⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.06.2006)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის დებულების დამტკიცებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნის შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2004
ძალის დაკარგვა 06.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №240
სარეგისტრაციო კოდი 450120000.22.022.006797
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 08/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,001 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2004 მიღება
06.06.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის დებულების დამტკიცებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze-GGE;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze-GGE","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 52.15pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.120.000.22.022.006.797 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №240 – 3/340 2004 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის დებულების დამტკიცებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ოქტომბრის №476 ბრძანებულების “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ” მე-2 პუნქტის თანახმად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის (შემდგომში – სასწავლებელი) თანდართული დებულება. 2. სასწავლებლის დირექტორად დაინიშნოს ზვიად ბაქრაძე. 3. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნოს ნინო ანანიაშვილი. 4. სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციისა და აქტივიზაციის მიზნით უზრუნველყოს სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ახალი საშტატო ნუსხის პროექტის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთვის წარმოდგენა და კონკურსის წესით სასწავლებლის ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების პედაგოგთა შერჩევა. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                         თ. სამადაშვილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი                                        გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის      თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი (შემდგომში – სასწავლებელი) წარმოადგენს ,,განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ოქტომბრის №476 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილ საშუალო პროფესიულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის საფუძველზე ამზადებს სპეციალისტებს პროფესიული საბალეტო დასებისთვის, მუსიკალური თეატრებისა და ანსამბლებისთვის. 2. სასწავლებელი შექმნილია და ფუნქციონირებს ქალაქ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. 3. სასწავლებელი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებლად წარმართავს საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, შემოქმედებით, სამეურნეო და სხვა საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 4. სასწავლებლის სრული სახელწოდებაა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი”. 5. სასწავლებლი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 6. სასწავლებელს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 7. სასწავლებელი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 8. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქუჩა №49, ინდ. 380064, ტელ. 95-15-51.     მუხლი 2🔗. სასწავლებლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი 1. სასწავლებლის მიზნებია: ა) პირველ საფეხურზე (სკოლა) მოიზიდოს სათანადო მონაცემების მქონე მოზარდები და მისცეს მათ სახელოვნებო საბაზო, დაწყებითი ზოგადი (მე-5 კლასიდან) და საბაზო ზოგადი განათლება; ბ) მეორე საფეხურზე გამოავლინოს სახელოვნებო საბაზო განათლების მქონე კონტინგენტიდან კლასიკურ ქორეოგრაფიაში განსაკუთრებული მონაცემების მქონე მოსწავლეები საშუალო პროფესიული განათლების მისაღებად; გ) აღზარდოს მოსწავლეები ქართული და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების კლასიკური მემკვიდრეობის საუკეთესო ტრადიციებზე, გამოუმუშაოს სასცენო კულტურა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები, მისცეს საშუალო პროფესიული განათლება. 2. სასწავლებლის ამოცანებია: ა) მჭიდრო შემოქმედებითი კავშირის დამყარება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან; ბ) საკონცერტო და საგასტროლო საქმიანობის განხორციელება; გ) საშემსრულებლო ხელოვნების სწავლების მეთოდების სრულყოფა; დ) მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური კადრების მოზიდვა; ე) მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შრომისა და სწავლის სათანადო პირობების შექმნა; ვ) პედაგოგთა და მოსწავლეთათვის მატერიალური წახალისების ფორმების დამკვიდრება. 3. სასწავლებლის საქმიანობის საგანია: ა) სასწავლო პროცესის აქტივიზაცია და მოდერნიზაცია; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება-განვითარება. გ) მართვის თანამედროვე პრინციპების განხორციელება და სასწავლო პროცესის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა; დ) პედაგოგთა და დამხმარე სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება; ე) დამატებითი საფინანსო სახსრების მოზიდვა; ვ) პროგრამული დაფინანსების დამკვიდრება.     მუხლი 3🔗. სასწავლებლის უფლება-მოვალეობანი 1. თავისი მთავარი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სასწავლებელს უფლება აქვს: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას; ბ) დადგენილი წესით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს სასწავლებლის ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებისა და ფასიანი სექტორის საფასური; გ) განსაზღვროს საქმიანობის (შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, ორგანიზაციული, კომერციული და სხვა) პრიორიტეტები; დ) შეიმუშაოს მისაღები კონტინგენტის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს; ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე სასწავლებლის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ზ) შეიმუშაოს სასწავლებლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სასწავლებელში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ინტერნატი, ფილიალები; ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე სასწავლებლის დებულების შესაბამისად. 2. სასწავლებელს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით ფლობა და სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. 4. სასწავლებელი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას სასწავლებლის მუშაკთა და მოსწავლეების პროფესიული და სოციალური უფლებები.     მუხლი 4🔗. სასწავლებლის სტრუქტურა და მართვა 1. სასწავლებელი შედგება ორი საფეხურისგან – საბაზო (სკოლა) და საშუალო პროფესიული (სასწავლებელი). 2. სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) სასწავლო-დამხმარე ბაზა (ბიბლიოთეკა, ფონოთეკა, ვიდეოთეკა, მუზეუმი, კაბინეტები, თეატრალური კოსტუმების გარდერობი, მედპუნქტი და სხვა); გ) ტექნიკური ბაზა (სასადილო, ინტერნატი და სხვა); დ) საფინანსო-ადმინისტრაციული ერთეულები (კადრების სამსახური, ბუღალტერია, სამეურნეო სამსახური, სამდივნო). 3. სასწავლებლის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. დირექტორის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 4. დირექტორი: ა) წარმართავს სასწავლებლის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სასწავლებელს და სასწავლებლის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს ხელშეკრულებებს (მათ შორის შრომის ხელშეკრულებებს), გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა სასწავლებლის ყველა თანამშრომლისა და მოსწავლისთვის; უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები სასწავლებლის ინტერესებიდან გამომდინარე; გ) ადგენს სასწავლებლის წლიურ ბალანსს და წარუდგენს მას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს; დ) ამტკიცებს პედაგოგთა დატვირთვის ოდენობას; ე) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს; ვ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის გათვალისწინებით ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, განყოფილების გამგეებს და სხვა პერსონალს; ზ) პედაგოგიურ საბჭოზე განხილვისა და კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს სასწავლებლის შინაგანაწესს (შინაგანაწესში აისახება მოსწავლეთა მიღების, კლასიდან კლასში, ასევე კურსიდან კურსზე გადაყვანა-დატოვებისა და გარიცხვის პირობები, მოსწავლეთა ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახეები, სასწავლო პროცესში მონაწილეთა პასუხისმგებლობა, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მთელი საქმიანობა და სხვ) და აკონტროლებს მის დაცვას; თ) ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს; ი) პასუხისმგებელია სასწავლებლის მთელ საქმიანობაზე. 5. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნება სპეციალური საბალეტო განათლების, შემოქმედებითი და სასცენო გამოცდილების მქონე პირი. 6. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) პასუხისმგებელია მოსწავლეთა დაოსტატებაზე, გამოსაშვები კურსის პროფესიული მომზადების დონეზე, სასცენო პრაქტიკაზე; ბ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო-სასცენო ოსტატობის მაღალ დონეს; გ) უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების სასწავლებელში მოზიდვას; დ) ხელმძღვანელობს სასწავლო, შემოქმედებითი და მეთოდური გაერთიანებების მუშაობას; 7. სასწავლებლის ადმინისტრაციის ფუნქციები და საქმიანობაზე პასაუხისმგებლობა განისაზღვრება სასწავლებლის შინაგანაწესით. 8. ადმინისტრაციაში დასაქმებულ მუშაკებს აქვთ უფლება ჰქონდეთ პედაგოგიური დატვირთვა. 9. სასწავლებლს აქვს განყოფილებები. განყოფილებების რაოდენობა, ხელმძღვანელ პირთა ფუნქციები და პასუხისმგებლობა დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით. 10. სასწავლებლში კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება პედაგოგიური საბჭო, რომლის მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება სასწავლებლის შინაგანაწესით. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სასწავლებლის დირექტორი (თავმჯდომარე).     მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი 1. სასწავლებელში ორივე საფეხურზე სწავლების ენა არის ქართული. 2. სასწავლებელში სწავლება მიმდინარეობს როგორც უფასო (სახელმწიფო დაკვეთა), ასევე ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამით. 3. სასწავლებელში კონტინგენტის შევსება დაშვებულია ნებისმიერ კლასში (კურსზე) განთესვის ხარჯზე და/ან გადმოყვანის წესით. 4. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მსვლელობის საკითხები განსაზღვრულია სასწავლებლის შინაგანაწესით. 5. სასწავლებლის პირველი საფეხურის კურსდამთავრებულებზე გაიცემა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და საბაზო სახელოვნებო განათლების მოწმობა. სასწავლებლის მეორე საფეხურის კურსდამთავრებულებზე გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დიპლომები კვალიფიკაციის ჩვენებით.     მუხლი 6🔗. სამეურვეო საბჭო 1. სასწავლებელში დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვისა და მათი რაციონალური ხარჯვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია სასწავლებლის საქმიანობით, საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციით და მზად არის ხელი შეუწყოს მის შემდგომ განვითარებას. 3. სამეურვეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც საჭიროებისამებრ იწვევს საბჭოს სხდომებს. 4. სამეურვეო საბჭო: ა) ხელს უწყობს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას; ბ) აკონტროლებს მის მიერ მოზიდული თანხების დანიშნულებისამებრ გამოყენებას.     მუხლი 7🔗. სასწავლებლის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. სასწავლებლის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული შენობა-ნაგებობების, ინვენტარისა და მის ბალანსზე რიცხული სხვა ქონებისაგან. 2. სასწავლებელს უფლება აქვს გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და აწარმოოს დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სასწავლებლის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლები; გ) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) საჩუქრად საქართველოსა და საზღვარგარეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფულადი შემოწირულობანი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; ვ) სამეურვეო საბჭოს მიერ მოზიდული სახსრები.     მუხლი 8🔗. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლი სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს სასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულებას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სასწავლებელს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.     მუხლი 9🔗. სასწავლებლის წლიური ბალანსი 1. სასწავლებლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. სასწავლებელი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს მას მაკონტროლებელ ორგანოს. 3. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 10🔗. სასწავლებლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.