⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.11.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №247 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2004
ძალის დაკარგვა 29.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №247
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006452
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 16/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,479 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2004 მიღება
29.11.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №247 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 63.0pt 26.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.452 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №247 2004 წლის 13 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ  `საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანება `ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე.” 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 40 დღის ვადაში. ზ. ნოღაიდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. ინსპექცია ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 3. დაუშვებელია სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურეების საქმიანობაში. 4. ინსპექცია საქმიანობას წარმართავს კანონიერების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე. 5. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი და საბიუჯეტო ანგარიში შესაბამის მომსახურე ხაზინაში. 6. ინსპექციის ბიუჯეტი სამინისტროს ბიუჯეტში გამოიყოფა ცალკე მუხლად.     მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, სამინისტროს დებულების და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ინსპექციის ამოცანები ინსპექციის ამოცანებია: ა) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა; ბ) სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა და დისციპლინური დევნა; გ) სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის გამოყოფილი ფინანსების მიზნობრივი განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების მდგომარეობაზე კონტროლის განხორციელება. დ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით, კონტროლის პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება მინისტრის სახელზე; ე) სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;  ვ) სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებზე განცხადებებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება; ზ) სამსახურებრივი მოკვლევის (შემდგომში მოკვლევა) პროცესში მოპოვებული მასალების და ინფორმაციის, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სხვა დავალებების შესრულება. თავი II. ინსპექციის უფლება-მოვალეობანი     მუხლი 4🔗. ინსპექციის უფლებამოსილება 1. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექციას უფლება აქვს: ა) მინისტრის დავალებით ჩაატაროს დისციპლინური/სამსახურებრივი მოკვლევა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე მოქალაქეთა და სამინისტროს თანამშრომელთა საჩივრების შესწავლა-შემოწმებისა და სხვა სახის ჩატარებული შემოწმებების შედეგად გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე; ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემასა და მმართველობის სფეროში მყოფი დაწესებულებებიდან, ნებისმიერი თანამშრომლისა და თანამდებობის პირისაგან შემოწმების, სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია; გ) გამოიძახოს სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომელი, თანამდებობის პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას; დ) მინისტრთან შეთანხმებით გამოითხოვოს და შეისწავლოს თანამშრომელთა და მოქალაქეთა, სამინისტროში შემოსული, განცხადებები და საჩივრები; ე) გენერალური ინსპექციის უფროსს მინისტრთან შეთანხმებით უფლება აქვს მოითხოვოს სამინისტროს სხვა სამსახურების, ქვედანაყოფების მუშაკთა ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა, ან კონსულტაციების მიღება შემოწმების და სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში; ვ) ითანამშრომლოს ადგილებზე მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდაცვის ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან სამინისტროს სისტემის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენის მიზნით. ზ) სამსახურებრივი მოკვლევისა და შემოწმების შედეგების მიხედვით მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ – სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით; თ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას მინისტრთან შეთანხმებით, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; ი) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადებები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ. კ) საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები; მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. გენერალურ ინსპექციაში ფუნქციონირებს `ცხელი ხაზის” სისტემა. ამ გზით შემოსულ შეტყობინებებს ინსპექცია განიხილავს არსებული კანონმდებლობის მიხედვით და ახდენს შესაბამის რეაგირებას.  3. სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას გენერალურ ინსპექციას.     მუხლი 5🔗. შემოწმების აქტი 1. ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები ფორმდება აქტით (ცნობით). აქტი დგება შემოწმების დამთავრებისთანავე და მას ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები, აგრეთვე, გაცნობის შემდეგ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელი და სხვა პასუხისმგებელი პირები.  2. თუ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება აქტს მასზე აკეთებენ სათანადო მინაწერს და აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლებს წარუდგენენ ახსნა-განმარტებას, რომელიც უნდა დაერთოს შემოწმების მასალებს.  3. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა ხელს არ აწერს აქტს, უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო შემოწმების აქტი ითვლება დასრულებულად.     მუხლი 6🔗. ინსპექციის დასკვნა 1. ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს მიმართავს დასკვნით კანონმდებლობის დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა შეფარდების თაობაზე. 2. სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა აცნობოს ინსპექციას დასკვნის განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ. 3. სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და საჯარო მოსამსახურემ უნდა აცნობოს ინსპექციას დასკვნის განხილვის თარიღი და დრო განხილვამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დასკვნის განხილვის პროცედურაში.     მუხლი 7🔗. შემოწმების ჩატარების წესი 1. შემოწმება ტარდება მინისტრის დავალების ან მასთან შეთანხმების საფუძველზე. შემოწმების დაწყების შესახებ ინსპექციის უფროსი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს. 2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, შემოწმების ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში – საკითხის დასახელება), შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.  3. შემოწმების ბრძანების პროექტს ადგენს ის გენერალური ინსპექციის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის დასმული საკითხის გადაწყვეტა. 4. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს წარუდგენს შესაბამის ბრძანებას და შემოწმების პროგრამას. 5. შემოწმების პროგრამა მტკიცდება ინსპექციის უფროსის მიერ და მასში აისახება იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებიც შესწავლილი უნდა იქნეს შემოწმების განმავლობაში.     მუხლი 8🔗. შემოწმების შედეგების რეალიზაციის წესი 1. შემოწმების დამთავრებისთანავე შემოწმების ჯგუფი ადგენს აქტს (ცნობას). 2. შემოწმების პროცესში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, აქტთან ერთად დგება დასკვნა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე. 3. შემოწმების დამთავრებისას ჯგუფის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად წერს მოხსენებით ბარათს გენერალური ინსპექციის უფროსის სახელზე, რომელშიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამომწვევ მიზეზებს და ხელშემწყობ პირობებს სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით, წარმოადგენს წინადადებებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ. 4. ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით აქტი შეიძლება განხილულ იქნეს სხდომაზე, რომელზეც შეიძლება მოწვეულ იქნენ ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირები. სხდომაზე აქტის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შესაბამისი მასალების ფინანსთა მინისტრთან წარდგენის ან/და სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაგზავნის შესახებ;     მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები 1. სამსახურებრივი მოკვლევის და/ან შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებები, “ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები, ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამოკვლეული შესაბამისი ფაქტები და მინისტრის ცალკეული დავალებები. 2. გენერალურ ინსპექციაში შემოსული შეტყობინებებისა და ცნობების აღრიცხვას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია აგრეთვე ინსპექციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტების შენახვაზე. 3. გენერალური ინსპექციის თანამშრომელი არ მონაწილეობს ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, თუ სამსახურებრივი მოკვლევის და/ან შემოწმების ობიექტი არის მასთან ნათესაურ დამოკიდებულებაში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ თანამშრომლის დაინტერესებაში მოკვლევის შედეგებისადმი. 4. ინსპექციის თანამშრომლის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის აცილების საკითხს – მინისტრი. თავი III. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა     მუხლი 10🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი. ინსპექციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.     მუხლი 11🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი 1. გენერალური ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას; ბ) ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წლის შედეგების მიხედვით წარუდგენს მინისტრს ანგარიშს, ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში; ზ) წინადადებით შედის მინისტრთან მიმდინარე შემოწმების ან სამსახურებრივი მოკვლევის შეწყვეტის თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და წარმოადგენს ინსპექციას სახაზინო დაწესებულებებთან, იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებში; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს; მ) მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად, წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ; ნ) ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურას; ო) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს თავისი მოადგილეების კანდიდატურებს; პ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სამმართველოების უფროსებს; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს, ინსპექციის უფროსის მოადგილეების გარდა; რ) კანონით დადგენილი წესით წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინარული პასუხისმგებლობის და წახალისების საკითხებს: ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს მოადგილეების, ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს; ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას; 2. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 3. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, გენერალური ინსპექციის უფროსის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ნებისმიერი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის.     მუხლი 12🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე 1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში; ბ) ეცნობა სამმართველოების მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში, თავის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს; გ) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და გენერალური ინსპექციის საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; 2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი. 3. ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით. 4. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.     მუხლი 13🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი: ა. გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას, პასუხს აგებს სამმართველოს საქმიანობაზე; ბ. იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; გ. ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების და სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ; დ. ანაწილებს დავალებებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს; ე. თვალყურს ადევნებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალოებების შესრულებაზე; ვ. შემმოწმებელ და შესამოწმებელ პირებთან ერთად ატარებს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას; ზ. ეცნობა სამმართველოს თანამშრომლების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს ინსპექციის უფროსს; თ. ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი. აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ გენერალური ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ; კ. ყოველთვიურად, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ. ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; 2. სამმართველოს უფროსის სხვა, დამატებით უფლება-მაოვალეობას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი. 3. შემოწმების პერიოდში სამმართველოს უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალური ინსპექციის უფროსთან. თავი IV. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ფუნქციები     მუხლი 14🔗. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები ინსპექციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა. აუდიტისა და მოკვლევის სამმართველო; ბ. სპეციალურ დავალებათა სამმართველო; გ. ადმინისტრაციული სამმართველო;     მუხლი 15🔗. აუდიტისა და მოკვლევის სამმართველო აუდიტისა და მოკვლევის სამმართველო: ა. მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალების საფუძველზე ატარებს სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საფინანსო შემოწმებას და კანონდარღვევის შემთხვევაში ახორციელებს დისციპლინურ დევნას. ბ. იხილავს მისი კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციას; გ. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს შემოწმებებისა და სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობ მიზეზებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს.     მუხლი 16🔗. სპეციალურ დავალებათა სამმართველო სპეციალურ დავალებათა სამმართველო: ა. სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით მინისტრის დავალებების საფუძველზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე ახორციელებს სამინისტროს და მისი ორგანოების რიგგარეშე კომპლექსურ, საფინანსო-სამეურნეო და თემატურ შემოწმებებს; ბ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის რთული სპეციფიკის ფაქტების გამოვლენის და მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს დისციპლინურ დევნას; გ. შემოწმებების პროცესში მოპოვებული მასალების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სამართალდარღვევათა გამომწვევ მიზეზებს და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სათანადო წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს შემდგომი რეაგირებისათვის. დ. ახორციელებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს. ე. იხილავს მისი კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციას;     მუხლი 17🔗. ადმინისტრაციული სამმართველო 1. ადმინისტრაციული სამმართველო: ა. ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ბ. უზრუნველყოფს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზაციას, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენას, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებასა და საარქივო საქმის წარმოებას; გ. უზრუნველყოფს ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირების ორგანიზაციას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; დ. უზრუნველყოფს ინსპექციის კომპიუტერიზაციას, ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, სამეურნეო საქმიანობის წარმართვას; 2. ახორციელებს სამინისტროს მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადებების, “ცხელი ხაზით” მიღებული შეტყობინებების, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებების (დადგენილებები), სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათების და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების და მასალების, ცნობების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას; 3. ბუღალტერი უზრუნველყოფს ინსპექციის საბუღალტრო საქმის წარმართვას.     მუხლი 18🔗. საგანგებო ერთობლივი ჯგუფი 1. განსაკუთრებით რთულ და მნიშვნელოვან საქმეებზე შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით გენერალური ინსპექციის უფროსს შეუძლია შექმნას საგანგებო ერთობლივი ჯგუფი. 2. საგანგებო ერთობლივი ჯგუფის ხელმძღვანელს ნიშნავს გენერალური ინსპექციის უფროსი. 3. გენერალური ინსპექციის უფროსს უფლება აქვს მიმართოს ფინანსთა მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს საგანგებო ერთობლივ ჯგუფში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების სხვა საჯარო მოსამსახურეების შეყვანის თაობაზე. თავი V. დასკვნითი დებულებები     მუხლი 19🔗. ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.