საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების შესახებ

მიღების თარიღი 18.10.2004
ძალის დაკარგვა 01.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/148
სარეგისტრაციო კოდი 460080000.22.024.006766
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 19/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,589 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.2004 მიღება
01.12.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 47.9pt .5in 47.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  460.080.000.22.024.006.766 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/148 2004 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მეხუთე პუნქტის  და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანდართული დებულება; 2. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელთა რიცხოვნობა განისაზღვროს 13 (ცამეტი) კაცის ოდენობით (მათ შორის ცენტრალურ აპარატში – 10 კაცი, ტერიტორიულ დანაყოფებში – 3 კაცი); 3. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეორგანიზაციის შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული სახსრები, 2004 წლისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, მიმართოს დეპარტამენტის თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების გაზრდისა და ძველი დავალიანების დაფარვისათვის. 4. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კ. ბენდუქიძე საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია ,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ” და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების” შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების საფუძველზე. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 5. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №80.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქართველოში შემოყვანისა და შიდა ტურიზმი, კურორტები და რეკრეაცია. 2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებაზე ზრუნვა, რომ ტურიზმი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული კეთილდღეობის მიღწევის უმნიშვნელოვანეს საშუალებას; ბ) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება, განხორციელება; გ) ტურიზმისა და კურორტების სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია; დ) საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის პოპულარიზაცია; ე) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო პროფესიონალურ და სამომხმარებლო ბირჟებზე, გამოფენებსა და ბაზრობებზე; ვ) კერძო სექტორისათვის დახმარების გაწევა ქვეყნის საგარეო იმიჯის პოპულარიზაციაში; ზ) ტურიზმის სფეროში საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა; თ) უცხოეთის ქვეყნებთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების მომზადებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) ტურიზმის განვითარების სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და განხორციელების ხელშეწყობა; ლ) ტურიზმისა და კურორტების სფეროში მსოფლიოში აპრობირებული, ინსენტიური (წამახალისებელი და არა აკრძალვითი) მეთოდით სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვა; მ) საქართველოს ტურისტული, საკურორტო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების მეშვეობით; ნ) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის პროექტების შეთანხმებაში მონაწილეობა; ო) ბუნებრივი სამკურნალო რესურსების დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობა; პ) არსებული და პერსპექტიული კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამუშავება; ჟ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხისა და სტატუსის შემუშავება; რ) ტურიზმისა და მომსახურების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის შექმნის ხელშეწყობა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მარკეტინგის სამმართველო; ბ) დაგეგმვისა და განვითარების სამმართველო; გ) ეკონომიკური სამმართველო. 2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დანაყოფებია: ა) ტერიტორიული ორგანოები – სამხარეო სამმართველოები (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები); ბ) წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მართვა 1. დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; გ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის სახელით; ე) უფლებამოსილებების ფარგლებში პასუხისმგებელია ტურიზმისა და კურორტების სფეროს განვითარებისათვის; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს; ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს წარუდგენს წინადადებას წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; თ) პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ი) დასამტკიცებლად წარადგენს დეპარტამენტის საშტატო განრიგს; კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს; ლ) დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, აყალიბებს ექსპერტთა საბჭოს და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მარკეტინგის სამმართველო – შეიმუშავებს მარკეტინგის სტრატეგიას; უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, დადებითი საერთაშორისო იმიჯის პოპულარიზაციას, ქვეყნის პრომოუშენსა და აწარმოებს PR-ს (,,პაბლიკ რილეიშენს”); ორგანიზებას უწევს საქართველოს მონაწილეობას უცხოეთში მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, ბირჟებში, კონფერენციებსა და სემინარებში, სხვა ღონისძიებებში; აწყობს ანალოგიურ ღონისძიებებს საქართველოში; უზრუნველყოფს სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ. მასალა) მომზადებასა და გავრცელებას; უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა ტურისტული ბაზრების მარკეტინგული კვლევების წარმოებას და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით; ორგანიზებას უწევს უცხოეთის ქვეყნებში შექმნილი დეპარტამენტის წარმომადგენლობების საქმიანობას; ბ) წარმომადგენლობები უცხოეთის ქვეყნებში – ახორციელებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, საერთაშორისო იმიჯის პოპულარიზაციისათვის ინფორმაციის გავრცელებას; სარეკლამო კამპანიის წარმოებას; საერთაშორისო გამოფენებსა და ბირჟებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე; გ) დაგეგმვისა და განვითარების სამმართველო – ახორციელებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, ტურიზმის განვითარების დაგეგმვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას, მათ შორის, უწყებათაშორისო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების გზით; უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროს რეგულირებას ინტენსიური მეთოდით (წამახალისებელი და არა აკრძალვითი); შეიმუშავებს წინადადებებს ტურიზმისა და კურორტების სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისათვის; აგროვებს და აანალიზებს ტურიზმის სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს, ატარებს შესაბამის კვლევებს და აღნიშნულ სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზს; წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის ღონისძიებათა თაობაზე; ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში განათლების სისტემის ფორმირებისა და სრულყოფის მიზნით, მონაწილეობს ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების სტრატეგიის შემუშავებაში; შეიმუშავებს საკურორტო ადგილების ნუსხას და გამოავლენს ახალ საკურორტო ადგილებს; კოორდინაციას უწევს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამუშავებასა და ექსპერტიზას; მონიტორინგს უწევს სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილ რეჟიმებს; ხელს უწყობს შიდა ტურიზმის განვითარებასა და სტიმულირებას; ორგანიზებას უწევს რეგიონული (სამხარეო) სამმართველოების (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების) საქმიანობას; დ) რეგიონული (სამხარეო) სამმართველოები – რეგიონული სამმართველოები იქმნება ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. აღნიშნული სამმართველოები ასრულებენ ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ფუნქციებს; რეგიონული (სამხარეო) სამმართველოები გასცემენ ინფორმაციას: ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, სხვადასხვა ფორმის ტურისტული პროგრამების, ბუნების და დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკების), არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურისა და ხელოვნების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების, ასევე ტურისტთათვის საჭირო სხვა ინფორმაციას როგორც ტურისტებზე, ასევე ყველა დაინტერესებულ პირზე; მონაწილეობას იღებენ რეგიონის სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში. ხელს უწყობენ ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს თავიანთი სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში; აწარმოებენ რეგიონში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებასა და შეგროვებას ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში; შეიმუშავებენ წინადადებებს რეგიონული განვითარების პროექტებსა და პროგრამებზე; აწვდიან ამ ინფორმაციას დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს შემდგომი ანალიზისათვის, რეგიონული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით. მონიტორინგს უწევენ კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმების დაცვას; ე) ეკონომიკური სამმართველო – ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებასა და მოძრაობას, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულების კონტროლს; უზრუნველყოფს დეპარტამენტში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა წარმომადგენლების მიღების ორგანიზაციას, მოქალაქეთა მიღებას, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას; კოორდინაციას უწევს საკადრო საკითხების რეგულირებას.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება დეპარტამენტის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალიზებული ბუღალტერია, კონკრეტულად განპირობებული ბუღალტრის საშუალებით, რომელიც აწარმოებს დეპარტამენტის კუთვნილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვას და ახორციელებს მისი საქმიანობის საფინანსო კონტროლს დადგენილი წესით; ფასქიმილეზე პირველი ხელმოწერის უფლება აქვს დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მეორე ხელმოწერის უფლება – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განპიროვნებულ ბუღალტერს.     მუხლი 7🔗. მატერიალური უზრუნველყოფა დეპარტამენტს თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად გადაცემული აქვს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება, საბიუჯეტო სახსრები.     მუხლი 8🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.