ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ბრძანებების რეგისტრაციას; ნ) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს; ო) ახდენს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, აღრიცხვასა, კონტროლსა და ერთიანი რეესტრის წარმოებას; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემასა და აღრიცხვას; რ) მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა; ს) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების დადებას.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის სამი სამმართველო: ა) სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველო; ბ) სასჯელაღსრულების ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო; გ) ტერიტორიული ორგანოების საკადრო რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის სამმართველო.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებს მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გადამზადებაზე; მ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ნ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით, რევიზიების უზრუნველყოფას დადგენილი წესის შესაბამისად; ო) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მინისტრის ბრძანების საფუძველზე.     მუხლი 13🔗 საკადრო რესურსების მართვის სამმართველო: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის, საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს რედაქციის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფას; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), განთავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პირად საქმეებს; დ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის კადრების მუშაობას; ვ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას, რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვასა და მის ანალიზს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას; ი) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ლ) სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზებასა და სტაჟირების გავლის კონტროლს; მ) ახორციელებს კონტროლს სამხედრო-სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობაზე; ნ) საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების ჩატარებას; ო) შეიმუშავებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის შინაგანაწესსა და შრომის დისციპლინის კონტროლს; პ) დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვასა და კონტროლს; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურების მიხედვით; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ს) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 14🔗 სასჯელაღსრულების ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო: ა) დადგენილი წესის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა პირად საქმეებს; გ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; დ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგნოების თანამშრომელთა პერსონალური და ანბანური ბარათების აღრიცხვა-წარმოებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურების მიხედვით; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სასჯელაღსრულების ორგანოების კადრების სამსახურების მუშაობას; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვასა და მის ანალიზს; ი) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სასჯელაღსრულების ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 15🔗 ტერიტორიული ორგანოების საკადრო რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის სამმართველო: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო რეესტრის წარმოების ტერიტორიული ორგანოების _ სახელმწიფო რეესტრის წარმოების სამსახურის, სააღსრულებო ბიუროების, სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების საკადრო უზრუნველყოფას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პირად საქმეებს; დ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის კადრების მუშაობას; ვ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსების ჩატარების ორგანიზებას; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას; ი) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ლ) მოსამსახურეთა შრომითი ინსტრუქციების მომზადებას, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას; ნ) სამინისტროს სისტემაში უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, აღრიცხვასა და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 16🔗 დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სამინისტროს ბრძანებების რეგისტრაციას; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს შვებულებისა და მივლინების ბრძანებების პროექტის მომზადებას; გ) თავისი კომპეტენიის ფარგლებში ახდენს საშვებულებო ერთიანი გრაფიკის შედგენას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტების დამოწმებას; ე) სამსახურებრივი ცნობების გაცემას; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 17🔗 სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 18🔗 დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს, კურატორ მინისტრის მოადგილესა და მინისტრს.     მუხლი 19🔗 დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას; დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ ცალკეულ დავალებათა შესრულებას.     მუხლი 20🔗 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 21🔗 დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 22🔗 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.