საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2002
ძალის დაკარგვა 29.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 090120080.11.106.005164
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 26/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPKolheti;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:81.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.cigni-evrop, li.cigni-evrop, div.cigni-evrop {mso-style-name:cigni-evrop; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif";} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 42.5pt 27.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.120.080.11.106.005.164
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №67
2002 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო”) ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპით.
4. დეპარტამენტის დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანას განეკუთვნება:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნების მომზადება;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
დ) სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება.
2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) სისტემის წინაშე დასახული აქტუალური პრიორიტეტების შესაბამისად, შეიმუშავებს სისტემის განვითარების პერსპექტიულ და მიმდინარე გეგმებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ბ) ამოწმებს სასჯელის აღსრულების სფეროში დამტკიცებული გეგმებისა და მინისტრის დავალებების შესაბამისად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას;
გ) ამზადებს სასჯელაღსრულების სისტემისათვის მეთოდურ-ნორმატიულ მასალებს;
დ) სწავლობს სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირებაში არსებული ნაკლოვანებების, აგრეთვე მსჯავრდებულთა სამართალდარღვევების მიზეზებსა და პირობებს, შეიმუშავებს პრევენციული ხასიათის სათანადო რეკომენდაციებს;
ე) დასახული ღონისძიებების სრულყოფისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით, რეგულარულად შეისწავლის სასჯელაღსრულების სისტემის მუშაკთა მართლშეგნების დონეს;
ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის განმტკიცებისათვის და რეგულარულად სწავლობს აღნიშნულთან დაკავშირებით მათ აზრს;
ზ) განაზოგადებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ მასმედიაში არსებულ ინფორმაციას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნულის საფუძველზე და სამინისტროს პრესცენტრის მეშვეობით რეაგირებს გამოქვეყნებულ მასალებზე;
თ) აანალიზებს სასჯელაღსრულების სისტემის თაობაზე იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სხვა ორგანოებში და ორგანიზაციებში შემოსულ საჩივრებს, განცხადებებს, პროკურატურის წარდგინებებს, სასამართლო ინფორმაციებს და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;
ი) განაზოგადებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ ინფორმაციებს;
კ) დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულების მიზნით განსაზღვრავს შესაბამის შემოწმების გეგმებს, ვადებსა და შემმოწმებელთა შემადგენლობას;
ლ) სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტის საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, გამოვლენილ ნაკლოვანებებზე ახდენენ შესაბამის რეაგირებას, საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული რეფორმირების შესახებ.
ნ) დეპარტამენტის უფროსი 6 თვეში ერთხელ მაინც ანგარიშს აბარებს იუსტიციის მინისტრს ან კურატორ მოადგილეს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, პატიმართა უფლებების დაცვის, მათი საარსებო პირობების, სისტემაში არსებული რეჟიმის შესრულების, მასზე არსებული კონტროლის განხორციელების მდგომარეობის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „პატიმრობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესრულების და განხორციელების არსებული მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს სამსახურების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, შეიმუშავებს და ახორციელებს მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტის მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) წარმოადგენს მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისებისათვის და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრის წინაშე სვამს საკითხს მოსამასახურეთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, აღდგენის მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) წარუდგენს მინისტრს მოსამსახურეთა სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ წინადადებებს;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოების უფროსთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ლ) ახორციელებს ამ დებულებებით მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
3. მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის დეპარტამენტის უფროსი პასუხს აგებს მინისტრის და კურატორი მოადგილის წინაშე, დეპარტამენტის თავმჯდომარე 6 თვეში ერთხელ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მოშაობის შესახებ.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობს დეპარტამენტს თავისი ფუნქციის ფარგლებში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს და მითითებებს.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას სამმართველოს ფუნქციების ფარგლებში და ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის დავალებებსა და მითითებებს.
6. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე განახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს.
დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებებით.
7. დეპარტამენტის სპეციალისტი ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე.
8. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველო.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.