⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.01.2012)
გაუქმებულია:

თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2011
ძალის დაკარგვა 13.01.2012
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.145.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110607010, 13/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,484 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2011 მიღება
13.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Aharoni; panose-1:2 1 8 3 2 1 4 3 2 3;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:31.5pt 42.5pt 63.0pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2011 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების თანდართული პროგრამა. 2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე               რ. ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა     მუხლი 1🔗. პროგრამების მიზანი 2011 წლის თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის მიზანია თიღვის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მიზნობრივი ჯგუფებისათვის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ომის მონაწილეები, მარჩენალდაკარგულები და აშ.) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამების დაფინანსება, ანგარიშსწორება და კონტროლი 1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, წარმოადგენს სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი, პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ბენეფიტის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 2. ამ დადგენილების მე-5 დანართით დამტკიცებული „კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სათბობი შეშის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე განაწილებას. 3. პროგრამის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის შესრულების შესახებ ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.     მუხლი 3🔗. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი როდესაც ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ბენეფიციარი ობიექტური მიზეზების გამო პირადად ვერ ახერხებს განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული/მოთხოვნილი (ბანკში ანგარიშის გახსნა და ა.შ) დოკუმენტაციის წარმოდგენა, შესაძლებელია მის ნაცვლად მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა აწარმოოს ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ოჯახის  სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს), ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სოციალური დახმარება ჩარიცხოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებაზე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განაცხადს და პროგრამით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას დამატებით უნდა ახლდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.     მუხლი 4🔗. პროგრამების ადმინისტრირება 1. პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყობს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური). 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.     მუხლი 5🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს. 4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ. 5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. სამსახური უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.     მუხლი 6🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.     მუხლი 7🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისიის ყველა სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. კომისიის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.     მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.                                                       დანართი №1 დევნილთა სარიტუალო მომსახურება (ორგანიზაციული კოდი 06 02)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარდაცვალებისას, შესაბამისი სარიტუალო მომსახურების (დაკრძალვის ღონისძიებები) განხორციელების უზრუნველყოფა.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები ა) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა სარიტუალო მომსახურებისათვის (დაკრძლვისათვის) დახმარების მოცულობა შეადგენს 400 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებელის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი. ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20.0 ათასი ლარის ოდენობით.                  დანართი N2 ახალშობილთა დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 04)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური პირობების უზრუნველყოფა.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან ახალშობილის მშობლები, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებისას მშობლების ქორწინება შეწყვეტილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა დახმარების მოცულობა ყოველ ახალშობილზე შეადგენს 200 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თვამჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №3 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 05)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან 80 წლისა და 80 წელს გადაცილებული პირები.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების ან მისი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №4 დედ–მამით ობოლ (18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 06)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან დედ-მამით ობოლი (18 წლამდე ასაკის) ბავშვები. დახმარება გაიცემა ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მეურვის/მზრუნველის მიერ თიღვის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებელის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №5 კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 07)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფა.     მუხლი 2🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფილ იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის და დოღლაურის, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის (ე.წ. „ტელევიზიის I და II კორპუსები“) ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით). 2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამ­­თ­რის სეზონისათვის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს: ა) 2011 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი შეშის მოცულობას (გადასაცემი შეშის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) 2011 წლის 30 ოქტომბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის მიწოდება. 3. სათბობი შეშის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 49.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №6 მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 09)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,5 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №7 მრავალშვილიან ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 10)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მრავალშვილიან ოჯახთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა დახმარების მოცულობა თითოეულ შვილზე შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,5 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №8 ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 11)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 300 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №9 ბავშვობიდან ინვალიდების სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 12)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ბავშვობიდან ინვალიდების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ბავშვობიდან ინვალიდი პირები.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვობიდან ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,5 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №10 პირველი ჯგუფის ინვალიდების სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 13)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია პირველი ჯგუფის ინვალიდების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ პირველი ჯგუფის ინვალიდი პირები.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) პირველი ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,4 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №11 ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 14)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის ფსიქიკური აშლილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №12 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 15)     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვა.     მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ოჯახები.     მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა თითოეულ ოჯახზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული – ოჯახის წევრების უფლების დამადასტურებელი   მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.     მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 0,1 ათასი ლარის ოდენობით.