საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2002
ძალის დაკარგვა 29.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 220010040.10.008.005155
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 21/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.5pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt .75in 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.155
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №40
2002 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის საფუძველზე, ამავე კანონის მე-2 და 33-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულება”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
დებულება შემუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 73-ე მუხლის საფუძველზე, ამავე კანონის მე-2 და 33-ე მუხლების შესასრულებლად.
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის (შემდგომში – „აუქციონის“) შექმნის, ხელმძღვანელობის, მუშაობისა და საკრედიტო რესურსებით ელექტრონული ფორმით ვაჭრობის წესებს.
2. აუქციონს ატარებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. აუქციონის მუშაობას წარმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დანიშნული კომიტეტი სამი პირის შემადგენლობით, რომლებიც ყოველ აუქციონზე რიგრიგობით ასრულებენ აუქციონის სპიკერის მოვალეობას.
4. აუქციონი ეწყობა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში ყოველკვირეულად, სამშაბათობით და ხუთშაბათობით. ვაჭრობა იწყება 10 საათზე.
5. საკრედიტო რესურსების ყიდვა-გაყიდვა ხდება ელექტრონული ფორმით. აუქციონებზე ვაჭრობა წარმოებს 7 დღემდე, 30 დღემდე, 60 დღემდე და 90 დღემდე დაფარვის ვადით საკრედიტო რესურსებით.
6. მოსალოდნელი რისკისაგან საკრედიტო რესურსების გამყიდველი ბანკის დაზღვევის მიზნით მყიდველი ვალდებულია ეროვნულ ბანკში დააგირაოს შეხედულებისამებრ რეგულირების ფონდის ანგარიშზე რიცხული აუცილებელი რეზერვების თანხა ან მის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებები. ამასთან, ნოტარიულად მათი გაფორმება აუცილებელი არ არის, რადგან მათი შენახვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
7. აუქციონზე შეძენილი კრედიტების საგირავნო უზრუნველყოფისათვის გამოიყენება როგორც მყიდველი ბანკის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ფაქტობრივად რიცხული ნაშთის 90 პროცენტი, ისე მის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებები, სადაც შესაძენი საკრედიტო რესურსების ზღვრული ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:
NxE
F= --------------------------- * 0.9
i d
1+(-------- x ---------)
100 365
სადაც:
F არის სახაზინო ვალდებულებების უზრუნველყოფით გასაცემი სახსრების საერთო ოდენობა;
N – თითოეული სახაზინო ვალდებულების ნომინალური ღირებულება;
E – სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა;
i – ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი .
მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ ამ დებულების მე-3 დანართში განსაზღვრული წესით.
D – სახაზინო ვალდებულებების დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.
8. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მეთაურ საბანკო დაწესებულებებს, ამასთან, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს არ დაუშვას აუქციონზე ის კომერციული ბანკები, რომელთაც დაცული არა აქვთ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები.
9. ბანკებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ დაიშვებიან აუქციონზე, აღნიშნულის შესახებ ეცნობებათ განაცხადის წარდგენისთანავე.
10. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს აუქციონში კომერციული ბანკებისათვის დაწესებული პირობებით.
11. აუქციონზე ელექტრონული ვაჭრობისათვის კომერციული ბანკის დაშვების ხარისხისა და უფლებების განსაზღვრას ახდენს ეროვნული ბანკის უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველო, რის საფუძველზეც გაიცემა დაშვების პაროლი კომერციული ბანკის კონკრეტული თანამშრომლისათვის, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ ბანკთან ოპერაციების წარმოებისათვის.
12. ვაჭრობის მონაწილენი ვალდებული არიან დაიცვან საბანკო კანონმდებლობა და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 2🔗. აუქციონის კომიტეტის უფლება-მოვალეობანი
აუქციონის კომიტეტი:
1. იღებს განაცხადებს ელექტრონული ფორმით საკრედიტო რესურსების მყიდველი და გამყიდველი ბანკებისაგან აუქციონში მონაწილეობის შესახებ.
2. ამოწმებს აუქციონის მყიდველის სტატუსით მონაწილეთა განაცხადებში მითითებული საკრედიტო რესურსების მოცულობის შესაბამისობას მათი სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ფაქტობრივად მოთავსებული თანხის 90 პროცენტთან. ასევე, ამოწმებს მის შესაბამისობას სახაზინო ვალდებულებების დაგირავების თაობაზე მყიდველი ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილ შეტყობინებასთან, ხოლო ამ უკანასკნელს ადარებს სახაზინო ვალდებულებების რეესტრს.
3. ამოწმებს გამყიდველის სტატუსით ვაჭრობის მონაწილეთა საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესაბამისი სახსრების არსებობას, ასევე მყიდველის სტატუსით მონაწილე ბანკების მიერ ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დაცვის მდგომარეობას (ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე).
4. აუქციონზე შემდგარი გარიგებების შემდეგ ასრულებს აგენტის როლს მსესხებელსა და კრედიტორს შორის, რაც გამოიხატება ხელშეკრულების დადების პროცედურაში უშუალო მონაწილეობითა და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლით.
5. უზრუნველყოფს გარიგების მონაწილეთა მიერ საკომისიო გადასახდელის ეროვნული ბანკის ანგარიშზე დროულად ჩარიცხვის კონტროლს.
6. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვამდე სავალდებულო რეზერვების პირად ანგარიშზე განთავსებული თანხის ხელშეუხებლობის მიზნით ეროვნული ბანკის ბანკების ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს აწვდის ინფორმაციას ბანკების მიერ ნაყიდი საკრედიტო რესურსის, მასზე დარიცხული პროცენტებისა და მისი სარგებლობის ვადის შესახებ.
7. უფლებამოსილია მსესხებელთან შეთანხმებით სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის ვადის დადგომისას დავალიანების დაფარვა განახორციელოს, პირველ რიგში, მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან, ხოლო მასზე რიცხული თანხების უკმარისობის შემთხვევაში – სესხის უზრუნველყოფიდან.
8. სესხის უზრუნველყოფად ფასიანი ქაღალდების გამოყენების შემთხვევაში, კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დასაფარავად მსესხებლის საკორესპონდენტო ანგარიშზე სახსრების უკმარისობისას საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია მათი დაფარვა უზრუნველყოს იმავე დღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი მსესხებლის მიერ გირაოში ჩადებული ფასიანი ქაღალდების ღირებულებას აღრიცხავს ბალანსზე, რომელიც განისაზღვრება ამ დებულების მე-3 დანართში მითითებული ფორმულით, „I”-ის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗. აუქციონის მუშაობის წესი
1. საბანკო დაწესებულებები, რომლებსაც აუქციონზე გასაყიდად გამოაქვთ საკრედიტო რესურსები ან აპირებენ მათ შეძენას, აუქციონის კომიტეტს ელექტრონული ფორმით წარუდგენენ შესაბამის განაცხადს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრედიტო რესურსების ვადიანობა, საპროცენტო განაკვეთი და მოცულობა. განაცხადების რეგისტრაცია ხდება სპეციალურ დავთარში და დამუშავდება კომპიუტერული წესით.
2. პირველადი განაცხადი ელექტრონული ფორმით წარდგენილ უნდა იქნეს აუქციონის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
3. თუ ბანკი ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ახერხებს სავაჭრო სისტემაში პირველადი განაცხადის გაკეთებას, იგი არ დაიშვება აუქციონზე.
4. განაცხადში კრედიტის გაყიდვის ან ყიდვის შესახებ მიეთითება შესაბამისი თანხა ლარებით, საპროცენტო განაკვეთი და კრედიტის ვადიანობა, რომლითაც კრედიტორი ან მსესხებელი ითვალისწინებს კრედიტის გაცემას ან შეძენას.
5. განაცხადი კრედიტის ყიდვის შესახებ არ მიიღება, თუ მასში მითითებული თანხა საგირავნო უზრუნველყოფას აღემატება, ე.ი. როდესაც შესაძენი კრედიტის ღირებულება ადრე შეძენილ და დაუფარავ საკრედიტო რესურსებთან ერთად აღემატება სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ფაქტობრივად რიცხული ნაშთის 90 პროცენტისა და ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ფორმულით გამოთვლილი თანხის საერთო ოდენობას.
6. კრედიტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განაცხადში მითითებული თანხები შეიძლება შეიცვალოს აუქციონის თითოეულ ეტაპზე. ამასთან, ახალი განაცხადების წარმოდგენა ხდება დადგენილი ელექტრონული ფორმის შესაბამისად.
7. აუქციონის დაწყებისას კომიტეტის სპიკერი მონაწილეებს აცნობებს კრედიტის შეძენის შესახებ განაცხადებში მითითებულ უმაღლეს საპროცენტო განაკვეთს (შემდგომში – „საწყისი პროცენტი“) და კრედიტების მოთხოვნის ოდენობას, აგრეთვე კრედიტების გაყიდვის შესახებ განაცხადებში წარმოდგენილ საერთო თანხას.
8. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი საპროცენტო განაკვეთით შესაძენი თანხა ნაკლებია გასაყიდად გამოტანილი კრედიტის თანხაზე, ან პირიქით, შესაძენი კრედიტის თანხა მეტია გასაყიდად გამოტანილი კრედიტის ოდენობაზე, აუქციონის სპიკერი აცხადებს 5 - წუთიანი ინტერვალით ახალი განაცხადების წარდგენის შესახებ, რომლებშიც საპროცენტო განაკვეთი იქნება შესაბამისად ერთი ან რამდენიმე პუნქტით დაბალი ან მაღალი (საპროცენტო განაკვეთის შეცვლის მინიმალური სიდიდე უნდა შეადგენდეს წლიურ 1 პროცენტს). თუ 5 - წუთიან ინტერვალში ვაჭრობის მონაწილე ბანკმა ვერ მოახერხა მომდევნო განაცხადის გაკეთება, ბანკი ავტომატურად ეთიშება აუქციონის მსვლელობას.
9. მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედება, მეორდება მანამდე, სანამ შესასყიდი კრედიტების საერთო თანხა გამოცხადებული საპროცენტო განაკვეთით არ გაუტოლდება გასაყიდი კრედიტების საერთო თანხას (პლუს-მინუს 10 ათასი ლარის ფარგლებში, რომელსაც ეროვნული ბანკი თავისი შეხედულებისამებრ აბალანსებს განაცხადის წარდგენის გარეშე ან ანაწილებს პროპორციულად). ამასთან, ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის არაუმეტეს 3-ჯერ განმეორების შემთხვევაში, კომიტეტი უფლებამოსილია შეწყვიტოს აუქციონი (აუქციონი გამოცხადდება ჩაშლილად და გარიგებები არ დაიდება) ან სახსრები პროპორციულად გაანაწილოს კრედიტების მიღებისა და გაყიდვის შესახებ განაცხადებში წარმოდგენილი თანხების მიხედვით.
10. აუქციონი იხურება მე-9 პუნქტში გათვალისწინებული მოქმედებების შედეგად საპროცენტო განაკვეთის მიღებისას (შემდგომში – „საბოლოო საპროცენტო განაკვეთი“).
11. აუქციონის დამთავრების შემდეგ აუქციონის კომიტეტი აფორმებს გარიგების რეგისტრაციის ფორმას, რომელიც გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტია, დამოწმებული ეროვნული ბანკის ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, აუქციონის კომიტეტის წევრები) ხელმოწერით.
12. გარიგების დადების შემდეგ აუქციონის კომიტეტი ამზადებს საანგარიშსწორებო დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს მხარეთა შორის ანგარიშსწორების შესახებ განკარგულების პროექტს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს შესასრულებლად და განკარგულების პროექტს გარიგების მონაწილეებთან შეთანხმებით მათი საკორესპონდენტო ანგარიშიდან ეროვნული ბანკის სასარგებლოდ საკომისიო თანხების ჩამოწერის შესახებ, რომლებიც განისაზღვრება გარიგების შესაბამისად წლიური 1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, ანგარიშსწორების განხორციელების ვადა შეადგენს 1 საბანკო დღეს გარიგების დადების დღიდან.
13. საკომისიო გადასახდელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მხარე დაჯარიმდება გარიგებაში მითითებული თანხის 0,5 პროცენტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც ეროვნული ბანკის განკარგულებით ჩამოიწერება საკორესპონდენტო ანგარიშიდან ეროვნული ბანკის სასარგებლოდ.
მუხლი 4🔗. ხელშეკრულების დადების და შესრულების პროცედურა
1. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც აგენტი, პოტენციურ მსესხებლებთან და გამსესხებლებთან აფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას, რომელიც დამოწმდება მხარეთა ხელის მოწერით.
2. კრედიტორები და მსესხებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ საკორესპონდენტო ანგარიშებზე სახსრების არსებობა აუქციონზე დაფიქსირებულ გარიგებათა მიხედვით.
3. კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის დასაფარავად მსესხებლის საკორესპონდენტო ანგარიშზე სახსრების უკმარისობისას დარჩენილი დავალიანება იფარება სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე.
იმ შემთხვევაში, თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით ამონაგები თანხა ნაკლები აღმოჩნდება მსესხებლის მიერ ნაყიდ რესურსზე და მისი სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე ეროვნულ ბანკს უფლება აქვს უკმარი თანხა უპირობოდ მიიღოს მსესხებლის სხვა აქტივებიდან, ხოლო თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით ამონაგები თანხა მსესხებლის მიერ ნაყიდ რესურსზე და მისი სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე მეტია, სხვაობა უბრუნდება მსესხებელს.
მუხლი 5🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. აუქციონის მონაწილეები ვალდებული არიან განუხრელად დაიცვან ვაჭრობის წესები და გარიგების პირობები.
2. აუქციონის კომიტეტი უფლებამოსილია გააკონტროლოს ვაჭრობის მონაწილეების მიერ ამ დებულებისა და გარიგების პირობების დაცვის მდგომარეობა.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სავაჭრო სისტემის (ელექტრონული ვაჭრობის) სათანადო და შეუფერხებელ მუშაობას, აგრეთვე სისტემაში წარდგენილი განაცხადებისა და რეგისტრირებული გარიგებების სისწორეს.
4. აუქციონის მონაწილე კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის სავაჭრო სისტემის დანერგვა და გამართული მუშაობა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ორგანიზებული ელექტრონული ვაჭრობის გზით მონაწილეობა მიიღონ აუქციონში.
5. ამ დებულებით გაუთვალისწინებული საკითხების წამოჭრის შემთხვევაში, მათ დასარეგულირებლად საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
6. გარიგებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სადავო საკითხები, რომელთა მოგვარება მოლაპარაკების გზით შეუძლებელია, განიხილება სასამართლოში.
დანართი №1
გენერალური ხელშეკრულება სესხის აღების შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ____________, როგორც ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე კრედიტორის აგენტი, ხოლო, მეორე მხრივ,
_____________________________________________________ , როგორც მსესხებელი, „საქართველოს
(კომერციული ბანკის დასახელება, მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი),
ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების” შესაბამისად აფორმებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
საქართველოს ეროვნული ბანკი კრედიტორთა რწმუნებით მსესხებელს ასესხებს ფულად სახსრებს საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე შემდგარი გარიგების შესაბამისად, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო საპროცენტო განაკვეთით.
ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ყველა ვადიანობით წარმოებული ოპერაცია განიხილება როგორც გარიგება და გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
2. მსესხებლის ვალდებულება
მსესხებელი ვალდებულია:
1. სესხის დაფარვის დღეს უზრუნველყოს საკორესპოდენტო ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობა როგორც სესხის ძირითადი ნაწილის, ისე მასზე დარიცხული პროცენტების ვადაში დასაფარავად.
2. გადაიხადოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ საკომისიო თანხა, რომელიც განისაზღვრება გარიგების შესაბამისად წლიური 1 პროცენტის ოდენობით.
3. განუხრელად დაიცვას აუქციონზე ვაჭრობის წესები და გარიგების პირობები.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც კრედიტორის აგენტის, ვალდებულება
საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია:
1. მსესხებელთან ანგარიშსწორება განახორციელოს ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე გარიგების დადების დღიდან 1 საბანკო დღის განმავლობაში.
2. უზრუნველყოს სავაჭრო სისტემის სათანადო და შეუფერხებელი მუშაობა, აგრეთვე სისტემაში წარდგენილი განაცხადებისა და გარიგებების სწორი რეგისტრაცია.
4. განსაკუთრებული პირობები
1. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება გარანტირებულია ეროვნულ ბანკში რეგულირების ფონდში შეტანილი სავალდებულო რეზერვების თანხით ან მყიდველის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებებით.
2. მსესხებელი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უშუალოდ განახორციელოს ეროვნულ ბანკში მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან თითოეულ აუქციონზე შემდგარ გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციები.
3. მსესხებელი თანახმაა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის ვადის დადგომისას დავალიანების დაფარვა განახორციელოს, პირველ რიგში, მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან, ხოლო მასზე რიცხული თანხების უკმარისობის შემთხვევაში, – სესხის უზრუნველყოფიდან.
4. საკომისიო გადასახდელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მხარე დაჯარიმდება გარიგებაში მითითებული თანხის 0,5 პროცენტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც ეროვნული ბანკის განკარგულებით ჩამოიწერება საკორესპონდენტო ანგარიშიდან ეროვნული ბანკის სასარგებლოდ.
5. დამატებითი პირობები
1. ეს ხელშეკრულება ფორმდება 1 წლის ვადით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდგომი 1 წლით, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ერთ- ერთმა მხარემ არ მიიღი წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
2. მხარეებს უფლება აქვთ ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, თუ ამის შესახებ სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებენ მეორე მხარეს.
3. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
4. ამ ხელშეკრულების ირგვლივ წარმოქმნილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება სასამართლო წესით.
5. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის კომიტეტში, ხოლო მეორე მსესხებელთან და ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
6. მხარეთა იურიდიული მისამართები
კრედიტორი ____________________________________
მსესხებელი ____________________________________
საქართველოს ეროვნული ბანკის მსესხებელი
ვიცე-პრეზიდენტი _________________
დანართი №2
გენერალური ხელშეკრულება სესხის გაცემის შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი _______, როგორც ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე მსესხებლის აგენტი, ხოლო, მეორე მხრივ,
_____________________________________________________, როგორც კრედიტორი, „საქართველოს
(კომერციული ბანკის დასახელება, მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი)
ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების” შესაბამისად, აფორმებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
საქართველოს ეროვნული ბანკი მსესხებლის რწმუნებით კრედიტორთაგან სესხულობს ფულად სახსრებს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე შემდგარი გარიგების შესაბამისად, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო საპროცენტო განაკვეთით.
ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ყველა ვადიანობით წარმოებული ოპერაცია განიხილება როგორც გარიგება და გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
2. კრედიტორის ვალდებულება
კრედიტორი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს აუქციონზე წარმოდგენილი პირველადი განაცხადის შესაბამისად საკორესპოდენტო ანგარიშზე სახსრების არსებობა.
2. გადაიხადოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ საკომისიო თანხა, რომელიც განისაზღვრება გარიგების შესაბამისად წლიური 1 პროცენტის ოდენობით.
3. განუხრელად დაიცვას აუქციონზე ვაჭრობის წესები და გარიგების პირობები.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც მსესხებლის აგენტის, ვალდებულება
საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია:
1. სესხის დაფარვის დღეს უზრუნველყოს როგორც სესხის ძირითადი ნაწილის, ისე მასზე დარიცხული პროცენტების ვადაში დაფარვა.
2. უზრუნველყოს სავაჭრო სისტემის სათანადო და შეუფერხებელი მუშაობა, აგრეთვე სისტემაში წარდგენილი განაცხადებისა და გარიგებების სწორი რეგისტრაცია.
4. განსაკუთრებული პირობები
1. კრედიტორი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უშუალოდ განახორციელოს ეროვნულ ბანკში მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან თითოეულ აუქციონზე შემდგარ გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციები.
2. საკომისიო გადასახდელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მხარე დაჯარიმდება გარიგებაში მითითებული თანხის 0,5 პროცენტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც ეროვნული ბანკის განკარგულებით ჩამოიწერება საკორესპონდენტო ანგარიშიდან ეროვნული ბანკის სასარგებლოდ.
5. დამატებითი პირობები
1. ეს ხელშეკრულება ფორმდება 1 წლის ვადით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდეგი 1 წლით, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ერთ- ერთმა მხარემ არ მიიღი წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
2. მხარეებს უფლება აქვთ ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, თუ ამის შესახებ სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებენ მეორე მხარეს.
3. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
4. ამ ხელშეკრულების ირგვლივ წარმოქმნილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლო წესით.
5. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის კომიტეტში, ხოლო მეორე კრედიტორთან და ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
6. მხარეთა იურიდიული მისამართები
კრედიტორი ____________________________________
მსესხებელი ____________________________________
საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტორი
ვიცე-პრეზიდენტი _____________________
დანართი №3
ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის მეთოდიკა
მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
d - D1
1) i = i1 + ------------- * (i2 - i1) , თუ i2 ³ i1 და D1 £ d ³ D2
D2 - D1
2) i = i1 , თუ i2 £ i1 ან D1> d
სადაც:
I არის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთი;
d - დღეების რაოდენობა საკრედიტო რესურსების შესაძენად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვამდე;
D2 და D1 არის ემიტენტის მიერ პირველად აუქციონებზე ემიტირებული სახაზინო ვალდებულებების ვადიანობები, რომლებიც ყველაზე ახლოსაა d -თან (ამასთან D2 და D1 აკმაყოფილებენ შემდეგ პირობას D1 £ d £ D2).;
i1 - D1 ვადიანობის ბოლო სახაზინო ვალდებულებების პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.
i2 - D2 ვადიანობის ბოლო სახაზინო ვალდებულებების პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.
მაგალითი:
ემიტენტის მიერ პირველად აუქციონზე ემიტირებული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადებია 28, 91, 182 დღე, აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები კი, შესაბამისად, 10%, 20%, 18%.
თუ:
1) რეპო ოპერაციების ჩასატარებლად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 20 დღეს. მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობა 28= D1> d = 20 და საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მე-2 ფორმულით.
ე.ი. i = i1 = 10%
2) საკრედიტო რესურსების შესაძენად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 70 დღეს. მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:1) D1 (28) £ d (70) £ D2 (91); 2) i2 =20 ³ i1=10. შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 1-ლი ფორმულით:
70 - 28
1). i = 10% + --------------- * (20%-10%)
91 - 28
3) საკრედიტო რესურსების შესაძენად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 110 დღეს. მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები D1(91)£ d (110) £ D2 (182) და i2 =18 £ i1=20%. ამიტომ საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მე-2 ფორმულით:
ე.ი. i = i1 = 20%