საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.02.2002
ძალის დაკარგვა 03.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005151
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 12/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:GrigoliaMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GrigoliaMtavr;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:73.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.95pt 48.2pt 42.55pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.151
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №57
2002 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – „გენერალური ინსპექცია” ან „ინსპექცია”) წარმოადგენს სამინისტროს სისტემის (შემდგომში – „სამინისტრო”) შიდა უწყებრივი კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი საქმიანობით უზრუნველყოფს სამინისტროში სამსახურეობრივი გადაცდო-მის და სამართალდარღვევათა გამოვლენას, ხელს უწყობს მათი თავიდან აცილებისა და კანონშესაბამისი რეაგირების მიზნით მიმართულ მუშაობას.
მუხლი 2🔗. ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, პატივს სცემს და იცავს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, პრიორიტეტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექცია საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ჰუმანიზმის, ობიექტური მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექცია, როგორც სტრუქტურული ერთეული, შექმნილია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და ადგილებზე მას ქვედანაყოფები არ გააჩნია.
თავი II
გენერალური ინსპექციის ამოცანები
მუხლი 6🔗.
ინსპექციის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 7🔗. ინსპექციის ძირითადი ამოცანებია
1. სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის კონტროლი;
2. სამინისტროს სისტემის დაწესებულებებსა და ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზი, სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებზე შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება;
3. სამინისტროში მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის დავალებით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმებები;
4. სამინისტროში საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;
5. სამინისტროში არასაბიუჯეტო სახსრების მიღებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;
6. თავისი კომპენტენციის ფარგლებში შენობა-ნაგებობების, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, სამინისტროს მოხელეთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი;
7. სამინისტროში, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლი;
8. კანონომდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით, სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
9. სამსახურებრივი უფლებამოსილებების ფარგლებში მინისტრის სხვა დავალებების შესრულება.
თავი III
გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობები
მუხლი 8🔗.
გენერალურ ინსპექციას უფლება აქვს:
1. მინისტრის დავალებით ჩაატაროს დისციპლინური/სამსახურებრივი მოკვლევა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე მოქალაქეთა და სამინისტროს თანამშრომელთა საჩივრების შესწავლა-შემოწმებისა და სხვა სახის ჩატარებული შემოწმებების შედეგად გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე;
2. მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემასა და მმართველობის სფეროში მყოფი დაწესებულებებიდან, ნებისმიერი თანამშრომლისა და თანამდებობის პირისაგან შემოწმების, სამსახურეობრივი მოკვლევის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;
3. გამოიძახოს სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომელი, თანამდებობის პირი, მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას;
4. დაუბრკოლებლად შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
5. მინისტრთან შეთანხმებით გამოითხოვოს და შეისწავლოს თანამშრომელთა და მოქალაქეთა სამინისტროში შემოსული, განცხადებები და საჩივრები;
6. გენერალური ინსპექციის უფროსს მინისტრთან შეთანხმებით უფლება აქვს მოითხოვოს სამინისტროს სხვა სამსახურების, ქვედანაყოფების მუშაკთა ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა, ან კონსულტაციების მიღება შემოწმების და სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში;
7. ითანამშრომლოს ადგილებზე მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდაცვის ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან – იუსტიციის სამინისტროს სისტემის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ან თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენის მიზნით;
8. სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების შედეგების მიხედვით მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ – სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით;
9. თავისი ფუნქციების განხორციელებისას, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
10. შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადებები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ.
მუხლი 9🔗
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
1. განახორციელოს სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის კონტროლი;
2. მინისტრის დავალებით ჩაატაროს სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა სამსახურებრივი შემოწმება, მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი;
3. უზრუნველყოს სამინისტროში „ცხელი ხაზის” მუშაობა და ამ გზით შემოსული შეტყობინებები მინისტრთან შეთანხმებით განიხილოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
4. შეაფასოს სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობა. შეადგინოს მოხსენებითი ბარათი ან დასკვნა ჩატარებული შემოწმებებისა და სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ.
თავი IV
გენერალური ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები
მუხლი 10🔗
1. სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებები, „ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშულებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები, ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული შესაბამისი ფაქტები და მინისტრის ცალკეული დავალებები.
2. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების მასალები ინახება ინსპექციის კანცელარიაში და მათი გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ მინისტრთან შეთანხმებით.
3. გენერალურ ინსპექციაში შემოსული შეტყობინებებისა და ცნობების აღრიცხვას უზრუნველყოფს კანცელარია, რომელიც პასუხისმგებელია აგრეთვე ინსპექციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტების შენახვაზე.
4. გენერალური ინსპექციის თანამშრომელი არ მონაწილეობს ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, თუ სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების ობიექტი არის მასთან ნათესაურ დამოკიდებულებაში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ თანამშრომლის დაინტერესებაში მოკვლევის შედეგებისადმი.
5. ინსპექციის თანამშრომლის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის აცილების საკითხს – მინისტრი.
6. გენერალური ინსპექციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების მაქსიმალური ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედებს ინსპექციის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების სპეციალურად შემუშავებული წესი.
თავი V
ინსპექციის სტრუქტურა
მუხლი 11🔗. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
მუხლი 12🔗
გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველო;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის სამმართველო;
გ) საფინანსო-სარევეზიო სამმართველო.”
თავი VI
გენერალური ინსპექციის უფროსი
მუხლი 13🔗
ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი.
მუხლი 14🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი
1. ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას;
2. ანაწილებს მოვალეობებს ინსპექციის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
3. წარუდგენს მინისტრს ინსპექციის მოხელეთა კანდიდატურებს;
4. ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
5. ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
6. წლის შედეგების მიხედვით წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
7. რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში;
8. ვიზირებას აკეთებს და წარუდგენს მინისტრს ბრძანების პროექტს შემოწმების ან სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარების შესახებ;
9. ვიზირებას უკეთებს ჩატარებული შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ მოხსენებით ბარათს;
10. წინადადებით შედის მინისტრთან მიმდინარე შემოწმების ან სამსახურებრივი მოკვლევის შეწყვეტის თაობაზე;
11. მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, ინსპექციის მოხელეთა ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
12. შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
13. შუამდგომლობს ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
14. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 15🔗. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ნებისმიერი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისთვის.
მუხლი 16🔗. გენერალური ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 17🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
თავი VII
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
მუხლი 18🔗.
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
1. ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
2. ეცნობა სამმართველოების მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და, საჭიროების შემთხვევაში, თავის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;
3. უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
4. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
მუხლი 19🔗. ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
თავი VIII
სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობები
მუხლი 20🔗. სამმართველოს უფროსი
1. გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
2. იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
3. ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების და სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ;
4. ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მრჩეველებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
5. თვალყურს ადევნებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
6. შემმოწმებელ და შესამოწმებელ პირებთან ერთად ატარებს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას;
7. ეცნობა სამმართველოს მრჩევლების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს ინსპექციის უფროსს;
8. ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
9. აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ გენერალური ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ;
10. ყოველთვიურად, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
11. ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მრჩეველთა ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
12. ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
13. ინსპექციის უფროსთან შუამდგომლობს მრჩეველთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
14. სამმართველოს უფროსის სხვა, დამატებით უფლება-მოვალეობას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი;
15. შემოწმების პერიოდში სამმართველოს უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისთვის და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალური ინსპექციის უფროსთან.
მუხლი 21🔗
სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
თავი IX
გენერალური ინსპექციის სპეციალისტის უფლება-მოვალეობები
მუხლი 22🔗
სპეციალისტი
1. ახორციელებს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საარქივო საქმის წარმოებას და პასუხისმგებელია დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვაზე;
2. ახორციელებს სამინისტროს მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებების, „ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებების, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებების (დადგენილებები), სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათების და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების და მასალების, ცნობების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას;
3. ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებული იმ ინფორმაციის აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, რომელიც ეხება ინსპექციის საქმიანობას ან შეიცავს ინფორმაციას სამინისტროს მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ;
4. ყოველთვიურად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს მონაცემებს კორესპოდენციის აღრიცხვისა და მოძრაობის თაობაზე.
მუხლი 23🔗. ინსპექციის სამმართველოს მრჩევლებს და სპეციალისტებს გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
თავი X
დასკვნითი დებულებები
მუხლი 24🔗. ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.