საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2004
ძალის დაკარგვა 15.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/176
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.006786
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 04/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 52.15pt 35.45pt 49.6pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.006.786
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/176
2004 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულება თანდართული სახით.
3. დაევალოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს (თ. ბერიძე) 30 დღის ვადაში უზრუნველყოს დეპარტამენტის რეორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების დასრულება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბენდუქიძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. სტატისტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებული სტატისტიკის პრინციპების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ასევე სიმბოლიკა, რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით.
5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, კ. გამსახურდიას გამზირი №4.
II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
6. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა სახელმწიფო სტატისტიკა.
7. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ბ) ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და გავრცელება;
დ) საერთაშორისო ანალოგებთან თავსებადი სტატისტიკური სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
ე) საწარმოთა და სხვა სუბიექტთა რეგისტრების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება;
ვ) სტატისტიკური კლასიფიკაციების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება;
ზ) სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების, ინფორმაციული ბანკებისა და ქსელების ფორმირება და სრულყოფა;
თ) სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ი) შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
კ) სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შემუშავება და დამტკიცება;
ლ) საყოველთაო (მოსახლეობის, საცხოვრისების, სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური და სხვ.) და მიკრო აღწერების, სხვა სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვებების განხორციელება;
მ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და სტატისტიკური მონაცემების სხვა მომხმარებლების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ნ) სტატისტიკის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ო) სამომხმარებლო და მწარმოებელთა ფასების ინდექსების გაანგარიშება; ინფლაციის დონისა და დინამიკის განსაზღვრა;
პ) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის და საგადასახდელო ბალანსის წარმოება;
ჟ) სხვა ქვეყნების ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ საერთაშორისო სუბიექტებთან თანამშრომლობა სტატისტიკის სფეროში.
III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
8. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
9. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სტატისტიკის სფეროში;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) აწესრიგებს დეპარტამენტის სისტემის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოხელეებს;
ვ) განსაზღვრავს მოადგილეების, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და დეპარტამენტის სისტემის სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებებს;
ზ) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს სტატისტიკურ საქმიანობათა სახელმწიფო პროგრამას დასამტკიცებლად;
თ) წარუდგენს მთავრობას ანგარიშს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ;
ი) ამტკიცებს დეპარტამენტის სისტემის საშტატო ნუსხას;
კ) ქმნის კომისიებსა და სხვა სათათბირო ორგანოებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; განსაზღვრავს მათ შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და ანაზღაურების წესს.
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
11. მოადგილეთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მოადგილე დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სხვა დაწესებულებების საქმიანობას.
IV. დეპარტამენტის სისტემა, სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
12. დეპარტამენტის სისტემას ქმნიან სტრუქტურული ქვედანაყოფები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც შედგებიან სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
13. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სტატისტიკის ინფრასტრუქტურისა და სტანდარტების სამმართველო;
ბ) მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველო;
გ) საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო;
დ) მომსახურების სტატისტიკის სამმართველო;
ე) სოციალური სტატისტიკის სამმართველო;
ვ) სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სტატისტიკის სამმართველო;
ზ) კრებსითი სტატისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
თ) დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი (სამმართველოს სტატუსით).
14. სტატისტიკის ინფრასტრუქტურისა და სტანდარტების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სტატისტიკური სტანდარტების შემუშავება, ტირაჟირებისა და დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი; ადმინისტრაციული და სტატისტიკური რეგისტრების ფორმირება და აქტუალიზება; რეგისტრებისა და საკლასიფიკაციო სისტემების კოორდინაცია, მონიტორინგი; ამ სისტემებისათვის ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შემუშავება და დანერგვა; სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შემუშავების, ტირაჟირებისა და დანერგვის კოორდინაცია; დეპარტამენტის სისტემაში სტატისტიკური საქმიანობის მეთოდოლოგიური კოორდინაცია და მონიტორინგი; შერჩევითი სტატისტიკური დაკვირვებების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი; სამომხმარებლო და მწარმოებელთა ფასების (ტარიფების) რეგისტრაცია და მათ საფუძველზე ფასების ინდექსების გაანგარიშება; ინფლაციის დონისა და დინამიკის განსაზღვრა; ინფორმაციული ბაზის მომზადება საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობისათვის; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; დეპარტამენტის სისტემაში ამ სფეროს კოორდინაცია და მონიტორინგი; კორპორაციული და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა და ადმინისტრირება; სტატისტიკური საქმიანობისათვის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და დანერგვა; მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება.
15. მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის ეროვნული ანგარიშებისა და საგადასახდელო ბალანსის აგების ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მათში შემავალი კომპონენტებისა და მაჩვენებლების ქრონოლოგიური და საერთაშორისო შედარებითობის უზრუნველყოფა, საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება და აღურიცხავი ოპერაციების შეფასება, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებური შედარებებების განხორციელება, საშინაო და საგარეო როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა და დახასიათება, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკური შეფასებისათვის სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება.
16. საწარმოთა სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების მიღება, დამუშავება და გავრცელება ყველა ტიპის (მსხვილი, საშუალო, მცირე) საწარმოთა ჭრილში; ამ მიზნით მიმდინარე სხვადასხვა პერიოდულობის (ყოველთვიური, კვარტალური, წლიური) გამოკვლევების, სტრუქტურული კვლევებისა, საწარმოთა საყოველთაო და მიკრო ეკონომიკური აღწერების ჩატარება; საწარმოთა სტატისტიკის სფეროს ინფორმაციული რესურსებისა და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
17. მომსახურების სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: მომსახურების შესახებ სტატისტიკური ანგარიშგებისა და დამოუკიდებლად ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ინფორმაციული რესურსების ფორმირება როგორც ღირებულებით, ისე ნატურალურ გამოხატულებაში; თანამედროვე საკლასიფიკაციო სისტემის გამოყენებით ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის და მომსახურების სხვა სფეროების შესწავლა.
18. სოციალური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის და აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული გამოკვლევების მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მოსახლეობის აღწერის და შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული გამოკვლევების მოწყობა, მათი მასალების დამუშავება, ანალიზი და პუბლიკაცია; მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველი მასალის მიღება, დამუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა; მოსახლეობის ეკონომიკური სტატუსის, დასაქმებისა და უმუშევრობის, შრომის ანაზღაურების ფორმებისა და სახეების დახასიათება საქმიანობის სახეების, სქესის, რეგიონების, საკუთრების ფორმების მიხედვით; ქვეყნის მოსახლეობის და შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის მიღება და დამუშავება შერჩევითი და სპეციალური კვლევების საფუძველზე სოციალურ, დემოგრაფიულ და რეგიონულ ჭრილში; სოციალური მომსახურების სფეროების სტატისტიკური შესწავლა.
19. სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვით ღონისძიებათა სფეროში მიმდინარე პროცესების სტატისტიკური კვლევების განხორციელება, ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება, დადგენილი პერიოდულობით სრულმასშტაბიანი სასოფლო-სამეურნეო აღწერების ორგანიზება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რესურსები-გამოყენება ანგარიშებისა და სურსათის ბალანსების წარმოება.
20. კრებსითი სტატისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: კრებსითი სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემის სრულყოფა, კრებსითი სტატისტიკური და ანალიზური სამუშაოების ორგანიზება და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი კომპლექსური მასალების მომზადება და ხელისუფლების ორგანოებისა და ინფორმაციის მომხმარებელთა სხვა კატეგორიებისათვის მათი მიწოდება; სტატისტიკური პუბლიკაციების მომზადებისა და გამოცემის ორგანიზება და კოორდინაცია; სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამების შემუშავების კოორდინაცია; საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკურ, სტატისტიკურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელების სფეროში; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების წარმართვა და ამის საფუძველზე საზოგადოების სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა.
21. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ამოცანებია: საფინანსო, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება და დეპარტამენტის სისტემაში სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი; დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობანაგებობების და სხვა ძირითადი ფონდების მომსახურება და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საკანცელარიო, სამეურნეო ინვენტარითა და მასალებით უზრუნველყოფა; პოლიგრაფიული მასალების მომზადება და გამოცემა; დეპარტამენტის კომპიუტერული, ქსელური და საოფისე საშუალებების ტექნიკური მომსახურება; ცენტრალური აპარატისა და სისტემის კადრების შერჩევის, განაწილების და დანიშვნის პროცესის ორგანიზება; სისტემის კადრების სწავლება-გადამზადების ორგანიზება; ტერიტორიული სტატისტიკური ორგანოების სამუშაოების შესრულების კონტროლის, საქმიანობის შეფასების განხორციელება; საქმისწარმოების ორგანიზაცია დეპარტამენტის სისტემაში, ზემდგომი ორგანოების სამართლებრივი აქტების დროულ შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესახებ საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, საარქივო და იურიდიული საქმიანობის ორგანიზაცია; დადებული ხელშეკრულებების, ვალდებულებებისა და პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი.
22. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
23. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
24. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შექმნის, რეორგანიზების და ლიკვიდირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
25. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო;
გ) სახელმწიფო სტატისტიკის ზუგდიდის სამმართველო;
დ) სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველო;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის ოზურგეთის სამმართველო;
ვ) სახელმწიფო სტატისტიკის ამბროლაურის სამმართველო;
ზ) სახელმწიფო სტატისტიკის თელავის სამმართველო;
თ) სახელმწიფო სტატისტიკის მცხეთის სამმართველო;
ი) სახელმწიფო სტატისტიკის ახალციხის სამმართველო;
კ) სახელმწიფო სტატისტიკის რუსთავის სამმართველო;
ლ) სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველო.
V. დეპარტამენტის ქონება
26. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები.
27. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტს შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება მოქმედი კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და ქონების გადაცემისათვის განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით (თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).
VI. დასკვნითი დებულებანი
28. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
29. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.