⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.09.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2004
ძალის დაკარგვა 06.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №317
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.006803
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 08/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,555 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2004 მიღება
06.09.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:DumbaNusx;} @font-face {font-family:literaturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:DumbaNusx;} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"literaturuly","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 49.55pt 35.45pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  120.010.000.22.026.006.803 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №317 2004 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის” თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და შემსრულებლებს. გ. ბარამიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗 აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტებით.     მუხლი 3🔗 აპარატი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.     მუხლი 4🔗 აპარატი ანგარიშვალდებულია თავდაცვის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს აპარატის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗 აპარატს აქვს ორი ბეჭედი (ქართულ-ინგლისური და ქართულ-რუსული) წარწერით ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატი” და შტამპები, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება შიდაუწყებრივი მიმოწერისას. თავი II აპარატის ძირითადი ამოცანები     მუხლი 6🔗 1. აპარატის ძირითადი ამოცანებია: ა. მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება; ბ. სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; გ. სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; დ. სამინისტროს არქივის მართვა; ე. სამოქალაქო ოფისის საფინანსო საქმიანობის განხორციელება; ვ. სამოქალაქო ოფისის ინფორმატიზაციისა და ავტომატიზაციის უზრუნველყოფა, სამინისტროს საინფორმაციო ნაკადების კოორდინირება. 2. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აპარატი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან. თავი III აპარატის ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗 1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი. 2. აპარატის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. მინისტრის აპარატის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.     მუხლი 8🔗 მინისტრის აპარატის უფროსი: ა. ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას; ბ. თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს; გ. წარადგენს დასამტკიცებლად აპარატის ერთიან საშტატო ნუსხას; დ. ანაწილებს (ამტკიცებს) მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; ე. ახორციელებს კონტროლს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; ვ. ასრულებს თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებებს; ზ. წარუდგენს მინისტრს წინადადებებს აპარატის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ. ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს; ი. შუამდგომლობს სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად; კ. პასუხისმგებელია აპარატის ფუნქციების შესრულებაზე; ლ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საფინანსო საქმიანობას; მ. გამოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოებიდან.     მუხლი 9🔗 მინისტრის აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე (შემდგომში – ,,აპარატის უფროსის მოადგილე”) ან აპარატის სხვა თანამშრომელი აპარატის უფროსის დავალებით და მინისტრთან შეთანხმებით.     მუხლი 10🔗 1. აპარატის უფროსის მოადგილე უშუალოდ ექვემდებარება აპარატის უფროსს. 2. აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა უთანაბრდება დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. 3. აპარატის უფროსის მოადგილის კომპეტენციას განსაზღვრავს აპარატის უფროსი. თავი IV აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები     მუხლი 11🔗 1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომში – ქვედანაყოფი): ა. სამოქალაქო ოფისის კანცელარიისა და დარგობრივი არქივის დეპარტამენტი (შემდგომში – კანცელარია; ბ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; გ. ადმინისტრაციული სამმართველო; დ. საფინანსო სამმართველო; ე. ინფორმატიზაციის სამმართველო.     მუხლი 12🔗 კანცელარიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით.     მუხლი 13🔗 1. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით. 2. ქვედანაყოფის უფროსის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსი. 3. ქვედანაყოფის უფროსი: ა. პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ. შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გ. ანგარიშს აბარებს აპარატის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; დ. ახორციელებს წინამდებარე დებულებით და აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს.     მუხლი 14🔗 1. კანცელარიის ქვედანაყოფია: ა. სამინისტროს დარგობრივი არქივის სამმართველო; ბ. საიდუმლო ნაწილი (განყოფილება); გ. I განყოფილება; დ. II განყოფილება; ე. III განყოფილება; ვ. IV განყოფილება; ზ. V განყოფილება. 2. კანცელარია ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა. დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება; ბ. შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლი; გ. დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება; დ. სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება; ე. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია; ვ. დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება; ზ. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზირება და გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება; თ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმის წარმოების ორგანიზაცია; ი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და რეზულუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკური კონტროლის ორგანიზაცია; კ. სამინისტროს დარგობრივი არქივის მუშაობის წარმართვა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 15🔗 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვედანაყოფებია: ა. სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო; ბ. ინფორმაციის გავრცელების განყოფილება; გ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონიტორინგის განყოფილება. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება; ბ. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება; გ. სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; დ. შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; ე. საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; ვ. ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; ზ. ჟურნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადება და გამოცემა როგორც სამხედრო მოსამსახურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის; თ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; ი. მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე; კ. საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; ლ. სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; მ. სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; ნ. შეიარაღებულ ძალებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობა, ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით.     მუხლი 16🔗 1. ადმინისტრაციული სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა. თავდაცვის მინისტრის სამუშაო განრიგის შედგენა; ბ. თავდაცვის მინისტრის დავალებით დანიშნული თათბირების (სხდომების) მომზადება და მუშაობის უზრუნველყოფა; გ. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებების, განკარგულებების პროექტების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება, კლასიფიცირება, შემსრულებლებისთვის გაცნობა და მათი შესრულების კონტროლი; დ. თავდაცვის მინისტრის სახელზე შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვა, მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის რეზოლუციების, განკარგულებების შემსრულებლებისათვის გაცნობა, მათი შესრულების კონტროლი; ე. კორესპონდენციის მომზადება; ვ. თავდაცვის მინისტრთან სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა მიღების ორგანიზაცია; ზ. თავდაცვის მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულება.     მუხლი 17🔗 1. საფინანსო სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა. სამოქალაქო ოფისის საფინანსო საქმიანობის წარმოება; ბ. სამინისტროს საპროტოკოლო ხარჯების წარმოება; გ. ოფისის საჭიროებისათვის განსახორციელებელი შესყიდვების დაგეგმვა; დ. სამოქალაქო ოფისისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვა, მიღება და ანგარიშსწორება.     მუხლი 18🔗 1. ინფორმატიზაციის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა. სამოქალაქო ოფისის ინფორმატიზაცია და ავტომატიზაცია; ბ. თავდაცვის სამინისტროს საჭიროების იდენტიფიცირება ინფორმატიზაციისა და ავტომატიზაციის კუთხით, სამინისტროს მიერ შესასყიდი (გრანტის სახით მისაღები) კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაციის განსაზღვრა; გ. სამინისტროს შენობაში ერთიანი საინფორმაციო ქსელის დანერგვა და ადმინისტრირება; დ. სამინისტროს საინფორმაციო ნაკადების დადგენა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის წარმოება. ე. სამოქალაქო ოფისში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით მისი აღრიცხვა და მოხმარების წესების დადგენა. V დასკვნითი დებულება     მუხლი 19🔗 აპარატის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.