⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.06.2005)
გაუქმებულია:

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2004
ძალის დაკარგვა 27.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №316
სარეგისტრაციო კოდი 120170000.22.026.006802
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 08/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,086 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2004 მიღება
27.06.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  120.170.000.22.026.006.802 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №316 2004 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის” თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და შემსრულებლებს. გ. ბარამიძე თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი 1. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტების საფუძველზე. 2. დეპარტამენტის დანიშნულებაა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ ღონისძიებათა შემუშავება და ანალიზი, რომელიც აუცილებელია საქართველოს შეირაღებული ძალების წინაშე მდგარი ამოცანების და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით. 4. დეპარტამენტს აქვს ტიტულოვანი ბლანკი. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი თავდაცვის პოლიტიკის და შეიარაღებული ძალების განვითარების ალტერნატიული პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის განსახილველად მათი წარდგენა; გ) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა; დ) თავდაცვის ბიუჯეტის პერსპექტიული დაგეგმარება და ანალიზი; ე) შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია და NATO-სთან თავსებადობის მიღწევისათვის ზოგადი პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება; ვ) შეიარაღებულის ძალების განვითარების გეგმების ანალიზი. 2. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ბ) თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესის ანალიზი; გ) თავდაცვის თეთრი წიგნის საგამომცემლო მასალების მომზადება; დ) თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური სახელმძღვანელო დირექტივების შემუშავება; ე) თავდაცვის რესურსების მართვისა და დაგეგმარების სისტემების მეშვეობით თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით; ვ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ფუნქცია-მოვალეობანი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ. 2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. იგი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმოადგენს სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული დეპარტამენტის მუშაობის წარმართვისათვის; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; თ) ასრულებს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს; ბ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; გ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო; ბ) თავდაცვის დაგეგმვის სამმართველო. 2. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სიტუაციის ანალიზი და წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის; ბ)    მონაწილეობის მიღება სტრატეგიული საფრთხეების შეფასებების შედგენაში; გ) ნატო-ს და სხვა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაციების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი; დ) სხვა ქვეყნების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია; ე) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; ვ) სამხედრო მზადყოფნის დონის ცვლილების შესახებ პროექტების კოორდინაცია; ზ) საერთაშორისო კრიზისების მართვაში მონაწილეობის კოორდინაცია თავდაცვის სამინისტროს დონეზე; თ) სახელმწიფო უწყებების საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის კოორდინირება. 3. თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელება და დაგეგმვის პროცესის მართვა; ბ) დაგეგმვის პროცესის და პროცედურების ანალიზი და სათანადო წინადადებების მომზადება; გ) წარმართოს და კოორდინირება გაუწიოს საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP); დ) თავდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების კოორდინირება; ე) ბიუჯეტის ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ეროვნული თავდაცვის პროგრამებისა და გეგმების განვითარებისა და შესრულების კოორდინირება; ზ) თავდაცვის ძალების ან სხვა სამთავრობო უწყებების საერთაშორისო სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობის კოორდინირება. 4. სამმართველოს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. თავი V დასკვნითი დებულებები წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.