აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.06.2011
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №114
სარეგისტრაციო კოდი 040110030.33.058.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110607016, 10/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 26.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №114
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის მე-10
მუხლის მე-2
პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ს
აფუძველზე და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად
, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1);
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2);
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი №3);
დ
) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №4
);
ე
) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №5
);
ვ
) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი №6
);
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ
ცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №7
);
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ
ცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №8
);
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ
ცი(ებ)ის უპირობო და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი №9
).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №180 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
ვ. ბოლქვაძე
დანართი №1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული
უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას
ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - ------------------------------------------------------------
--------------------------------------------, წარმოდგენილი --------------------------------------
----------------------------------------------- სახით, მოქმედი ---------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს --------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ------------------------------ (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი --------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება) -------------------------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ----------------------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ------------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან (თარიღი)) შემდეგ ვადაში: ---- -------
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღისა.
2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან
ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და
თარიღი.
2.1.5
საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი წარმოადგინოს
-------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
---------------------------------------------------------------------------
------------------------------------,
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. გამყიდველის
თანხმობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
-----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
2.4.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის მყიდველს მოსთხოვოს დასკვნის წარმოდგენა, რომელიც მომზადებულ უნდა იქნეს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სხვა საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ.
-------------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს ვალდებულებები, მათ შორის, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო საფასურის ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
3.3. საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით ქონების იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გადახდილი გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა.
3.4. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.6. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით,
წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1.
ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
4.2.1 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2.2.
საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2.3.
ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/
და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.3.
ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების
) გაუქმების საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
4.4. 4.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
5. ფორს-მაჟორი
5.1.
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2.
მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3.
ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4.
ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5.
გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია --------------- ენაზე. ხელმოწერილია ----------- ეგზემპლარად.
6.2.
ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემული უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული მისამართი
ტელ:
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1.
მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1.
წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - ---------------------------------------------------------, წარმოდგენილი --------------------------------------------
------------------------------------------------------------------------ სახით, მოქმედი -----------------------
------------------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ----------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი -------------------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ---------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1.
წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (შემდგომში – ქონებას) -------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების აღწერილობა)
1.2.
მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს --------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან (თარიღი)) შემდეგ ვადაში: ---- .
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება და ვალდებულებები, ხოლო
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
2.1.2. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.1.5
. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან
ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და
თარიღი.
2.1.6.
საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი წარმოადგინოს
-------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ მოითხოვოს იმ ქონების გადაცემა, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას.
----------------------------------------------------------------------------------------------------------
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
2.4.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის მყიდველს მოსთხოვოს დასკვნის წარმოდგენა, რომელიც მომზადებულ უნდა იქნეს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სხვა საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ.
-------------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ ქონებაზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
3.3. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს.
3.4. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.5. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1.
ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
4.2.1 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2.2 საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2.3 ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/
და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.3 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების
) გაუქმების საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
4.4
. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, 4.3
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო. 5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე. ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი:
ტელ.
:
---------------
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი:
-------------
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველმა გამყიდველს უნდა წარუდგინოს:
1. ფიზიკური პირებისთვის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.
ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის
ა) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ა.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;
ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
შენიშვნა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმა
ხორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.
უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტაცია უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. იმავდროულად, აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
დანართი №4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - -----------------------------------------------------------------------
--------------------------------------------, წარმოდგენილი -----------------------------------
-------------------------------------------------- სახით, მოქმედი -----------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის
რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ---------
--------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი),
წარმოდგენილი ------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი -------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის, თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება) --------------------------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი, გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ------------------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო შემოსულობისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიებო თანხის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს -------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.1.5. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან
ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და
თარიღი.
2.1.6 საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი წარმოადგინოს
-------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის (სრულად გადახდა) ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გამყიდველის თანხმობით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
-----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-------------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისა და ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
3.2. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტისა.
3.3. 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით ქონების იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გადახდილი გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა.
3.4. მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან.
3.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.6. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისსაკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
4.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
4.3. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
4.4. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე. ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული მისამართი
ტელ:
--------------- საქართველო;
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
------------- საქართველო;
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
6.5. ფოსტის თანამშრომლის მიერ შეკვეთილი წერილის ადრესატისათვის გადაცემის ორი უშედეგო ცდის შემდეგ მხარეს ეგზავნება სპეცშეტყობინება, სადაც განისაზღვრება ხუთ დღიანი ვადა ფოსტაში შეტყობინების გასაცნობად. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №5
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) --------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------, წარმოდგენილი ----------------------------
--------------------------------------------------------------- სახით, მოქმედი------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და,
მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ---------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი),
წარმოდგენილი ----------------------------------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ------------------------------------------------------
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის, თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (შემდგომში – ქონებას) ------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების აღწერილობა)
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ----------------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო შემოსულობისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო საფასურის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს -------------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება, ხოლო
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, დარეგისტრიროს
საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
2.1.2. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.1.5. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან
ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და
თარიღი.
2.1.6 საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი წარმოადგინოს
-------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
----------------------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ მოითხოვოს იმ ქონების პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას
----------------------------------------------------------------------------------------------------
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-----------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ ქონებაზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება,
საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
3.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.3. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონმდებლობის შესაბამისად.
3.4. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
4.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
4.3. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
4.4. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე. ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი
ტელ:
--------------- საქართველო;
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
------------- საქართველო;
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
6.5. ფოსტის თანამშრომლის მიერ შეკვეთილი წერილის ადრესატისათვის გადაცემის ორი უშედეგო ცდის შემდეგ მხარეს ეგზავნება სპეცშეტყობინება, სადაც განისაზღვრება ხუთდღიანი ვადა ფოსტაში შეტყობინების გასაცნობად. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №6
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველმა გამყიდველს უნდა წარუდგინოს:
1. ფიზიკური პირებისთვის
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. იურიდიული პირებისათვის
ა) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ა.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;
ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადამფუძნებლო სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
შენიშვნა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმხორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.
უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტაცია უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. იმავდროულად, აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
დანართი №7
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი
ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო,
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა,
ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - ------------------------------------------------------------------
---------------------------------, წარმოდგენილი --------------------------------------------------
----------------------------- სახით, მოქმედი --------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და,
მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ---------------------------------------------- (შემდგომში
– მყიდველი), წარმოდგენილი ------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ---------------------------------------------------------
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში – ქონება) ---------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი, გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს --------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისათვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ----
(ხელშეკრულების გაფორმებიდან) შემდეგ ვადაში: ---- ----------------
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღისა.
2.1.4 საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან
ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და
თარიღი.
2.1.5 საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი წარმოადგინოს
-------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
---------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო საფასურის ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
3.3. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.4. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული,
წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1, აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები.
4.2. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში,
გამყიდელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
4.3, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც,
ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ------ ენაზე. ხელმოწერილია ------
ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემული
უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი
ტელეფონი:
---------------
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
-------------
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1.
წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას,
როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №8
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო,
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა,
ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - -------------------------------------------------------
----------------------------------------------, წარმოდგენილი -----------------------------------------
--------------------------- სახით, მოქმედი ---------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და,
მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს -----------------------------------------------------(შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი -------------
-------------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი -------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში - ქონება) -------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი, გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს --------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს -------- (ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.1.4 საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან
ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და
თარიღი.
2.1.5 საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი წარმოადგინოს
-------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
------------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
-----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-------------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს ვალდებულებები, მათ შორის, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.3. საკითხები,
რომლებიც არ არის მოწესრიგებული,
წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონმდებლობის შესაბამისად.
3.4 საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო საფასურის ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1.
ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
4.2.1.
თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2.2.
საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2.3.
ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.3.
ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) გაუქმების საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
4.4. 4.3.
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
4.5. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში – უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც,
ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ---- ენაზე. ხელმოწერილია ----- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემული
უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი
ტელეფონი:
---------------
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
-------------
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №9
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი
ს/აქცი(ებ)ის უპირობო და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი
ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი და უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს:
1. ფიზიკური პირებისთვის
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის
ა) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.
ა.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის საქართველ
ოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;
ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადამფუძნებლო სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
შენიშვნა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი
ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი და უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.
უცხო სახელმწიფოში
გაცემული დოკუმენტაცია უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. იმავდროულად, აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.