⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.10.2009)
გაუქმებულია:

ქ. ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2004
ძალის დაკარგვა 17.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №219
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.006784
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 29/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,955 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2004 მიღება
17.10.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Chveulebrivy-ITV;} @font-face {font-family:Academiury-ITV;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Chveulebrivy-ITV","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Academiury-ITV","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:110%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Academiury-ITV","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:110%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Academiury-ITV","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Chveulebrivy-ITV","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Chveulebrivy-ITV","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Academiury-ITV","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  040.030.000.22.022.006.784 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №219 2004 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი ქ. ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი           ა. დიდებულიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად. იგი შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. ტექნიკუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებითა და წინამდებარე წესდებით. 3. ტექნიკუმი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს აწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. ტექნიკუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა. 5. ტექნიკუმის იურიდიული მისამართია: 54607, ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5     მუხლი 2🔗. ტექნიკუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ტექნიკუმი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები სხვადასხვა დარგის პროფესიული საქმიანობისათვის. 2. ტექნიკუმში საშუალო პროფესიული განათლების მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 3. ტექნიკუმში საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად, ისე უამისოდ. 4. ტექნიკუმის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. 5. ტექნიკუმი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმის მოთხოვნათა დონეზე. 6. ტექნიკუმი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსებისა და პროგრამის ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ სათანადო წესით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ტექნიკუმს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლება-უნარიანობა და ტექნიკუმი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ანდა თავისი წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა.     მუხლი 3🔗. ტექნიკუმის საგანმანათლებლო პროცესი 1. ტექნიკუმში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი ტექნიკუმში განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗. ტექნიკუმის დირექტორი 1. დირექტორი არის ტექნიკუმის უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს ტექნიკუმის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. 2. დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი. 4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიური საბჭოს თანხმობით დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებთან. 5. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ტექნიკუმის წესდების განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.     მუხლი 5🔗. პედაგოგები 1.პედადგოგიურ მუშაკებად, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების შესასრულებლად მიიღებიან პირები, რომელთა პედაგოგიური განათლებაც დადასტურებულია შესაბამისი პროფესიის აღმნიშვნელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით. არაპედაგოგიური განათლების პირებს (სპეციალური საგნების მასწავლებლები) პედაგოგიური მოღვაწეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემდეგ. 2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას. 3. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები; ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. 4. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით. 5. ტექნიკუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემოქმედებით წინსვლაში. 6. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე. 7. ტექნიკუმის მუშაკი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულებები; დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები; ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მოთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით; ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. 8. პედაგოგს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს ტექნიკუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.     მუხლი 6🔗. მოსწავლეები 1. ტექნიკუმის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია ტექნიკუმში. 2. ტექნიკუმში მიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკის ცენზი. 3. ტექნიკუმში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად, ცენტრალური ბიუჯეტიდან. 4. ტექნიკუმში განათლების მიღება შეიძლება ასევე ექსტერნატის ფორმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენლი წესით. 5. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით, დადგენილი წესის შესაბამისად. ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას. 6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან ტექნიკუმის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ზომები, მათ შორის, გარიცხვაც.     მუხლი 7🔗. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭო 1. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭო არის ტექნიკუმის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ” და წინამდებარე წესდებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს ტექნიკუმის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს ტექნიკუმის საგანმანათლებლო პროგრამაში და წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობასა და არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიური საბჭო შედგება ტექნიკუმის პედაგოგთა მიერ თავის შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან. მათ გამოცდილების, დამსახურებისა და სტაჟის გათვალისწინებით, წარადგენს დირექტორი. საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს ტექნიკუმის პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. 5. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭოში წარადგენს ექვს წევრს. 6. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან. 7. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს ტექნიკუმის ყველა პედაგოგი.     მუხლი 8🔗. ტექნიკუმის სამეურვეო საბჭო 1. ტექნიკუმის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის მიერ, სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა ერთ მესამედსა და შესაბამისი დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამერვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში. 3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 პირის ოდენობით. 4. სამეურვეო საბჭო ადგენს და ამყარებს საქმიან ურთიერთობებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ვისაც სურვილი აქვთ აღმოუჩინონ ტექნიკუმს ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება. 5. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 6. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით. 7. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის მანძილზე ორჯერ მაინც მოამზადოს ანგარიში და წარუდგინოს დაწესებულების მოსწავლეთა მშობლების კანონიერი წარმომადგენლების საერთო კრებას.     მუხლი 9🔗. ტექნიკუმის ადმინისტრაცია 1. ტექნიკუმის ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიან: ტექნიკუმის დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, საფინანსო და სამეურნეო სამსახურის უფროსები, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. 2. ტექნიკუმის ბიუჯეტის პროექტს ადგენს ტექნიკუმის ადმინისტრაცია/დირექტორი/, განსაზღვრავენ სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორი. 3. ტექნიკუმის ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი: ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს ტექნიკუმის საქმისწარმოებას, ზედამხედველობას უწევს ტექნიკუმის წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილების შესრულებას. დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დასამტკიცებლად დირექტორს წარუდგენს ტექნიკუმის სასწავლო-აღმზრდელობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების პროექტს. ახორციელებს ტექნიკუმის წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას, მოქმედი კანონმდებლობის, ტექნიკუმის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს ბუღალტერიას. 4. ტექნიკუმის ადმინისტრაცია, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია გადაწყვეტილებები მიიღოს ისეთ საკითხზე, როგორიცაა ტექნიკუმის მუშაკებისათვის ხელფასზე დანამატების დანიშვნა, პრემიებისა და სხვა ფინანსური დახმარებების გაცემა.     მუხლი 10🔗. დაფინანსება 1. ტექნიკუმი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები ,,განათლების შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ტექნიკუმის სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან. 3. ტექნიკუმს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები, იჯარით გასცეს როგორც მის საკუთრებაში, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს. 4. ტექნიკუმის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტექნიკუმის საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი.     მუხლი 11🔗. ქონება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ტექნიკუმს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება.     მუხლი 12🔗. საბუღალტრო ანგარიშგება ტექნიკუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშსწორება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ტექნიკუმის საქმიანობის კანონზომიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტურობასა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. იგი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკუმის არასამართლებრივი გადაწყვეტილება. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ტექნიკუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ტექნიკუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 14🔗. ტექნიკუმის შექმნა და ლიკვიდაცია 1. ტექნიკუმი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით ტექნიკუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი ტექნიკუმის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.