საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამნეტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/831
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110607013, 09/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.09.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამნეტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:31.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 45.1pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/831
2011 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანება და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანება .
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის ორგანიზება;
ე) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
თ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ი) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან მათ განხილვაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულების, მემორანდუმების, შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლისა და ცვლილებების შეტანის შესახებ;
ნ) სამინისტროს სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და სამინისტროს სხვა გარიგებების რეესტრის წარმოება და განახლება კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
ო) სამინისტროს სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და სამინისტროს სხვა გარიგებებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
პ) აუცილებლობის, ასევე მინისტრის ბრძანებით ან კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული ქონების ადგილზე (მათ შორის კომისიური წესით) დათვალიერება, სახელშეკრულებო (საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადება; ასევე დამრღვევ პირებზე საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კანონით დადგენილი წესით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან;
ბ) მოითხოვოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაცია მათსა და კონტრაჰენტებს შორის სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებისა და გაწეული მონიტორინგის შესახებ.
3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებულ ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს 3 მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) ორგანიზებას უწევს სამინისტროსა და მის სიტემაში შემავალი დაწესებულებების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავებასა და მის შესრულებას;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და შეიმუშავებს სამართლებრივ დასკვნებს სამინისტროში შემოსული საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების თაობაზე;
გ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს მისი ფუნქციების განხორციელებაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობას და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენას;
ე) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებებს;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულებას და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და/ან საქართველოს მთავრობას;
ზ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
4. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს და აძლევს მათ შესაბამის მსვლელობას;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
დ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მომზადებას, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ახორციელებს სამინისტროს სახელით დასადები სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელთა ვიზირებასაც უზრუნველყოფს სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი;
დ) ახორციელებს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველოს მიერ მომზადებული ხელშეკრულების მოშლისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართალებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას.
ე) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრებს, განცხადებებს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ზ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსული ნორმატიული აქტების (ბრძანებები, დადგენილებები, ბრძანებულებები) პროექტებზე;
თ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (ბრძანებები, დადგენილებები, ბრძანებულებები) პროექტებზე;
ი) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
6. სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო:
ა) აწარმოებს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებებისა და სამინისტროს სხვა გარიგებების რეესტრს.
ბ) მონიტორინგს უწევს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებებითა და სამინისტროს სხვა გარიგებებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას;
გ) კონტროლს უწევს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და კონტრაჰენტებს შორის სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე გაწეულ მონიტორინგს;
დ) აუცილებლობის, ასევე მინისტრის ბრძანებით ან კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ახორციელებს სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების ადგილზე (მათ შორის, კომისიური წესით) დათვალიერებას, სახელშეკრულებო (საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადებას; ასევე დამრღვევ პირებზე საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, კანონით დადგენილი წესით;
ე) სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვა) შესრულებაზე, მათი სპეციფიკურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდენის საფუძველზე, ამზადებს წინანადედებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე;
ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად;
ზ) ამზადებს შესაბამისი განკარგულებების პროექტებსა და შეთანხმებებს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამზადებს სამართლებრივ დასკვნებსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართალებრივი აქტების პროექტებს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე.
7. სამმართველოს უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.