⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.07.2006)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.10.2004
ძალის დაკარგვა 25.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.006760
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 19/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,450 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2004 მიღება
25.07.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:25.45pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:22.95pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 45.1pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.006.760 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №281 2004 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულების მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება გაეცნოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და შემსრულებლებს. მინისტრის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის პირველი  მოადგილე               პ. გაფრინდაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” დებულება თავი I ზოგადი დებულებები 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახური” (შემდგომ – ტექსტში სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ,,სამსახური” თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 3. ,,სამსახურს” აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი დასახელებით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა. 4. ,,სამსახურის” იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ფოთი, ფიროსმანის ქუჩა №7, ტელ., ფაქსი: 7-16-49. თავი II სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 5. სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების მეთვალყურეობა და მომსახურების უზრუნველყოფა საზღვაო ადმინისტრაციასთან ურთიერთშეთანხმების შესაბამისად. 6. სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში. 7. საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ნაოსნობისათვის საშიში სივრცეების კარდინალური ნიშნებით შემოღობვა. 8. საზღვაო ნავსადგურების სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა, შეტყობინების დაგზავნა ნავსადგურების კაპიტნებისათვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციისა და შესაბამისი საერ.თაშორისო სამსახურებისათვის საშიში რაიონების დახურვის თაობაზე. სანავიგაციო საშუალებათა გამართული მუშაობის მხარდასაჭერად ,,ზღვაოსანთა უწყებებსა” და ,,სანავიგაციო გაფრთხილებებში” შეტყობინებების რეგულარული გამოქვეყნება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 9. ,,სამსახურის” ძირითადი და მცურავი საშუალებების შეკეთება და მოდერნიზაცია. 10. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვა და ფუნქციონირება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. 11. რადიო და მნათობელა შუქურების ექსპლუატაცია-მომსახურება, ტექნიკური მეთვალყურეობა, შეკეთება და მოდერნიზაცია. 12. ,,სამხედრო-საზღვაო ძალების საკომანდო პუნქტის, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის და საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეტჩერო სამსახურის უზრუნველყოფა (ხელშეკრულების საფუძველზე) მეტეოროლოგიური და ნავიგაციური ცვლილებების შესახებ”. 13. ნავსადგურებში და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა ხომალდების უსაფრთხო ცურვისა და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. 14. სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი საშუალებებისათვის საჭირო სანავიგაციო რუკებისა და სახელმძღვანელოების კორექტირება. 15. სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებზე დამონტაჟებული სანავიგაციო, ელექტრონავიგაციური საშუალებების, რადიო ნავიგაციური ხელსაწყოებისა და მაგნიტური კომპასების რემონტი. 16. ,,სამსახური” თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ფინანსირებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. 17. ,,სამსახური” თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემსახურება ანაზღაურების გარეშე. 18. ,,სამსახური” უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის განვითარების პროექტების შემუშავებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს. 19. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული სამსახურის რეკომენდაციებისა და რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ამზადებს და გამოსცემს ნაოსნობის უსაფრთხოების საჭიროების დამაკმაყოფილებელ საზღვაო რუკებს, რეკომენდებულ გზებს, შუქურების ჩამონათვალს, ზღვის მოქცევის სიებსა და სხვა საზღვაო პუბლიკაციებს. 20. შესაბამისი საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტურის მიზნით გამოსცემს ზღვაოსანთა უწყებებს. 21. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მეშვეობით ელექტრონული რუკებისა და საინფორმაციო სისტემების (ECDIS), აგრეთვე ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENCS) დანერგვა და განვითარება. თავი III ,,სამსახურის” სამეთვალყურეო საბჭო და მართვა 22. ,,სამსახურის” მართვის მიზნით იქმნება ,,სამსახურის” სამეთვალყურეო საბჭო. ,,სამსახურის” სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამი წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად შეიძლება დაინიშნონ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები. 23. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ორი წლით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ზედიზედ ორჯერ. 24. ,,სამსახურის” სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარული სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. სხდომებს იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ,,სამსახურის” დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ორი წევრის ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება ორ წევრზე მეტი. საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს ,,სამსახურის” დირექტორი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 25. სამეთვალყურეო საბჭო: ა) ამტკიცებს ,,სამსახურის” განვითარების მიმართულებებს; ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ,,სამსახურის” სამუშაო გეგმებს და წლიური ბიუჯეტის პროექტს და/ან მათში შესატან ცვლილებებს, რომელსაც შემდგომ წარუდგენს თავდაცვის მინისტრს; გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; დ) ასრულებს ,,სამსახურის” საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. 26. ,,სამსახურს” უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, იგი არის სამოქალაქო პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად. 27. ,,სამსახურის” დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ,,სამსახურის” დირექტორის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. 28. ,,სამსახურის” დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ. იგი ასრულებს ,,სამსახურის” წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ,,სამსახურის” საქმიანობის სწორი წარმართვისათვის. 29. დირექტორი წარმოადგენს “სამსახურს” სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ,,სამსახურის” სახელით, განაგებს ,,სამსახურის” ქონებას და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს. 30. დირექტორი, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ,,სამსახურის” სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს. 31. დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა ,,სამსახურის” ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე. თავი IV ,,სამსახურის” სახელმწიფო კონტროლი 32. ,,სამსახურის” საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. 33. ,,სამსახურის” სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედევლობას. 34. ,,სამსახურის” სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებელი კომპეტენციის ფარგლებში არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია ამ მიზნით მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაციული მასალები. 35. მინისტრს უფლება აქვს შეაჩეროს და გააუქმოს ,,სამსახურის” არამართლზომიერი ქმედება, ასევე ,,სამსახური” კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილება. თავი V “სამსახურის” ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება 36. ,,სამსახურს” საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების თანხმობით შეუძლია: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 37. 36-ე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 38. ,,სამსახურის” ფინანსური შემოსავლების ძირითადი წყაროებია: ა) თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 39. 38-ე პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება “სამსახურის” მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 40. ,,სამსახური” მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს. 41. ,,სამსახურის” წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VI ,,სამსახურის” საქმიანობის შეწყვეტა-ლიკვიდაცია 42. ,,სამსახურის” საქმიანობა შეიძლება შეწყდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 43. ,,სამსახურის” ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 44. ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 45. ,,სამსახურის” ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. თავი VII დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 46. ,,სამსახურის” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.