საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყალის” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.11.2004
ძალის დაკარგვა 14.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-215
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.006794
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 05/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,684 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2004 მიღება
14.03.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყალის” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPSakartvelo;} @font-face {font-family:Academic;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"SPSakartvelo","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Academic","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 58.4pt 49.6pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.006.794 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-215 2004 წლის 1 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყალის” დებულების დამტკიცების თაობაზე „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყალის“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 12 იანვრის №2-10 ბრძანება მინერალური და მტკნარი წყლების წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტ „საქმინხილწყალის” დებულების დამტკიცების თაობაზე. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შერვაშიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წყლის, ლუდის და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყალის” დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი ,,საქმინხილწყალი” (შემდგომში – დეპარტამენტი), შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით. 2. დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით და წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტს აქვს დებულება, სიმბოლიკა, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 4. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. დეპარტამენტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია – საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია 0123, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №41.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება და ძირითადი მიზნები 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტი უფლებამოსილია თავისი კომპენტენციის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი საქართველოს მინერალური წყლების, ლუდის (ალაოს), უალკოჰოლო სასმელების (ხილეული წყლები, ვაჟინები, ბურახი), მათი დასამზადებელი ნახევარფაბრიკატებისა და ნახშირორჟანგა გაზის წარმოების დარგებში (შემდგომში – დარგი) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვაზე. 2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ა) დარგის განვითარების მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება ეროვნულ ტრადიციებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით; ბ) დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისათვის წინადადებების შემუშავება; გ) დარგის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების და სრულყოფისათვის ღონისძიებების გატარება; დ) სამომხმარებლო ბაზრის დაცვის ხელშეწყობა უხარისხო, ფალსიფიცირებული და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად მავნე პროდუქციისაგან; ე) დარგის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ვ) დარგში საინვესტიციოდ მიმზიდველი, სტაბილური და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ზ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; თ) დარგის საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით ტრადიციულ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებისა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობა. მუხლი. 3 დეპარტამენტის ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) დარგის განვითარებისათვის საჭირო კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების, პროგრამების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ბ) პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, დარგობრივ ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობაზე ლიცენზიის და ნებართვის გაცემა და სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა; დ) წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა; ე) პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; ვ) წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიათა მინიჭების კოორდინირება; ზ) პროდუქციის უვნებლობის /მინერალური წყალი/ უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული კონტროლის პროცესში ნედლეულისა და სასაქონლო პროდუქციის შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმების ორგანიზება; თ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ი) დარგში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; კ) კომპენტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული მარკეტინგული კვლევების განხორციელება; ლ) სამეცნიერო-კვლევითი, ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ინოვაციური პროგრამების განხორციელება; მ) დარგში დასაქმებულ მეწარმეთათვის სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ნ) უფლებამოსილ კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, მოქმედი სტანდარტების გადასინჯვისა და ახალი სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა; ო) წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების დეგუსტაციების, კონკურსებისა და გამოფენების მოწყობის ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობის მიღება.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საერთო ხელმძღვანელობას და პასუხისმგებელია დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასა და მისი საქმიანობის წარმართვაზე; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპენტენციით მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დეპარტამენტის აპარატის საშტატო განრიგს; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს; ვ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტთან არსებულ საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის მუშაობას; 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ლიცენზირებისა და ნებართვების სამმართველო; ბ) წარმოების ტექნოლოგიებისა და პროდუქციის უვნებლობის მონიტორინგის სამმართველო; გ) საგარეო ურთიერთობებისა და მარკეტინგული კვლევების სამმართველო. 2. ლიცენზირებისა და ნებართვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) მეწარმეთაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის მიღება და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ბ) ნებართვის მიღების პირობებით გათვალისწინებული პარამეტრების შესწავლის მიზნით, სამეწარმეო ობიექტების ადგილზე დათვალიერება-შემოწმება, ოქმების შედგენა-წარმოება; გ) ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ცვლილებების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება და თავმჯდომარისთვის წარდგენა; დ) უწყებრივი სალიცენზიო /სანებართვო რეესტრის წარმოება; ე) მინერალური წყლების კატეგორიის მინიჭების მოთხოვნით მეწარმეთა მიერ წარდგენილი მასალებისა და სათანადო დასკვნის მომზადება საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსათვის განსახილველად; ვ) მეწარმეთა მიერ მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად წარდგენილი მასალების ექსპერტიზა და საუწყებათაშორისო საბჭოებზე განსახილველად სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ზ) დარგის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფისა და წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის მიზნით დეპარტამენტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. 3. წარმოების ტექნოლოგიებისა და პროდუქციის უვნებლობის მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) პროდუქციის უვნებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო კანონპროექტების, ნორმატიული აქტების, პროგრამების, რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ბ) დარგში ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების დადგენის მოქმედი სტანდარტების გადასინჯვისა და ახალი ეროვნული სტანდარტების პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღება; გ) პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით დარგობრივ ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; საწარმოებში გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფასთან შესაბამისობის ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის გაცემა; დ) დარგის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფისა და წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის მიზნით, დეპარტამენტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ე) საწარმოების რისკის წერტილების ანალიზი, მათი შეფასება, მართვა, ინფორმაციებისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა რისკის შემფასებელს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებსა და მომხმარებელს შორის; ვ) შესაბამის კომპენტენტურ ორგანოებთან ერთად დარგის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში ფალსიფიკაციის აღმკვეთ ღონისძიებათა გატარებაში მონაწილეობის მიღება; ზ) სამმართველოს ფუნქციების განხორციელების მიზნით, ნედლეულისა და პროდუქციის შესაბამისი საკონტროლო ლაბორატორიული შემოწმების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; თ) პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების და ამ პრობლემის გადაწყვეტაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით დარგის მეწარმეთათვის სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების ორგანიზება. 4. საგარეო ურთიერთობებისა და მარკეტინგული კვლევების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის დირექტივებთან და რეგლამენტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ბ) დარგის რესურსების რაციონალურად ათვისებისა და მათი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა; გ) ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის სრული და ეფექტური გამოყენების, ქვეყნის გარე ბაზარზე სტაბილური პოზიციების მოპოვების ხელშეწყობა; დ) ქართული პროდუქციის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის ხელშეწყობა გარე ბაზარზე; ე) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა, მათ ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის უკანონო წარმოების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; ვ) ბაზრის მდგომარეობისა და კონიუნქტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, სისტემატიზაცია, პროგნოზირება და მისი მიწოდება დაინტერესებულ მეწარმეთათვის; ზ) დარგთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების (ასოციაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები) საქმიანობისათვის ხელშეწყობა; თ) დარგის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფისა და წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის მიზნით დეპარტამენტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ი) დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო და საგამოფენო ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა; კ) საქარათველოს მინერალური და მტკნარი წყლების რესურსების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა საერთაშორისო გამოცდილებისა და მოთხოვნების შესაბამისად; ლ) დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა (ბიზნეს-გეგმების, ბიზნეს-წინადადებების) შემუშავება და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა; მ) საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება პოტენციური პარტნიორის მოზიდვის, ახალი ბაზრების ათვისებისა და საერთაშორისო კოოპერირების განვითარების მიზნით; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარგის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობა, ურთიერთობათა დამყარება-განვითარება და კომპეტენციის ფარგლებში მათ საქმიანობაში მონაწილეობა.     მუხლი 6🔗. საბჭოები და კომისია 1. დეპარტამენტთან საზოგადოებრივ საწყისებზე ფუნქციონირებს: ა) საქართველოს სოფლის მეურნების სამინისტროს დეპარტამენტ „საქმინხილწყალთან“ არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო; ბ) სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო; გ) ცენტრალური სადეგუსტაციო კომისია. 2. საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის დებულებებისა და შემადგენლობების დამტკიცება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. დეპარტამენტის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.