განჩინება -ს.ს."კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გაკოტრების საქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/33
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110607008, 08/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

თელავის რაიონული სასამართლო

2011 წლი ს 20 მაისი                     

ქ. თელავი

 მოსამართლე: გოგიტა თოთოსაშვილი

განმცხადებელი: სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გაკოტრების საქმის მეორე რიგის

კრედიტორები: შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის”

გენერალური დირექტორი ირინა მილორავა და შპს „საქართველოს სახელმწიფო

ელექტროსისტემ ი ს რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე

მოთხოვნის არსი: სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გაკოტრების კრედიტორთა

კუთვნილი თანხების საბოლოო განაწილება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 თელავის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გაკოტრების საქმის მეორე რიგის კრედიტორებმა შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.

  განცხადების თანახმად, განმცხადებლებისათვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად, თანხის განაწილების შემდეგ დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 15 691,27 ლარი.

განმცხადებლები ითხოვენ აღნიშნული თანხის განაწილებას მეორე რიგის კრედიტორთა მოთხოვნების შესაბამისად. განცხადებას თან ერთვის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

  სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ იგი მიღებული უნდა იქნეს სასამართლო წარმოებაში, ვინაიდან წარმოდგენილია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება და სხდომაზე მოწვეული უნდა იქნ ე ნ მხოლოდ მეორე რიგის კრედიტორები, ვინაიდან განცხადების თანახმად კრედიტორებზე გაუნაწილებელი ნაშთი შეადგენს 15 691,27 ლარს, ხოლო მეორე რიგის კრედიტორების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები წარმოადგენს გაცილებით დიდ თანხას, შესაბამისად, არსებული თანხის ოდენობიდან გამომდინარე ვერ მოხდება მეორე რიგის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაც. `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

  დადგენილია, რომ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას შედგენილი კრედიტორთა რეესტრით, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას” ჰყავდა შვიდი რიგის კრედიტორი, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილებული იქნა მხოლოდ პირველი რიგის კრედიტორი და ნაწილობრივ (პროპორციით) მეორე რიგის კრედიტორები. დასაკმაყოფილებელი დარჩა მეორე რიგის კრედიტორთა მოთხოვნების გარკვეული ნაწილი.

  ვინაიდან, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ და ნაშთის სახით არსებული თანხა საკმარისი არ არის მეორე რიგის კრედიტორების ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, ამიტომ აღნიშნული ნაშთის განაწილება უნდა მოხდეს მეორე რიგის კრედიტორების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების მოცულობის პროპორციულად.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 183-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.

2. დაინიშნოს კრედიტორთა კრება 2011 წლის 14 ივლისს, 12 საათზე, თელავის

რაიონულ სასამართლოში.

3. სხდომაზე მოწვეულ იქნეს მეორე რიგის ყველა კრედიტორი.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მისი გამოქვეყნებიდან

(გადაცემიდან) ხუთი დღის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში.

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე           გ. თოთოსაშვილი