⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.07.2009)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №429 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2004
ძალის დაკარგვა 03.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №429
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.006458
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 20/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,803 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2004 მიღება
03.07.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №429 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt 37.9pt 27.0pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.458 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №429 2004 წლის 19 აპრილი  ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი (დანართი 1). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 აგვისტოს №750 ბრძანება (სსმ III, 2002წ., №88, მუხ 799) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ”. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. პაპუაშვილი  დანართი 1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტროს დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – სასჯელაღსრულების, მიწის მართვისა და საარქივო დეპარტამენტი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები, საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია, იუსტიციის სასწავლო ცენტრი; ბ) სტაჟირება – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) და დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა; გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; დ)კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.     მუხლი 4🔗 ეს წესი არ ვრცელდება: ა) აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებზე; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე; გ) საქარველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრზე; დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე. თავი II. სტაჟიორის სტატუსი     მუხლი 5🔗 1. სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 2. დამამათავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.     მუხლი 6🔗 1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სამინისტროს სტაჟირების საბჭო. 2. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს საბჭო ხმათა უმრავლესობით, ხოლო თანაბარი ხმების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ფორმდება მინისტრის ბრძანებით. 3. მინისტრს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვე-ვებში მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის დანიშვნის შესახებ მისი კონკურსის გავლის გარეშე.     მუხლი 7🔗 კანდიდატმა სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში (შემდგომში _ საკადრო საკითხთა დეპარტამენტი) უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №2).     მუხლი 8🔗 1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია გაუგრძელოს სტაჟირების ვადა 6 თვით. 3. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა. 4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი.     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში და დაწესებულებაში, როგორც წესი, არ აღემატება შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს. 2. სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში და ტერიტორიულ ორგანოში სტაჟიორთა რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება მინისტრის მიერ. თავი III. სტაჟიორის უფლებები     მუხლი 10🔗 სტაჟიორს უფლება აქვს: ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექ-ტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. სტაჟიორი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის საკითხებს.     მუხლი 11🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება საბჭოს თავმჯდომარის წინაშე მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულში, დაწესებულებაში, ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანის შესახებ. 2. საბჭოს თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლე-ბამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ. თავი IV. სტაჟიორის მოვალეობები     მუხლი 12🔗 1. სტაჟიორი მოვალეა: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, და-წესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას; გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქ-ტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მოხელეებთან. 2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყო-ფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტაჟიორმა უნდა წარადგინოს გამოცდაზე მის მიერ გაწეული მუშაობის მოსმენისას.     მუხლი 13🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში, რომელზედაც კონტროლს ახორციელებს ამ სამსახურის ხელმძღვანელი. 2. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის, შესაბამისი დაწესებულების დებულების (შინაგანაწესის) გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს. თავი V. სამინისტროს მოვალეობები     მუხლი 14🔗 სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.     მუხლი 15🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.     მუხლი 16🔗 სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სამინისტროს იმ სტრუქტუ-რული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელსაც იგი სამსახურებრივად ექვემდებარება, სისტემატურად ჩააბაროს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 17🔗 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველ-კვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია საკადრო საკითხთა დეპარტამენტს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ. თავი VI. სტაჟირების საბჭო     მუხლი 18🔗 1. სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების საბჭო (შემდგომში _ საბჭო). 2. სტაჟიორთა საბჭოს ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორცილებს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი. 3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და 7 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. საბჭოს თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. 4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. 5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.     მუხლი 19🔗 1. საბჭო, როგორც წესი, გასაუბრებას აწყობს წელიწადში ორჯერ. 2. გადაწყვეტილებას გასაუბრების გადადების შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. თავი VII. სტაჟირების გავლის სხვა პირობები     მუხლი 20🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საბჭოს, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.     მუხლი 21🔗 იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში თანამ-დებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა ან სერტიფიკატი.     მუხლი 22🔗  სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს თავმჯდომარეს და მინისტრს.     თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები     მუხლი 23🔗 ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განაცხადი სტაჟირებაზე 1. გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------------------- 2. დაბადების ადგილი, თარიღი ------------------------------------------------------------- 3. მოქალაქეობა -------------------------------------------------------- 4. პირადობის მოწმობის ნომერი ---------------------------------------------------------- 5. ოჯახური მდგომარეობა ----------------------------------------------- 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული  ფოსტა, ფაქსი:  ----------------------------------------------------------------------------------------------------------  ----------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. განათლება ( როდის-რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) როდიდან   როდემდე         სასწავლებელი                                          ფაკულტეტი 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის №  სპეციალობა                                        კვალიფიკაცია                                          დიპლომის № 10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე: შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.     ენა                                                კითხვა                        მეტყველება                        წერა 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები 13. იუსტიციის სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში (დაწესებულება) გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი (ან დაწესებულება) პრიორიტეტების მიხედვით. 14. თქვენი ინტერესთა სფეროები 15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:  როდის                        ორგანიზაცია - დაწესებულება                            თანხის ოდენობა  16. შრომითი საქმიანობა  როდიდან-როდემდე უწყება , ორგანიზაცია თანამდებობა მისამართი უწყება                                                                                                                                  ორგანიზაციის                                                                                                                                სადაც, მუშაობდით     17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა  პროფესიული მიზნით: სად, როდის? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 18. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო  წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისგან -------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 19. ერთი რეკომენდაცია  (მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო მონაცემები), 20. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ, თუ რას ელით იუსტიციის სამინისტროში სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ. ფორმატი · არა უმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით შინაარსი · თქვენი პროფესიული მიზნები; · რა როლს ითამაშებს იუსტიციის სამინისტროში სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად? · რატომ აირჩიეთ თქვენს მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის? · როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში? მოკლედ აღწერეთ იუსტიციის სამინისტროში თქვენი სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში. 21. გთხოვთ, წარმოადგინოთ ცალკე ფურცელზე შშემდეგი საბუთები: ა.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ბ. თქვენი აქტუალური CV   გ. ფოტოსურათი დ. დიპლომას ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან) ე. რეკომენდაცია/შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სტაჟირების გავლის კანდიდატმა საკადრო საკითხთა დეპარტამენში დამატებით უნდა წარმოადგინოს ა. ცნობა ნასამართლეობის შესახებ ბ. სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 22. შენიშვნები შევსების თარიღი ------------------------------------------  პირადი ხელმოწერა ------------------------------------------